Category Uncategorized

საგანთა კვირეული

April 5, 2022 Uncategorized  No comments

“მზეკაბანში” საგანთა კვირეული დაიწყო, პირველი აქტივობა გახლდათ დისკუსია მეათე კლასში. ( ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა წერეთელი)
საზოგადოების კეთილშობილებაცა და მანკიერებაც აღზრდას ეფუძნება. სწორედ, აღზრდის პრინციპების სწორად შერჩევა და მათი შემოქმედებითად მართვაა უამრავი ადამიანური ღირებულებების ქვაკუთხედი.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი არგუმენტების მოშველიებით იმსჯელეს აღნიშნული გლობალური პრობლემის შესახებ. მათ ღრმად გააანალიზეს უძველესი ცივილიზაციების აღზრდის პრინციპები და მათი შედეგები. თავიანთი ნააზრევის დასასაბუთებლად მოიხმეს სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე-სიცრუისა” და შეაფასეს ლეონის ხედვა აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით. გამოიყენეს ქართველ პოეტთა და მსოფლიო მოაზროვნეთა გამონათქვამები. დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები და დირექციის წარმომადგენელი, რომლებმაც გამოთქვეს ძალზე საინტერესო მოსაზრებები. დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობამ აღზრდის მკაცრ მეთოდზე წინ ლოიალური მეთოდი დააყენა.
მეტი

გილოცავთ!!!

April 5, 2022 Uncategorized  No comments

საერთაშორისო მათემატიკური კონკურსი “კენგურუ” ათწლეულებია ძალიან პოპულარულია საქართველოში. მასში სწრაფად და ლოგიკურად მოაზროვნე სასკოლო ასაკის ბავშვები მონაწილეობენ ( II- XII კლასებიდან)
სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა “კენგურუს” მორიგი ტური. მასში “მზეკაბანელი” მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. მაღალი ქულები დაიმსახურეს და შესაბამის კლასში საპრიზო ადგილები დაიკავეს : 1. ანდრია ჭოლაძემ ( II კლასი … II ადგილი) 2. ნიკოლოზ აბჟანდაძემ ( VI კლასი … III ადგილი) 3. საბა კვახაჯელიძემ ( IX კლასი… II ადგილი)
ვულოცავთ მათაც და პედაგოგებს- ინგა გაბრიჭიძეს, ხათუნა კლდიაშვილსა და ნინო სოფრომაძეს!
წარმატებები მომავალში!
მეტი

საქართველოში ფიზიკის სწავლების ისტორია და მსოფლიოს გამოჩენილი ფიზიკოსები

April 5, 2022 Uncategorized  No comments

ასეთი გახლდათ თემა, რომლის პრეზენტაცია გააკეთეს მეათეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” ფიზიკის გაკვეთილზე.
( პედაგოგი მედეა მიქავა)
მოსწავლეებმა სლაიდშოუს თანხლებით ძალზე საინტერესოდ ისაუბრეს მსოფლიოს გამოჩენილ ფიზიკოსებზე, მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებსა და მეცნიერულ მიღწევებზე.
სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს შეიცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება ისეთი საგნების მიმართ, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე არაა ” პრიორიტეტული” , მაგრამ როცა პედაგოგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი საგნის მიმართ მოსწავლეებმა ინტერესი არ დაკარგონ, ის აუცილებლად აღწევს მიზანს და დღევანდელი ფიზიკის გაკვეთილიც ამისი ნათელი დადასტურებაა.
განსაკუთრებით ბევრი უშრომიათ ნინი მაჭარაშვილსა და მარიამ პერანიძეს, რომლებმაც საკმაოდ ვრცელი და საინტერესო მასალა წარუდგინეს აუდიტორიას. მათ დაამზადეს წიგნი და აგრეთვე პლაკატი – ” ფიზიკის გამოჩენილი ფიზიკოსები”… ეს ყველაფერი ხელოვნების ნამდვილი ნიმუში გახლდათ. მადლობა პედაგოგსა და მთელ კლასს !
მეტი

მშვიდობა სამყაროს!

April 5, 2022 Uncategorized  No comments

ამ თემას მიეძღვნა “მზეკაბანში გამოფენა. მონაწილეობდნენ III- XII კლასის მოსწავლეები.
ცხადია, პატარები შეწუხებულნი არიან უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელი, დამანგრეველი ომის გამო დათავიანთი განცდები მათ შესანიშნავად გამოხატეს პლაკატებში.
მეტი

“უკვე დადგა გაზაფხული…ზამთარს წასვლა ეძნელება”

April 5, 2022 Uncategorized  No comments

მეორეკლასელმა “მზეკაბანელებმა” (ხელმძღვანელი ანა სახელაშვილი) ტურფა გაზაფხულს ძალიან ლამაზი საღამო მიუძღვნეს. საკლასო ოთახში ისეთი სასიამოვნო გარემო იყო შექმნილი, ვერც კი იფიქრებდით , რომ გარეთ სუსხიანი ქარი ქროდა.
თუმცა სასიამოვნო მუსიკალური ჰანგები მის ზუზუნს ფარავდა. ( მადლობა გულთამზე მასწავლებელს)
გაზაფხული ხომ სიცოცხლის განახლებისა და ფერადოვნების დღესასწაულია! ვისურვოთ, რომ სამყაროც ასეთივე ფერადი და მშვენიერი იყოს ყოველთვის, როგორც გაზაფხულია!
მეტი

“შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილია”

April 5, 2022 Uncategorized  No comments

დედის დღესა და გაზაფხულის დღესასწაულებს მიუძღვნეს მესამეკლასელმა “მზეკაბანელებმა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო. ძალიან ბევრი ლამაზი ლექსი და თბილი სიტყვა მიუძღვნეს პატარებმა საკუთარ დედიკოებს… ღონისძიებაზე უკრაინის ომით გამოწვეული ტკივილიც იგრძნობოდა… მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შესრულებული ნახატები, რომლებითაც განსაცდელში მყოფი თანატოლებისადმი გამოხატეს თანადგომა… გამამხნევებელი წერილებიც დაუწერიათ…
ვისურვოთ, რომ სამყაროში ამიერიდან არც ერთმა პატარამ არ ნახოს, რა არის ომი…
გასაოცარია, მაგრამ კლასში ყველა კარგად მღერის და ეს უდაოდ ქალბატონ გულთამზე კუბლაშვილის დამსახურებაა…
საღამო შემეცნებით ხასიათსაც ატარებდა. ბავშვებმა მშობლებთან ერთად შეასრულეს რამდენიმე საინტერესო აქტივობა და გვაგრძნობინეს, რომ ცხოვრება მშვენიერია… არავის აქვს უფლება, პატარებს წაართვას ყველაზე ძვირფასი რამ- მშვიდობა!
არა ომს! არა სისხლისღვრას!
მხოლოდ მშვიდობის მტრედებმა იფრინონ უღრუბლო ცაზე!
მეტი

” დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო”

March 5, 2022 Uncategorized  No comments

ჩვეული ფერადოვნებითა და სილამაზით,სამეჯლისო და სადღესასწაულო განწყობით სამყაროში ვეღარ შემობრძანდა კოპწია გაზაფხული. ეს ყველაფერს დაეტყო ჩვენს ქვეყანაშიც. მაგრამ რადგან დედა სიცოცხლისა და განახლების საწყისია, “მზეკაბანელმა” პატარებმა საკუთარ დედებს მოკრძალებულად მაინც მიულოცეს ეს დღესასწაული.
3 და 4 მარტს I და IV კლასებში . ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა- ” დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო”, რომელიც უკრაინელთა სოლიდარობის ნიშნად, წუთიერი დუმილითა და უკრაინის ჰიმნით დაიწყო.
დანარჩენს ფოტომასალა უკეთ გეტყვით
მეტი

” ზღაპრების სამყაროში”

March 5, 2022 Uncategorized  No comments

პროექტი ” ზღაპრების სამყაროში” მეოთხეკლასელ ” მზეკაბანელებთან”.
მხატვრული ტექსტის ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარების განვითარება ლიტერატურის მასწავლებლის უმთავრესი გამოწვევაა. ამაზე პედაგოგი სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა ზრუნავდეს. ამიტომ მეოთხე კლასში განხორციელებული პროექტის – ” ზღაპრების სამყაროში” – მიზანი იყო მოსწავლეთათვის მხატვრული ტექსტის სტილის წერის სწავლება.
პატარა მეზღაპრეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ პროექტს, რომლის პრეზენტაცია გაიმართა დღეს სკოლის საკონფერენციო დარბაზში.
მოსწავლეებმა იციან, რომ მხატვრულ ტექსტს აქვს შესავალი, იკვრება კვანძი, ხდება მოქმედების განვითარება, რომელიც აღწევს კულმინაციას, იხსნება კვანძი( სადაც ნათელი ეფინება ინტრიგას, რომელიც კვანძის შეკვრისას ჩაიდო) , და ბოლოს თხზულების ფინალია.
პატარების გამოგონებული ამბები ( ზღაპრები)განსაკუთრებული იყო სიუჟეტითაც, ლექსიკური მარაგითაც, შინაგანი ენერგიითა და ენობრივი საშუალებებით.
პატარებს თავიანთი ზღაპრების ვიზუალურ მხარეზეც უზრუნიათ, ზოგს წიგნის ფორმა მიუცია ნაშრომისათვის და ილუსტრაციებით გაულამაზებია, ზოგიერთმა ზღაპარი დიდ პლაკატზე წარმოადგინა, საკუთარი ნახატებითა თუ ფოტომასალით გაამდიდრა.
პროექტში ჩართული იყვნენ მშობლებიც, რაც ამ კლასისათვის არაა უცხო.
პატარებმა საკმაოდ ფართო აუდიტორიის წინაშე შესანიშნავად გაართვეს თავი პრეზენტაციას. მხოლოდ ნიკოლოზ ხოშტარია ჩაერთო დისტანციურად, რომელიც რამდენიმე დღეა იზოლაციაშია.
მოსწავლეებს ამ დღის სამახსოვროდ სკოლის დირექციისაგან გადაეცათ სერტიფიკატები.
მეტი

,,კაქტუსზე დარდი”

March 5, 2022 Uncategorized  No comments

,,კაქტუსზე დარდი კომპიუტერის მცხუნვარე მზის ქვეშ.
ციცქნა ეკლებით რომ ირქინება, რადგანაც თავისი უდაბნო ენატრება” ,,ცენტრის”კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კლუბის(კოორდინატორი-შორენა მგელაძე) პატარებმა,კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 2007”-ის ძალიან ყოჩაღმა მესამეკლასელებმა სადისკუსიო თემა: ,,კაქტუსი კომპიუტერთან” ხალისით აითვისეს და პედაგოგის შორენა მგელაძე-ის მიერ შეთავაზებული დავალება თავიანთი მოსაზრებებით აქტივობის ბარათებზე საინტერესოდ წარმოადგინეს.🌼მზეკაბანი-2007🌼
აღნიშნული თემა აქტივობების ციკლიდან ამჯერად მოსაზრებული იყო ,,ცენტრის”ყველაზე პატარა ეკო💚კლუბელის-ლილე კუბლაშვილის მიერ. თემატიკის ათვისება გრძელდება სხვა ჯგუფებთანაც მეცადინეობების სერიით-,,სტუმრად ეკო კლუბში”-ეკოლოგია დაწყებითი კლასელებისათვის.
მეტი

” მზეკაბანის” კურსდამთავრებულები ” მზეკაბანისათვის”

March 5, 2022 Uncategorized  No comments

პროექტის ფარგლებში სკოლას ესტუმრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტი – ლანა ჭანტურიძე, რომელიც სრული დაფინანსებით სწავლობს უნივერსიტეტში და ამავდროულად სტიპენდიანტია.
ლანა შეხვდა საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ( მე- 9, მე- 10, მე-11 და მე- 12 კლასელებს) წარმოადგინა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია და აუდიტორიას მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნა, რა არის მენეჯმენტი.
მან ასევე ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებზეც სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა.
EMOTE არის ვებსაიტი, რომელიც აკავშირებს ფსიქოლოგიური დახმარების მსურველ ადამიანებსა და ფსიქოლოგებს.
Voice of KIU წარმოადგენს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური ცხოვრების, შეღავათებისა და მიზეზების შესახებ ინფორმაციულობის გაზრდას.
SMARTERY – უსაფრთხო მიტანის სერვისი რობოტის საშუალებით.
ესაა პროექტების ჩამონათვალი, რომელებზედაც ლანა თავის მეგობრებთან ერთად მუშაობდა.
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო კითხვებით მიმართეს სტუმარს და მიიღეს დამაკმაყოფილებელი პასუხები.
შეხვედრის ბოლოს სტუმარს სკოლის დირექციისაგან გადაეცა სამახსოვრო სერტიფიკატი
” წარმატებული ” მზეკაბანელი” “.
პროექტი გრძელდება…..კიდევ ბევრ წარმატებულ ” მზეკაბანელს ” გაგაცნობთ.
მეტი