Category Uncategorized

“უკვე დადგა გაზაფხული…ზამთარს წასვლა ეძნელება”

April 5, 2022 Uncategorized  No comments

მეორეკლასელმა “მზეკაბანელებმა” (ხელმძღვანელი ანა სახელაშვილი) ტურფა გაზაფხულს ძალიან ლამაზი საღამო მიუძღვნეს. საკლასო ოთახში ისეთი სასიამოვნო გარემო იყო შექმნილი, ვერც კი იფიქრებდით , რომ გარეთ სუსხიანი ქარი ქროდა.
თუმცა სასიამოვნო მუსიკალური ჰანგები მის ზუზუნს ფარავდა. ( მადლობა გულთამზე მასწავლებელს)
გაზაფხული ხომ სიცოცხლის განახლებისა და ფერადოვნების დღესასწაულია! ვისურვოთ, რომ სამყაროც ასეთივე ფერადი და მშვენიერი იყოს ყოველთვის, როგორც გაზაფხულია!
მეტი

“შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილია”

April 5, 2022 Uncategorized  No comments

დედის დღესა და გაზაფხულის დღესასწაულებს მიუძღვნეს მესამეკლასელმა “მზეკაბანელებმა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო. ძალიან ბევრი ლამაზი ლექსი და თბილი სიტყვა მიუძღვნეს პატარებმა საკუთარ დედიკოებს… ღონისძიებაზე უკრაინის ომით გამოწვეული ტკივილიც იგრძნობოდა… მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შესრულებული ნახატები, რომლებითაც განსაცდელში მყოფი თანატოლებისადმი გამოხატეს თანადგომა… გამამხნევებელი წერილებიც დაუწერიათ…
ვისურვოთ, რომ სამყაროში ამიერიდან არც ერთმა პატარამ არ ნახოს, რა არის ომი…
გასაოცარია, მაგრამ კლასში ყველა კარგად მღერის და ეს უდაოდ ქალბატონ გულთამზე კუბლაშვილის დამსახურებაა…
საღამო შემეცნებით ხასიათსაც ატარებდა. ბავშვებმა მშობლებთან ერთად შეასრულეს რამდენიმე საინტერესო აქტივობა და გვაგრძნობინეს, რომ ცხოვრება მშვენიერია… არავის აქვს უფლება, პატარებს წაართვას ყველაზე ძვირფასი რამ- მშვიდობა!
არა ომს! არა სისხლისღვრას!
მხოლოდ მშვიდობის მტრედებმა იფრინონ უღრუბლო ცაზე!
მეტი

” დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო”

March 5, 2022 Uncategorized  No comments

ჩვეული ფერადოვნებითა და სილამაზით,სამეჯლისო და სადღესასწაულო განწყობით სამყაროში ვეღარ შემობრძანდა კოპწია გაზაფხული. ეს ყველაფერს დაეტყო ჩვენს ქვეყანაშიც. მაგრამ რადგან დედა სიცოცხლისა და განახლების საწყისია, “მზეკაბანელმა” პატარებმა საკუთარ დედებს მოკრძალებულად მაინც მიულოცეს ეს დღესასწაული.
3 და 4 მარტს I და IV კლასებში . ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა- ” დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო”, რომელიც უკრაინელთა სოლიდარობის ნიშნად, წუთიერი დუმილითა და უკრაინის ჰიმნით დაიწყო.
დანარჩენს ფოტომასალა უკეთ გეტყვით
მეტი

” ზღაპრების სამყაროში”

March 5, 2022 Uncategorized  No comments

პროექტი ” ზღაპრების სამყაროში” მეოთხეკლასელ ” მზეკაბანელებთან”.
მხატვრული ტექსტის ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარების განვითარება ლიტერატურის მასწავლებლის უმთავრესი გამოწვევაა. ამაზე პედაგოგი სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა ზრუნავდეს. ამიტომ მეოთხე კლასში განხორციელებული პროექტის – ” ზღაპრების სამყაროში” – მიზანი იყო მოსწავლეთათვის მხატვრული ტექსტის სტილის წერის სწავლება.
პატარა მეზღაპრეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ პროექტს, რომლის პრეზენტაცია გაიმართა დღეს სკოლის საკონფერენციო დარბაზში.
მოსწავლეებმა იციან, რომ მხატვრულ ტექსტს აქვს შესავალი, იკვრება კვანძი, ხდება მოქმედების განვითარება, რომელიც აღწევს კულმინაციას, იხსნება კვანძი( სადაც ნათელი ეფინება ინტრიგას, რომელიც კვანძის შეკვრისას ჩაიდო) , და ბოლოს თხზულების ფინალია.
პატარების გამოგონებული ამბები ( ზღაპრები)განსაკუთრებული იყო სიუჟეტითაც, ლექსიკური მარაგითაც, შინაგანი ენერგიითა და ენობრივი საშუალებებით.
პატარებს თავიანთი ზღაპრების ვიზუალურ მხარეზეც უზრუნიათ, ზოგს წიგნის ფორმა მიუცია ნაშრომისათვის და ილუსტრაციებით გაულამაზებია, ზოგიერთმა ზღაპარი დიდ პლაკატზე წარმოადგინა, საკუთარი ნახატებითა თუ ფოტომასალით გაამდიდრა.
პროექტში ჩართული იყვნენ მშობლებიც, რაც ამ კლასისათვის არაა უცხო.
პატარებმა საკმაოდ ფართო აუდიტორიის წინაშე შესანიშნავად გაართვეს თავი პრეზენტაციას. მხოლოდ ნიკოლოზ ხოშტარია ჩაერთო დისტანციურად, რომელიც რამდენიმე დღეა იზოლაციაშია.
მოსწავლეებს ამ დღის სამახსოვროდ სკოლის დირექციისაგან გადაეცათ სერტიფიკატები.
მეტი

,,კაქტუსზე დარდი”

March 5, 2022 Uncategorized  No comments

,,კაქტუსზე დარდი კომპიუტერის მცხუნვარე მზის ქვეშ.
ციცქნა ეკლებით რომ ირქინება, რადგანაც თავისი უდაბნო ენატრება” ,,ცენტრის”კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კლუბის(კოორდინატორი-შორენა მგელაძე) პატარებმა,კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 2007”-ის ძალიან ყოჩაღმა მესამეკლასელებმა სადისკუსიო თემა: ,,კაქტუსი კომპიუტერთან” ხალისით აითვისეს და პედაგოგის შორენა მგელაძე-ის მიერ შეთავაზებული დავალება თავიანთი მოსაზრებებით აქტივობის ბარათებზე საინტერესოდ წარმოადგინეს.🌼მზეკაბანი-2007🌼
აღნიშნული თემა აქტივობების ციკლიდან ამჯერად მოსაზრებული იყო ,,ცენტრის”ყველაზე პატარა ეკო💚კლუბელის-ლილე კუბლაშვილის მიერ. თემატიკის ათვისება გრძელდება სხვა ჯგუფებთანაც მეცადინეობების სერიით-,,სტუმრად ეკო კლუბში”-ეკოლოგია დაწყებითი კლასელებისათვის.
მეტი

” მზეკაბანის” კურსდამთავრებულები ” მზეკაბანისათვის”

March 5, 2022 Uncategorized  No comments

პროექტის ფარგლებში სკოლას ესტუმრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტი – ლანა ჭანტურიძე, რომელიც სრული დაფინანსებით სწავლობს უნივერსიტეტში და ამავდროულად სტიპენდიანტია.
ლანა შეხვდა საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ( მე- 9, მე- 10, მე-11 და მე- 12 კლასელებს) წარმოადგინა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია და აუდიტორიას მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნა, რა არის მენეჯმენტი.
მან ასევე ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებზეც სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა.
EMOTE არის ვებსაიტი, რომელიც აკავშირებს ფსიქოლოგიური დახმარების მსურველ ადამიანებსა და ფსიქოლოგებს.
Voice of KIU წარმოადგენს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური ცხოვრების, შეღავათებისა და მიზეზების შესახებ ინფორმაციულობის გაზრდას.
SMARTERY – უსაფრთხო მიტანის სერვისი რობოტის საშუალებით.
ესაა პროექტების ჩამონათვალი, რომელებზედაც ლანა თავის მეგობრებთან ერთად მუშაობდა.
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო კითხვებით მიმართეს სტუმარს და მიიღეს დამაკმაყოფილებელი პასუხები.
შეხვედრის ბოლოს სტუმარს სკოლის დირექციისაგან გადაეცა სამახსოვრო სერტიფიკატი
” წარმატებული ” მზეკაბანელი” “.
პროექტი გრძელდება…..კიდევ ბევრ წარმატებულ ” მზეკაბანელს ” გაგაცნობთ.
მეტი

” მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები ” მზეკაბანისათვის”

March 5, 2022 Uncategorized  No comments

სკოლას პროექტის ფარგლებში ეწვია 2011- 2012 სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებული – მარეხ ნიკოლაძე. შეხვედრა გაიმართა უფროსკლასელ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან რეგულაციების დაცვით.
გვსურს, საზოგადოებამ უფრო მეტი იცოდეს მისი წარმატებების შესახებ, ამიტომაც გთავაზობთ იმ გზას, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში გაიარა კარიერული წინსვლისას.
უცვლელად გთავაზობთ ამონარიდს მისი ბიოგრაფიიდან: “სკოლის დამთავრების შემდეგ, მაქვს ბედნიერება მერქვას „მზეკაბანელი“, ეს ჩემთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანი სტატუსია. 2012 წელს ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამაზე. ბაკალავრის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ჩავირიცხე ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე. 2018 წელს დავიცავი სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „ევროინტეგრაციის თანამედროვე დისკურსის კულტუროლოგიური ასპექტები“. 2018 წელსვე მოვიპოვე ინგლისური ენის უფროსი მასწავლებლის სტატუსი. 2020-2021 წლებში გავიარე იუნისეფ საქართველოს მიერ მომზადებული პროგრამა და მომენიჭა ბავშვის უფლებების სპეციალისტის სტატუსი. 2021 წელს ჩავაბარე ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე განათლების მეცნიერებები, რომელიც ხორციელდება საქართველოს ოთხი უნივერისტეტის ბაზაზე (ATSU, TSU, BSU, TeSaU). ჩემი სადისერტაციო ნაშრომის მომზადებაში თანახელმძღვანელობას მიწევს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი დოქტორი ღასან ხალილი.
2017 წლიდან ვმუშაობ ჩემ „დედა“ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტად. ჩართული ვარ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და აკრედიტაციის პროცესებში. 2018 წლიდან დავიწყე სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობა: საზოგადოებასთან ურთიერთობა, ინკლუზიური განათლება, კვლევა და კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგია, კლასის მართვა და ეფექტური კომუნიკაცია, ბავშვთა უფლებები და ინგლისური ენა. 2020 წლიდან ჩართული ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაში – „აღმზრდელი“ მოდულების განმახორციელებლად. 2020 წლიდან გავხდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი – „ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი“ და „აღმზრდელი“. 2020 წლიდან ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ბავშვის უფლებები ცენტრის სპეცილისტი. 2017 წლიან ჩართული ვარ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემქნილ პროექტში – ქართული ენის დისტანციური სწვალება – როგორც ქართული ენის მასწავლებელი. 2020 წლიდან, კი ზრდასრულთა განათლების ტრენერად. ამჟამად ვმონაწილეობ ერაზმუს+ პროგრამის განხორციელებაში: ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ინკლუზიისათვის, რომლის ფარგლებშიც ვიმუშავე სტუდენტებისათვის საკითხავი მასალის თარგმანასა და შედგენაზე, დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდოლოგიის მიმართულებით ვარ სამუშაო ქვეჯგუფის კოორდინატორი. 2021 წელს „ბავშვის უფლებების ცენტრის“ ეგიდით, ჩემი თანაავტორობით გამოიცა ბავშვის უფლებების ბროშურა. 2019 წლიდან ვმონაწილეობ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. 2021 წელს საქართველოში ჩატარდა ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკური ოლიმპიადა, რომელსაც უმასპინძლა ქუთაისმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ვიყავი საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ჩემი კარიერული წინსვლის გზაზე ვცდილობ არასოდეს დავივიწყო ის ადამიანები, ვინ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს პიროვნებად ფორმირებაში.”
სტუმრისთვის გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა ქართულის პედაგოგის – ქალბატონ მანანა წერეთლის სიურპრიზი……2012 წლის მაისში ბანკეტზე საჩუქრად გადასაცემი ტრადიციული ” ბოლო ზარი” , რომელიც აბსოლუტურად ყველა კურსდამთავრებულს აქვს მანანა მასწავლებლის მისადმი მიძღვნილი ლექსებით…. ბუნებაში შემთხვევით არაფერი ხდება და10 წლის შემდეგ ზარმა პატრონს ” მიაგნო”!
” მზეკაბანი” სამართლიანად ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით! სულ მალე კიდევ გაგაცნობთ საინტერესო სახეებს!
მეტი

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

February 14, 2022 Uncategorized  No comments

ტრადიცია გრძელდება!
” მზეკაბანი 2007 -ის” მოსწავლეები ყოველთვის დიდ წარმატებებს აღწევდნენ ხოლმე ეროვნული -სასწავლო ოლიმპიადის ყველა ეტაპზე. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა…სამი ” მზეკაბანელი” : 1. მიხეილ ჭანტურიძე ( XII კლასი ინგლისური)
2. ჯარჯი ჯამალაშვილი ( XII კლასი ინგლისური)
3. ვახო პატარიძე ( X კლასი ბიოლოგია)
რესპუბლიკის საუკეთესო შედეგების მქონე 50 მოსწავლეს შორის არიან და მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით ტურში.
ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას მოსწავლეებსაც და მათ პედაგოგებს – ქეთევან გოგიაშვილსა და თეა სამხარაძეს.
წინ რთული ტური გელოდებათ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აქაც ღირსეულ შედეგს აჩვენებთ!
მეტი

მასწავლებელთა კონფერენცია

January 24, 2022 Uncategorized  No comments

შპს ” მზეკაბანი 2007 – ის” ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისათვის. ამ მიზნით, 12 იანვარს სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 11 პედაგოგი ხუთი საგნობრივი კათედრიდან.
პროფესიული წინსვლის ფარგლებში ბევრი აქტივობა ხორციელდება სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით. დღეს ჩატარებული კონფერენციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
პანდემიამ განათლების სისტემა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. დისტანციური სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში დიდი როლი ეკისრება ურთიერთთანამშრომლობასა და ამ გზით მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.
კონფერენციაში 11 პედაგოგი მონაწილეობდა 5 საგნობრივი კათედრიდან . თემები წინასწარ გადაეგზავნა გასაცნობად სპეციალურ კომისიას, რომელიც აფასებდა გამომსვლელთა პრეზენტაციებს .
გაგაცნობთ პრეზენტატორებსა და კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებს:
1. დარეჯან ჭანტურიძე ” ელექტრონული პლატფორმების გამოყენება სასწავლო პროცესში” ( უცხო ენების კათედრა)
2. ნინო სოფრომაძე ” სივრცული ფიგურები ჩვენ ირგვლივ” ( მათემატიკისა კათედრა)
3. ხათუნა კლდიაშვილი ” მათემატიკის სწავლების მეთოდიკა დაწყებით კლასებში” (მათემატიკის კათედრა)
4. ელენე კუტივაძე ” მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში” ( საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა)
5. თეა სამხარაძე ” გამარჯობა, მე შენი სხეულის მცველი ვარ”( საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა)
6. თეა დოლაკიძე ” მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება STEM პროექტების დახმარებით”( საბინებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა)
7.ნინო გვენეტაძე ” სიტუაციური ამოცანების გამოყენება ფიზიკის გაკვეთილებზე” ( საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა)
8. ინგა გაბრიჭიძე ” პროექტებით სწავლება მათემატიკაში- პროექტი დრო და მისი გაზომვა” ( მათემატიკის კათედრა)
9. ქეთევან ზარნაძე ” დოკუმენტური ფილმის როლი სასწავლო პროცესში”( საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა)
10.ხათუნა დიდიძე ” საკლასო პროექტების ეფექტური გამოყენება სწავლა- სწავლების პროცესში” ( საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა)
11. მაია გოგბერაშვილი ” ბონოს სააზროვნო ქუდები იგავ-არაკის სწავლებისას ” ( ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა)
კონფერენციაზე წარმოდგენილი ყველა თემა გახლდათ ძალიან საინტერესო, აქტუალური, ეყრდნობოდა პირად გამოცდილებასა და პრაქტიკას.
რამდენიმე გამომსვლელმა აღიარა, რომ უფრო მეტად ღელავდა კოლეგების წინაშე, ვიდრე რესპუბლიკურ კონფერენციაში მონაწილეობის დროს.
ეს იყო მართლაც ერთ-ერთი ძალიან ლამაზი და გამორჩეული დღე ყველა მონაწილისა და დამსწრეთათვის.
რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ შეფასების კომისიის წევრები: 1. აზა მემანიშვილი ( კომისიის თავმჯდომარე)
2. ზურაბ კუტალაძე ( წამყვანი პედაგოგი.ისტორიკოსი)
3. მადონა ჭანტურიძე ( წამყვანი პედაგოგი.მათემატიკოსი)
4. ზურაბ კუპატაძე ( უფროსი მასწავლებელი.მათემატიკოსი),რადგან ყველა გამომსვლელის თემა ერთმანეთზე უკეთესი გახლდათ.
თუმცა ურთიერთშეთანხმებით მაინც მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება.
დიპლომები და ფულადი პრემია გადაეცათ : თეა დოლაკიძეს ( ფიზიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების წამყვან პედაგოგს), დარეჯან ჭანტურიძეს ( რუსული ენის წამყვან პედაგოგს), ხათუნა დიდიძეს ( ისტორიისა და სამოქალაქო განათლების უფროს მასწავლებელს) მაია გოგბერაშვილს ( ქართული ენისა ლიტერატურის უფროს მასწავლებელს) , ქეთევან ზარნაძეს ( ისტორიის უფროს მასწავლებელს)
სიგელებით, სამახსივრო ფასიანი საჩუქრებითა და შედარებით მცირე ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ: თეა სამხარაძე ( ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი) , ნინო სოფრომაძე( მათემატიკის პედაგოგი) , ხათუნა კლდიაშვილი ( მათემატიკის უფროსი მასწავლებელი) , ინგა გაბრიჭიძე ( მათემატიკის უფროსი მასწავლებელი), ნინო გვენეტაძე ( ფიზიკის წამყვანი პედაგოგი) ელენე კუტივაძე(სამოქალაქო განათლების პედაგოგი.უფროსი მასწავლებელი)
კონფერენციამ მიზანს მიაღწია. გამოიკვეთა პრიორიტეტული საკითხები და დაისახა მომავლის ამოცანები.
მასწავლებელთა შემდეგი კონფერენცია დაიგეგმა სასწავლო წლის ბოლოს.
სკოლის ადმინისტაცია მადლობას უხდის კონფერენციაში მონაწილე ყველა პედაგოგს გაწეული შრომისთვის, საინტერესო თემებისთვის და დღევანდელი ლამაზი დღის ” ჩუქებისთვის”! მადლობა კომისიის წევრებს, განსაკუთრებით ჩვენს კოლეგებს საჯარო სკოლებიდან, ობიექტურობისა და პროფესიონალიზმისათვის!
დიდი მადლობა ჩვენს სპონსორს, ძირძველ ” მზეკაბანელს” –
ნინი გვენეტაძეს ფინანსური მხარდაჭერისათვის!
მეტი

” მზეკაბანის” კურსდამთავრებულები ” მზეკაბანისთვის”

January 24, 2022 Uncategorized  No comments

პროექტი გრძელდება, ოღონდ ამჯერად ცოტა განსახვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე….საშობაოდ სკოლაში საკმაოდ დიდი ამანათი მოვიდა…
ადრესანტი 2015 წელს კურსდამთავრებული გიორგი ბუცხრიკიძე გახლდათ. მან სკოლას საჩუქრად გამოუგზავნა წიგნი “ეროვნული ხელისუფლები 419 დღე” , რომლის ერთ-ერთი თანაავტორი თავად გახლავთ. გიორგი ბუცხრიკიძე ყოველთვის დარჩება სკოლის ისტორიაში , როგორც ერთ- ერთი ძალიან წარმატებული კურსდამთავრებული.მისი გამორჩეული სიყვარული ისტორიისადმი და საოცარი წარმატებები ყველა თერჯოლელს ემახსოვრება დღესაც.
გვინდა გიორგის მივულოცოთ ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული! მადლობა გადავუხადოთ ამ სასიამოვნო და საინტერესო საჩუქრისთვის და ვუსურვოთ მომავალი წარმატებები!
მეტი