მასწავლებელთა კონფერენცია ” ნინე”

January 17, 2025 Uncategorized  No comments

12 იანვარს, შპს სკოლა ” მზეკაბანი 2007 -ის ” სააქტო დარბაზში მესამედ გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია ” ნინე”,რომელშიც მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 10 პედაგოგი.
საკუთარი წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება კოლეგებისთვის -ასეთია კონფ ერენცია ” ნინეს” მიზანი. დღეს ათმა პედაგოგმა შესანიშნავი პრეზენტაციებით გააცნო აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება კონფერენციაში მონაწილეობდნენ:
1. ნანა სვანიძე – შპს სკოლა ” “მზეკაბანი -2007- ის” ინგლისური ენის პედაგოგი. თემა “თამაშით სწავლება, როგორც უცხო ენის შესწავლის სტრატეგია და რესურსი”
2. დარეჯან ჭანტურიძე- შპს სკოლა ” მზეკაბანი -2007-ის” რუსული ენის მასწავლებელი, VI კლასის დამრიგებელი. თემა ” დამრიგებლობა ყველაზე ტკბილი პერიოდი”
3.ნინო გვენეტაძე – შპს სკოლა მზეკაბანი -2007-ის”, მ.ბუცხრიკიძის სახ.ალისუბნის მეორე საჯარო სკოლისა და შორაპნის სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. თემა ” არაფორმალური განათლების როლი მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებაში”
4. მაია მელუავა- ნახშირღელის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. თემა ” ლირიკული ნაწარმოების სწავლების ფსიქოლოგიურ- მეთოდიკური ასპექტები”
5. მადონა ჭანტურიძე- ზედა საზანოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.თემა ” სამაგიდო თამაშები მათემატიკაში”
6.ქეთევან ზარნაძე – შპს სკოლა ” მზეკაბანი- 2007-ის” ისტორიის მასწავლებელი.თემა ” მაკეტების ისტორია”
7. ლონდა ტოფაძე- შპს სკოლა ” მზეკაბანი- 2007-ის “დაწყებითი კლასის მასწავლებელი. თემა ” რა არის ხელოვნური ინტელექტი?”
8. ზურა ბარბაქაძე – შპს სკოლა ” მზეკაბანი – 2007-ის” სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი.თემა ” ბერიკაობა”
9.მანანა აბრამიშვილი – შპს სკოლა ” მზეკაბანი – 2007-ის” ბიოლოგიის მასწავლებელი. თემა ” სიცოცხლის კიბე” შემოქმედებით-შემეცნებითი დავალება”
10. ნინო სირბილაძე – შპს სკოლა ” მზეკაბანი -2007-ის ” დაწყებითი კლასის მასწავლებელი .თემა ” ეფექტური სწავლა- სწავლების პროცესი კოგნიტური სქემებითა და თვალსაჩინოებების გამოყენებით”
კონფერენციას ესწრებოდნენ პედაგოგები და თერჯოლის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან შეყრილაძე.
შეხვედრის ბოლოს პრეზენტატორ პედაგოგებს გადაეცათ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები, რომლებიც შპს სკოლა ” მზეკაბანის” დირექტორის – ნატა ცხადაძის მიერაა დაწესებული.
კონფერენციის ბოლო მაჟორული აკორდი გახლდათ მუსიკის პედაგოგის – გულთამზე კუბლაშვილის დაჯილდოება სკოლის დირექციის მიერ. მას, როგორც ამაგდარ პედაგოგს , სკოლის წარმატებებში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის , გადაეცა დიპლომი და სიმბოლურად “ვიოლინოს გასაღები” ( კედლის საათი), რომელიც ,ალბათ, რეაბილიტირებულ მუსიკალურ სკოლაში დაამშვენებს მის კაბინეტს!
მეტი

საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა

January 17, 2025 Uncategorized  No comments

27 დეკემბერს, ” მზეკაბანში” გაიმართა ტრადიციული საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა.  ყოველთვის ვეხმარებოდით ხოლმე არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველ ოჯახებს , თუმცა ამის შესახებ არასდროს დაგვიწერია.
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ გადაწყვიტა, ორგანიზება გაეკეთებინა ამ საქველმოქმედო აქციისთვის და ამჯერად შემოსული თანხა დაემატებინა “ჭკვიანი დაფის ” შესაძენად არსებული დანაზოგისათვის.  აქციაში აქტიურად ჩაერთნენ პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე, მათი მშობლები, მეწარმეობის წრის წევრები ….რას არ ნახავდით აქ – ნაქსოვი, თექა, ხელთნაკეთი სამკაულები, ეპოქსიდის ნივთები, ტკბილეული, დესერტი , ცხელი სასმელები, ბაზრობამ სახალისოდ ჩაიარა – პატარებმა 605 ლარი და 60 თეთრი შეაგროვეს.
მიზანთან სულ ახლოს ვართ, შარშან რამდენიმე მეგობარი დაგვპირდა, რომ ” ჭკვიანი დაფისთვის” გარკვეული თანხით დაგვეხმარებოდა ჰოდა, ძვირფასებო, პირობის შესრულების დრო მოვიდა, იმედია, სიტყვას არ გატეხთ!
საშობაო ბაზრობის შემდეგ პედაგოგებმა ვიზრუნეთ ,რომ ერთმანეთისთვის გვეჩუქებინა ბედნიერი წუთები, სითბო და სიყვარული.
მეტი

,,ახალი წელი ტექნოლენდიაში”

January 17, 2025 Uncategorized  No comments

დღეს კომპიუტერული ვირუსი ,,მზეკაბანის” ,,ტექნოლენდიაშიც” შემოიჭრა, მაგრამ ქალაქის ბინადარმა რობოტებმა და კომპიუტერის ნაწილებმა ერთმანეთის დახმარებით შეძლეს ვირუსის დამარცხება და ახალი წლის ერთად აღნიშვნა.

მეტი

ყველაზე ფერადები

January 17, 2025 Uncategorized  No comments

პირველკლასელმა ” მზეკაბანელებმა” თავიანთი საოცარი პედაგოგებითა და მშობლებით არაჩვეულებრივი განწყობა შექმნეს წინასაახალწლოდ!  მადლობა მათ ” ჯადოსნურ სამყაროში ” მოგზაურობისთვის! მადლობა ლონდა და ანა მასწავლებლებს ასეთი ლამაზი საღამოსთვის!

მეტი

სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის გრანტი

January 17, 2025 Uncategorized  No comments

საუკეთესო საჩუქარი ახალი წლის წინ საკუთარ თავსა და გულშემატკივრებს!
ბექა შუღლაძემ სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ზესტაფონის ფილიალის გრანტი მოიპოვა! ვულოცავთ ბექას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!
მეტი

სტუმრად ,,კონსტრუქტ2-ში”

January 17, 2025 Uncategorized  No comments

შპს,,მზეკაბანი- 2007-ის” მეცხრე კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ქეთევან ზარნაძე) სტუმრად იმყოფებოდნენ კოლეჯ ,,კონსტრიქტ2-ში” სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებზე. ადგილზე გაეცნენ ელექტროობას, სანტექნიკას, მშენებლობის სხვადასხვა დარგს, სტუდენტების მიერ სწავლების პროცესში დამზადებულ ლითონის სხვადასხვა ნაკეთობას და ა.შ. დაათვალიერეს აუდიტორიები, ლაბორატორიები, პრაქტიკული სასწავლო სივრცეები, გასართობი და მოსასვენებელი ოთახები. კოლეჯში სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო და ბიზნესის სფერო. ასევე აქვთ USAID- ის მიერ დაფინანსებული პროგრამები. კოლეჯის ხელმძღვანელობამ გულთბილად მიგვიღო და გვიმასპინძლა. მივიღეთ ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი Teona Gabunia-ს. სკოლის დირექციამ და კოლეჯის ხელმძღვანელობამ გააფორმა მემორანდუმი, რომლის საფუძველზე ამ ორ სასწავლო დაწესებულებას შორის ჩატარდება ერთობლივი პროექტები და ღონისძიებები.

მეტი

Erasmus +

January 17, 2025 Uncategorized  No comments

ჩვენი გოგონები – ლიზი ტოფაძე და თეკლა არაბიძე “Erasmus + -ის” ფარგლებში თანატოლებთან ერთად  ( 8 – 17 დეკემბერი) ნაყოფიერ და მშვიდობიან დღეებს გისურვებთ ,ახალგაზრდებო! ბევრი საინტერესო პროექტი და მომავალი წარმატება! მჯერა,რომ გუშინ ძალიან ლამაზად და მრავალმხრივ წარმოადგინეთ ჩვენი ქვეყანა ” კულტურის დღეებზე”

მეტი

ოქროსფერი შემოდგომა

November 23, 2024 Uncategorized  No comments

ასე ლამაზად, ფერადად, მსუყედ, სიმღერითა და ცეკვით გააცილეს ოქროსფერი შემოდგომა მეორეკლასელმა “მზეკაბანელებმა” ( დამრიგებელი თამთა თოხაძე. მუსიკის მასწავლებელი – გულთამზე კუბლაშვილი) შემოდგომის სურნელი ტრიალებდა დარბაზში, თვალს კი ატკბობდა სიჭრელე- სიფერადე , აშკარად იგრძნობოდა, რომ ყველაზე დოვლათიან წელიწადის დროს აცილებდნენ. მშობლებმა და პედაგოგებმა ძალიან ლამაზი გარემო შეუქმნეს პატარებს, რომლებმაც კიდევ ერთი საინტერესო დღე ჩაწერეს თავიანთი სასკოლო ცხოვრების ისტორიაში.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.შეიძლება იყოს 3 people გამოსახულება

შეიძლება იყოს 2 ადამიანი and ბავშვი გამოსახულებაფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

მეტი

რა შეუძლიათ ლექსებს ?

November 23, 2024 Uncategorized  No comments

ამ თემაზე ჩატარდა პრეზენტაცია მეშვიდე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. ( პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე)
მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს პოეტური და პროზაული ნაწარმოებები მათი ფორმისა და შინაარსის მიხედვით; წაიკითხეს კლასიკოსი და თანამედროვე პოეტების ლექსები. მეშვიდეკლასელებმა შეაფასეს ბესიკ ხარანაულის, ომა წიკლაურის, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, ტიციან ტაბიძის, ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, ანა კალანდაძისა და სხვა ქართველი პოეტების შეხედულებები პოეზიაზე, ლექსზე და მის დანიშნულებაზე,გასცეს პასუხი გაკვეთილის მთავარ კითხვას:”რა შეუძლიათ ლექსებს?”
მოსწავლეებს უყვართ ძიება. მასწავლებელმა კი ხელი უნდა შეუწყოს ძიების პროცესს, რათა სწავლის პროცესი საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი ხასიათის იყოს, ამიტომ პოეზია დაუკავშირეს თეორიას “ხეზე გაკრულ ლექსებს” და მათთვის საყვარელმა ლექსებმაც დაამშვენა ხეები
შეიძლება იყოს ხე and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს ხე and ტექსტი გამოსახულება
შეიძლება იყოს ხე and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს 11 people გამოსახულება
მეტი

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

November 23, 2024 Uncategorized  No comments

16 ნოემბერს აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, თუმცა ყველა დღე არის სიყვარულის,მეგობრობისა და სიკეთის კეთების დრო.
მეექვსე კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ ამ დღეს, შექმნეს პოსტერები , გაიხსენეს ბავშვობის ისტორიები , მოამზადეს პრეზენტაციები.
რა თქმა უნდა მასწავლებელთან ერთად ისაუბრეს სიკეთისა და თანაგრძნობის შესახებ, ადამიანების “ადამიანურობაზე”.
საუბრის ბოლოს დაათვალიერეს მსოფლიო ბავშვების ,მათ შორის ქართველების მიერ შექმნილი ნახატები ტოლერანტობისა და მშვიდობის თემაზე.
მათ იციან,რომ დღეს მიღებული ცოდნა და უნარები ცხოვრებაში უნდა გაიყოლონ , თავადაც აკეთონ სიკეთე და სხვებისგან მიიღონ კიდეც .
შეიძლება იყოს 7 ადამიანი and ადამიანები, რომლებიც მეცადინეობენ გამოსახულებაშეიძლება იყოს 6 ადამიანი, ადამიანები, რომლებიც მეცადინეობენ, საბავშვო სათამაშო and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს 6 ადამიანი, ადამიანები, რომლებიც მეცადინეობენ, რუკა and ტექსტი გამოსახულება
მეტი