Category Uncategorized

ღია გაკვეთილი ისტორიაში

May 7, 2022 Uncategorized  No comments

საგნობრივი კვირეულის ფარგლებში ისტორიაში ღია გაკვეთილი ჩატარდა მეექვსე კლასში .( საგნის პედაგოგი ქეთევან ზარნაძე)
ქართული დამწერლობის წარმოშობა – ასეთი გახლდათ საპრეზენტაციო თემა, რომელიც წარმოადგინეს პატარებმა
სხვადასხვა აქტივობის გამოყენებით გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა.
მოსწავლეებმა შესწავლილი მასალის საკმაოდ ღრმა ცოდნა გამოავლინეს.
ახალახსნილი მასალაც ( საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ) საკმაოდ კარგად გაიაზრეს. შეკითხვაზე- ” საქართველო ევროპას მიეკუთვნება თუ აზიას? “- ზოგმა ევროპასო, უპასუხა, ზოგმა ჩვენი ქვეყანა აზიას მიაკუთნა….საბა გეწაძეს ორიგინალური პასუხი ჰქონდა ამ კითხვაზე : საქართველო არც აზიაა და არც ევროპა..ჩვენი უნიკალურობის გამო უბრალიდ ქსრთველები ვართო.. წარმატებები პატარებო, თქვენს მასწავლებელთან ერთად.!
მეტი

დებატები

May 7, 2022 Uncategorized  No comments

უნდა დათმოს თუ არა საქართველომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ნატოში გაწევრიანების ფასად?
ამ თემაზე გაიმართა დებატები მეცხრე კლასში
( ისტორიის პედაგოგი ქეთევან ზარნაძე)
ორი ჯგუფი ( ლიდერები – საბა კვახაჯელიძე და ნიკა გურული) საკუთარ პოზიციას იცავდა არგუმენტირებული მსჯელობით.
მოდებატეები წესების სრული დაცვით პაექრობდნენ და ცდილობდნენ, საკუთარი პოზიციის ჭეშმარიტებაში დაერწმუნებინათ მოწინააღმდეგე მხარე
დებატები კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. მეცხრეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” ამ გზაზე პირველი სერიოზული ნაბიჯები უკვე გადადგეს. ….წარმატებებს ვუსურვებთ მათაც და ახალგაზრდა პედაგოგს – ქეთევან ზარნაძეს!
მეტი

“როგორ ვიცნობთ ავსტრალიასა და ოკეანეთის ქვეყნებს”

May 7, 2022 Uncategorized  No comments

ამ თემაზე ჩატარდა დღეს შემაჯამებელი მეცადინეობა მე- 7 კლასელ ” მზეკაბანელებთან” გეოგრაფიაში. ( პედაგოგი ნორა ჩუბინიძე)
მოსწავლეებმა დეტალურად წარმოადგინეს ავსტრალია და ოკეანეთის ქვეყნები აბსოლუტურად ყველა პარამეტრში. მათ ძალიან ბევრი უშრომიათ, მოუძევიათ დამატებითი ლიტერატურა, ამიტომ თითოეული მათგანის პრეზენტაცია სასიამოვნოც იყო და საინტერესოც მოსასმენად.
პატარებმა შესანიშნავად გაართვეს თავი საკმაოდ დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლას და მოძღვრისგან მაღალი შეფასებებიც დაიმსახურეს.
ყოველი გამომსვლელი ისე დამაჯერებლად საუბრობდა, თითქოს ახალი დაბრუნებული იყო ავსტრალიიდან ან ოკეანეთის ქვეყნებიდან.
წარმატებები ნორა მასწავლებელო, თქვენს შეგირდებთან ერთად!
მეტი

ქართულის გაკვეთილი პირველ კლასში

April 20, 2022 Uncategorized  No comments

” საგნის კვირეულის ” ფარგლებში, მშობელთა ჩართულობით,დღეს ქართულის გაკვეთილი ჩატარდა პირველ კლასში. მოსწავლეები საგულდაგულოდ მომზადებულან ამ აქტივობისთვის, თუმცა არც მშობლები ჩამორჩებოდნენ მათ აქტიურობით : ჯერ საწერი დავალება შეასრულეს ერთად, ხოლო შემდეგ დედიკოებმა მთხობელის როლი მოირგეს და პატარებს მათთვის საყვარელი ზღაპრები გაახსენეს.
ლამაზმა გარემომ, მხიარულმა მუსიკამ და შესაბამისმა ვიდეორგოლებმა ნამდვილად შექმნა ზღაპრული განწყობა.
ბოლოს პატარებმა ” “ჯადოსნურ ნატვრისთვალს ” სურვილები ჩაუთქვეს: ” მალე დასრულდეს ომი უკრაინაში”; ” დედამიწა დატოვოს კოვიდმა”; ” დედიკო იყოს ყოველთვის კარგად!”; ” კარგი ექიმი გავხდე, რომ ყველა ბავშვს ვუმკურნალო”; ” მქონდეს საკუთარი მაღაზია” კარგად ვისწავლო, რომ დედა იყოს ბედნიერი”….. ვუსურვოთ პატარებს ნატვრის ახდენა!!!!
მეტი

პროექტი ” მოაზროვნე”

April 20, 2022 Uncategorized  No comments

პროექტი ” მოაზროვნე” მეშვიდეკლასელ ” მზეკაბანელებთან” მშობლების ჩართულობით
დღეს ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ამავდროულად, სახალისო აქტივობა ჰქონდათ მეშვიდეკლასელებს მშობლების ჩართულობით ( კლასის ხელმძღვანელი ხათუნა კლდიაშვილი)
კონკურსი სამ ეტაპად წარიმართა: პირველ ტურში ერთმანეთს მშობლებისა და შვილების 11 წყვილი დაუპირისპირდა. მათ სხვადასხვა სფეროდან 8 კითხვას უპასუხეს.ყველაზე მეტი ქულა ( 6 ) დააგროვა ლიკა გურულისა და მაია გოგბერაშვილის წყვილმა .
რამდენიმე მშობელმა ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხა პროექტში მონაწილეობა, მაგრამ მათმა ყოჩაღმა შვილებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს შესაძლებლობები. ლაშა( არაბიძე) , ლუკა ( ნამგალაძე) , ანასტასია ( ქოჩიაშვილი) ტოლს არ უდებდნენ თანატოლებს! მადლობა მათ!
მეორე ეტაპზე მშობელთა ორი გუნდი – ” ანარეკლი” და ” აკორდი ” მონაწილეობდა…..”აკორდის” წევრები უფრო ყოჩაღები აღმოჩნდნენ და შესაბამისად, გამარჯვება მათ მოიპოვეს.
ბოლო ტურში კი მხოლოდ მოსწავლეები ასპარეზობდნენ იმავე სახელწოდების ორ გუნდში.
9 შეკითხვა უნდა დაეძლიათ… ლოგიკურ აზროვნებას რომ მოითხოვს, ისეთი შეკითხვები გახლდათ შერჩეული….. პაექრობა დაძაბულად წარიმართა…კონკურსის ბედი ბოლო აქტივობამ – ” შეავსე კროსვორდი “-
– გადაწყვიტა. უფრო სწრაფები აღმოჩნდნენ გუნდის “აკორდის” წევრები და ერთქულიანი სხვაობით გამარჯვებაც მოიპოვეს.
პროექტის ხელმძღვანელს ყველაფერზე უზრუნია…გარემო იყო სასიამოვნო, განწყობა – ამაღლებული.
ჟიური ითვლიდა კონკურსის ყველა მონაწილის მიერ აღებულ ქულას….მათ პროექტის საუკეთესო მონაწილედ დაასახელეს ლაშა არაბიძე და მას გადასცეს შესაბამისი დიპლომი.
” საუკეთესო წყვილიც” ( დედა-შვილი ლიკა გურული და მაია გოგბერაშვილი) დაჯილდოვდა დიპლომით
მადლობა პროექტის ორგანიზატორს ქალბატონ ხათუნა კლდიაშვილს სასიამოვნო დღის ჩუქებისთვის!
წარმატებები მასაც და მის შეგირდებსაც!
მადლობა მშობლებს აქტიურობისათვის!
მეტი

სახალისო აქტივობა

April 20, 2022 Uncategorized  No comments

სახალისო აქტივობა ინგლისურში პირველი და მეორეკლასელი
” მზეკაბანელებისათვის”
პატარებმა ციფრები და ფერები ინგლისურ ენაზედაც იციან. ” ვინ უფრო სწრაფად და სწორად” – ასეთი გახლდათ აქტივობის პირობა… მასწავლებელს ( ნანა სვანიძე ) საკმაოდ ბევრი უშრომია რესურსების დამზადებაზე.მოსწავლეებმა შესანიშნავი ცოდნა გამოავლინეს და იხალისეს კიდეც..
მეტი

ფარნავაზიდან იაკობამდე

April 20, 2022 Uncategorized  No comments

ასეთი გახლდათ ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც საბავშვო ბიბლიოთეკის დარბაზში დღეს წარმოადგინეს მესამეკლასელმა ” მზეკაბანელებმა.
პატარებმა ქართული ანბანის ისტორია ლამაზად გადმოგვცეს, ლექსები მიუძღვნეს დედაენას, არც სიმღერები დავიწყებიათ. ( პედაგოგი გულთამზე კუბლაშვილი)
ღონისძიების მონაწილეებმა ვიდეორგოლიც ნახეს, 14 აპრილის ისტორიის შესახებ.
აქტივობაში მეორეკლასელებიც ჩაერთნენ. მათ მხატვრულად წაკითხული ლექსებით გაალამაზეს საღამო.
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება!
მეტი

” უძველეს ხელნაწერთა კვალდაკვალ”

April 20, 2022 Uncategorized  No comments

პროექტის – ” უძველეს ხელნაწერთა კვალდაკვალ” – შეჯამება მერვე კლასში ( პედაგოგი მაია გოგბერაშვილი).დედაენის დღეს მიუძღვნეს მერვეკლასელმა “მზეკაბანელებმა” ზემოაღნიშნული პროექტის შემაჯამებელი გაკვეთილი.
მიზანი გახლდათ სამი შატბერდული ხელნაწერის “თავგადასავლის” შესახებ ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია. მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს საუკუნეების განმავლობაში საწერი მასალის ცვლილების შესახებ ინფორმაცია; ძალიან საინტერესო გახლდათ მათივე ხელით დამზადებული წიგნები და დაძველების ეფექტით შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც საკლასო ოთახში გახლდათ გამოფენილი.
გარემო იყო საოცარი……აშკარად იგრძნობოდა პედაგოგის შემოქმედებითობა და კრეატიულობა. ნამდვილად მოიხიბლებოდით მრავალფეროვანი სასწავლო რესურსით.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ძველი ლიტერატურული ძეგლების გადამწერის იმიტირებული ოთახი, სადაც შეგეძლოთ ფრთითა და მელნით ჩანაწერის გაკეთება.
ბედნიერებაა, როცა ბავშვებს ასეთი მოტივირებული, დაუღალავი, თავისი საქმის პროფესიონალი მოძღვარი ჰყავთ! წარმატებები ქალბატო მაიასა და მის შეგირდებს!
მეტი

დაუვიწყარი დღე “მზეკაბანელი”პირველკლასელებისთვის

April 20, 2022 Uncategorized  No comments

წლევანდელი 14 აპრილი არასდროს დაავიწყდებათ პატარებს. დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სკოლას ესტუმრნენ : ქალაქის მერი – ბატონი ლაშა გოგიაშვილი; რესურსცენტრის უფროსი – ქალბატონი ქეთევან შეყრილაძე; მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი – გურამ თურქაძე.
მათ დედაენის დღე მიულოცეს პატარებს და საჩუქრად გადასცეს წიგნები.
პირველკლასელებმა გულთამზე მასწავლებელთან ერთად დედაენაზე სიმღერა შეასრულეს და ამგვარად მოიწონეს თავი სტუმრების წინაშე.
…..მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა.
პატარები ესწრებოდნენ მერვეკლასელთა პროექტის – ” უძველეს ხელნაწერთა კვალდაკვალ” – შეჯამებას. პედაგოგ მაია გოგბერაშვილს მათთვის ძველი ლიტერატურული ძეგლების გადამწერის იმიტირებული სამუშაო ოთახი ჰქონდა მოწყობილი. ბავშვებმა მელნითა და ფრთით “აი ია”- დაწერეს.
მადლობა ქალაქის მერიასა და მაია მასწავლებელს ასეთი სიურპრიზისათვის!
მეტი

“დაუსწრებელი მოგზაურობა აზიის ქვეყნებში”

April 13, 2022 Uncategorized  No comments

ასეთი გახლდათ თემა პრეზენტაციისა, რომელიც მეათეკლასელმა “მზეკაბანელებმა” წარმოადგინეს გეოგრაფიის შემაჯამებელ მეცადინეობაზე ( პედაგოგი ნორა ჩუბინიძე)
შესწავლილი იყო შემდეგი ქვეყნები : იაპონია, ინდოეთი, თურქეთი, ჩინეთი. ამიტომ სწორედ ამ სახელმწიფოებში “ვიმოგზაურეთ” პრეზენტატორებთან ერთად… დამატებით არჩეული ჰქონდათ ყატარი ( ალბათ, მისი უნივერსალურობიდან გამომდინარე)თითო ქვეყანა წარმოადგინა ორმა მოსწავლემ. პრეზენტაციისას ყველა პარამეტრზე იყო გამახვილებული ყურადღება, განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო გახლდათ ტურისტული ობიექტების დათვალიერება.
მეათეკლასელებიდან გასაკვირი არაფერია, მაგრამ დღეს თითოელმა საკუთარ თავსაც გადააჭარბა.
მარი პერანიძესა და ნინი მაჭარაშვილთან ერთად ” მოვიარეთ” იაპონია;
გვანცა ქარქაშაძემ და ანა კუბლაშვილმა ინდოეთის ღირსშესანიშნაობებს გვაზიარეს;
ლიზი ნეფარიძემ და მარიამ მაკარიძემ თურქეთში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები გაგვაცნეს;
მარიამ გეწაძემ და საბა ცერცვაძემ თითქმის მთელი ჩინეთი ” მოგვატარეს”.
ვახო პატარიძესა და ამიკო მაკარიძეს სამოგზაუროდ ყატარი აურჩევიათ.
ეს იყო საოცარი 2 საათი…ნამდვილი თეატრალური სანახაობა, უდიდეს სიამოვნებას რომ მიანიჭებდა აუდიტორიაში მყოფ ყველა სტუმარს. დახვეწილი ქართული და მოხდენილი იუმორი კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებდა თითოეული პრეზენტატორის გამოსვლას.
მადლობა ნორა მასწავლებელსა და დაუღალავ მეათეკლასელებს! გვჯერა, რომ წინ უფრო საინტერესო დღეები გველოდება!
მეტი