Category Uncategorized

” ანიდან ჰოემდე”

June 10, 2022 Uncategorized  No comments

დღევანდელი მუსიკალურ- ლიტერეტურული კომპოზიცია ” ანიდან ჰოემდე” არასოდეს დაავიწყდებათ ” მზეკაბანელ” პირველკლასელებს. ( კლასის ხელმძღვანელი მარიამ აბესაძე. მუსიკის მასწავლებელი გულთამზე კუბლაშვილი)
პატარებმა თავიანთი ხელოვნება უჩვეულო გარემოში წარმოადგინეს. … ჯერ გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავს ეწვივნენ , შემდეგ ბუნებაში , სახელდახელოდ მოწყობილ ” სცენაზე” , მშობლებისა და სკოლის პედაგოგების წინაშე გამოიჩინეს თავი.
ბევრი უშრომიათ მასწავლებლებსა და ბავშვებს, ამიტომაც იყო ყველაფერი საოცრად ლამაზი, ფერადი, და სადღესასწაულო! მადლობა მშობლებს მხარდაჭერისათვის. !
ღონისძიების ბოლოს პატარებს სკოლის ადმინისტრაციისგან გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები და საბავშვო წიგნები.
კიდევ ერთი ძალიან ლამაზი დღე ჩაიწერა ” მზეკაბანის ” ისტორიაში.
მეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი -გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

June 10, 2022 Uncategorized  No comments

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მათემატიკის კონკურსის/KIU Pi-Day Math Contest 2022 გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
🏆 პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 5 გამარჯვებული მოსწავლე:
▶️ დავით ტოგოევი – მე-11 კლასის მოსწავლე, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
▶️ ლუკა დუმბაძე – მე-12 კლასის მოსწავლე, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
▶️ ელენე ენუქიძე – მე-10 კლასის მოსწავლე, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
▶️ დიმა ჩუბინიძე – მე-12 კლასის მოსწავლე, კერძო სკოლა „მზეკაბანი 2007“;
▶️ ლუკა სანაია – მე-12 კლასის მოსწავლე, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
🔸 გამარჯვებულებს საჩუქრები და დიპლომები KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, კანცლერმა მაგდა მაღრაძემ, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა და TUM International GmbH-ის პროექტის მენეჯერმა კატრინ ალბრეხტმა გადასცეს.
მეტი

შიდასასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთში

June 3, 2022 Uncategorized  No comments

დაიწყო შიდასასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთში კლასებს შორის შაკო კირკიტაძის სახელობის გარდამავალ თასზე.
ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მეოთხე და მეხუთე კლასის მოთამაშეები, ანგარიშით 5 : 1 გაიმარჯვა მეოთხე კლასის გუნდმა.
შემდეგი თამაში გახლდათ მეშვიდე და მერვე კლასის გუნდებს შორის. დიდი უპირატესობით 5 : 1 გაიმარჯვეს მერვეკლასელმა ფეხბურთელებმა.
3 ივნისს ერთმანეთს ორი უძლიერესი გუნდი დაუპირისპირდა – მეცხრე- მეათეს ნაკრები და მეთერთმეტე.
დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით – 4 : 3 გაიმარჯვა მეცხრე – მეათეს ნაკრებმა. წინ დაძაბული ნახევარფინალები და ფინალი გველოდება! წარმატებულ ასპარეზობას გისურვებთ ” მზეკაბანელებო”!
მეტი

“იავნანამ რა ჰქმნა?!”

June 3, 2022 Uncategorized  No comments

უპირატესობა ერთსულოვნად მოთხობას მიანიჭეს!
იაკობ გოგებაშვილის “იავნანამ რა ჰქმნა?!” ყველა მოსწავლის უსაყვარლესი ნაწარმოებია. პედაგოგს მისი სწავლებისას ბევრი საინტერესო აქტივობის გამოყენება შეუძლია და შეგირდებიც ” სხვანაირად” არიან მოტივირებულნი , როცა პატარა ქეთოს თავგადასავალს ეცნობიან ხოლმე…
მეხუთეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” ( ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე) ნაწარმოების შესწავლის შემდეგ ნახეს ამავე სახელწოდების ფილმი. შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოიყენა რეჟისორმა მოთხრობიდან ; რა არის ფილმში დამატებული; რომელი პერსონაჟი გახლდათ როლით ზუსტად შერჩეული; რომელმა ეპიზოდმა დატოვა ფილმიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და ბოლოს , რა უფრო მოეწონათ – მოთხრობა თუ კინოფილმი?
პატარებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა “ბატონების” ეპიზოდმა და მასთან დაკავშირებულმა რიტუალებმა…აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა ლეკების როლზე შერჩეული მსახიობები მიიჩნიეს ყველაზე შესაფერისად….ფილმში მოელოდნენ დაღესტანში განვითარებულ მოვლენებს….. თითოეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ მოთხრობა გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე იმავე სათაურის ფილმი, თუმცა კარგი იყო, რომ შედარების საშუალება მიეცათ და და სხვა კუთხიდან დაინახეს მათთვის საყვარელი ნაწარმოები. წარმატებები ქეთევან მასწავლებელსა და მის შეგირდებს!
 
მეტი

,,მოგზაურობა ზმნის სამყაროში”

June 3, 2022 Uncategorized  No comments

მიმდინარე სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, თუმცა ” მზეკაბანში” მოსწავლეებს მოდუნების საშუალება არ აქვთ. თითქმის ყოველი დღე დატვირთულია საინტერესო და შემეცნებითი სხვადასხვა აქტივობით.
დღეს მერვეკლასელმა ” მზეკაბანელებმა”( ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია გოგბერაშვილი) ზმნის სამყაროში “გვამოგზაურეს”. საკუთარი ხელით დამზადებული რესურსებისა თუ თვალსაჩინოების გამოყენებით პრეზენტაცია მეტად საინტერესო გამოვიდა.
მომხსენებლებმა წარმოადგინეს ზმნის ყველა კატეგორია: დრო, კილო, ასპექტი, კონტაქტი, გვარი…ისაუბრეს ზმნისწინებსა და მათ ფუნქციებზე, თემის ნიშნებზე, არც სერიები და მწკრივები დავიწყებიათ.
პრეზენტატორებმა უპასუხეს სათანადო შეკითხვებსა და საფუძვლიანი ცოდნა გამოავლინეს თემასთან დაკავშირებით.
მეტი

” ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო”

June 3, 2022 Uncategorized  No comments

” ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო”
( ნიკო ნიკოლაძე)
დღეს ამ თემაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია მეთერთმეტეკლასელმა ” მზეკაბანელებმა”. ( ისტორიის პედაგოგი ხათუნა დიდიძე)
წინასწარ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ თერჯოლის თემისა და მათ შორის სკოლის საზოგადოებისათვის არ იყო ცნობილი ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი და დამსახურება . ამან განაპირობა პროექტის განხორციელების იდეა.
მოსწავლეები ნაბიჯ- ნაბიჯ , სხვადასხვა აქტივობის გამოყენებით, მოვიდნენ დღემდე. მათ წინდაწინ დაამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც ამომწურავ მასალას შეიცავდა ნიკო ნიკოლაძეზე.
აუდიტორია დიდი ინტერისით უსმენდა თითოეულ გამომსვლელს, რომლებიც ხაზს უსვამდნენ იმას, რომ მომავალი თაობა სწორედ ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა იზრდებოდეს.
ეს იყო ძალიან შრომატევადი, მაგრამ ბევრისმომცემი პროექტი! წარმატებები, ქალბატონო ხათუნა, თქვენს შეგირდებთან ერთად.
მეტი

” ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო”

June 3, 2022 Uncategorized  No comments

” ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო”
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა შემაჯამებელი მეცადინეობა ქართულში მეორე და მესამეკლასელ ” მზეკაბანელებთან” ( პედაგოგი თამთა თოხაძე)
პატარებმა საკმაოდ დიდი ცოდნა გამოავლინეს საქართველოს ისტორიიდან, კულტურიდან, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები საქართველოზე და შეასრულეს შესაბამისი სიმღერები. ( მუსიკის პედაგოგი გულთამზე კუბლაშვილი).
ვუსურვოთ პატარებს ერთიან და ძლიერ საქართველოშ ცხოვრება! არასოდეს ეთქვათ მომავალში, „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“-ო
მეტი

“ფეხსახსრიანები და მასში გაერთიანებული ყველა კლასი”

June 3, 2022 Uncategorized  No comments

საგნის კვირეულის ფარგლებში მე- 7 კლასში ბიოლოგიაში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე – “ფეხსახსრიანები და მასში გაერთიანებული ყველა კლასი”
( პედაგოგი თეა სამხარაძე)
მოსწავლეებს საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო მასალა მოუძევიათ და სლაიდშოუს გამოყენებით შთამბეჭდავი პრეზენტაცია გააკეთეს. კარგია, რომ აღნიშნული საგნის მიმართ მოსწავლეებს დიდი ინტეტესი აქვთ.ეს კი , უდაოდ , თეა მასწავლებლის დამსახურებაა. წარმატებები მასაც და მის შეგირდებსაც მომავალშიც
შეყვანა.
მეტი

ლიტერატურულ – მუსიკალურ – ქორეოგრაფიული კომპოზიცია

June 3, 2022 Uncategorized  No comments

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს მეექვსეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” ლიტერატურულ – -მუსიკალურ – ქორეოგრაფიული კომპოზიცია, რომელსაც , უპირველესად , შენეცნებითი და ამავდროულად , სანახაობრივი დატვირთვა ჰქონდა.
საღამო გაიხსნა კომპიზიტორ რევაზ ლაღიძის უკვდავი სიმღერით – ” ჩემო კარგო ქვეყანა”, რომელმაც მონაწილეებსა და მაყურებლებშიც ამაღლებული განწყობა შექმნა.
ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა პატარებმა შესანიშნავი პრეზენტაციებით წარმოადგინეს საქართველოს ყველა კუთხე. ლექსების მხატვრულად კითხვაშიც გაეჯიბრნენ ერთმანეთს და შთამბეჭდავი სლაიდშოუთი გაალამაზეს თავიანთი გამოსვლა.
საღამოს ესწრებოდნენ მეექვსე კლასის პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მშობლები. მოსწავლეებსა და დამსწრე აუდიტორიას შორის ძალიან თბილი ურთიერთობა დამყარდა, რაც განპირობებული გახლდათ ღონისძიების ფორმატით. მაყურებელი აქტიურად პასუხობდა მოსწავლეთა მიერ დასმულ კითხვებს, რომლებიც საქართველოს კუთხეებს ეხებოდა. მშობელთა შორის გახლდნენ სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის ” წარმომადგენლები” . მათ ისაუბრეს ამა თუ იმ კუთხისათვის დამახასიათებელ ტრადიციებსა და თავისებურებებზე.
გარემო გახლდათ საზეიმო. უმთავრესი რესურსი – “საქართველოს რუკა” – თავად მოსწავლეებმა დახატეს კლასის ხელმძღვანელის – ქეთევან ზარნაძის დახმარებით. პედაგოგმა ღონისძიების ყველა მონაწილეს სამახსოვროდ გადასცა ცნობილ კლასიკოსთა მხატვრული ნაწარმოებები.
გვჯერა, რომ ეს თაობა აუცილებლად იცხოვრებს ერთიან, აყვავებულ და გაბრწყინებულ საქართველოში!
მადლობა ქეთევან მასწავლებელს ასეთი საინტერესო საღამოსათვის!
მეტი

ეროვნული სამოსის დღე ,,მზეკაბანში”

June 3, 2022 Uncategorized  No comments

ეროვნული სამოსის დღეს ვულოცავთ სრულიად საქართველოს “მზეკაბანიდან”

მეტი