Category Uncategorized

საქართველოში გავრცელებული სოკოები

November 14, 2021 Uncategorized  No comments

ასეთი გახლდათ მე- 4 კლასის საგაკვეთილო თემა ბუნებაში .
წელიწადის ყველა დრო თავისებურად ლამაზია, მაგრამ დამეთანხმებით, შემოდგომას სულ სხვა ხიბლი აქვს …..საოცარ ფერთა გამა… სიუხვე….სილამაზე ერთად მშვენიერ ჰარმონიას ქმნის.სწორედ ასეთი განწყობა დაგეუფლებოდათ, დღეს რომ ” მზეკაბანელ” მეოთხეკლასელებს სწვეოდით…მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია ჩვენი ქვეყნის ტყეებსა და მდელოებზე გავრცელებულ სოკოებზე. 14 მოსწავლეს 14 სხვადასხვა სოკოს შესახებ ჰქონდა მასალა მოძიებული, საკუთარი ხელით დაუმზადებიათ რესურსები, გაკვეთილის ბოლოს მათე მაკარიძემ ჩაატარა ცდა და თანაკლასელებს ” საფუარის სოკოს ” სასწაულმოქმედება აჩვენა.
შოპენის უკვდავი ” შემოდგომის ვალსის” ჰანგებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ შემოდგომა წელიწადის დროთა ნამდვილი დედოფალია.
მეტი

კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება “აი იას” სამყაროში პატარებო!

November 14, 2021 Uncategorized  No comments

ყველაფერი პირველი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში: პირველი სიტყვა…პირველი ნაბიჯი… ცოდნის სამყაროში პირველად შეხედვა… დამეთანხმებით, საკმაოდ შთამბეჭდავია პირველად ამოკითხვა ჯადოსნური “აი იასი”.
“მზეკაბანელ” პირველკლასელებს არასოდეს დაავიწყდებათ ეს დღე, ისინი ხომ სრულუფლებიან მოსწავლეებად “მოინათლნენ”უკვე. პატარებმა შესანიშნავი ოსტატობით წარმოადგინეს მუსიკალურ-ლიტარატურული კომპოზიცია “აი ია- საოცრების დასაწყისი”. ლექსს სიმღერა ენაცვლებოდა, იყო მცირე თეატრალური წარმოდგენა…გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალი საინტერესო აქტივობით.
ნიშანდობლივი გახლავთ, რომ პაწაწინა ია – უმშვენიერესი ანასტასია ორბელაძე-ოჯახის თვითიზოლაციის გამო ონლაინ ჩაერთო გაკვეთილში.
გავა დრო … კოვიდი დავიწყებას მიეცემა, მაგრამ როცა ეს პატარები თავიანთ ფოტო და ვიდეოარქივს დაათვალიერებენ, ღიმილითა და დიდი სიყვარულით გაიხსენებენ პირველ ნაბიჯებს “აი იას” სამყაროში “.
გაკვეთილს მეტი ხიბლი შესძინა მესამეკლასელი ანასტასია აბულაძის “სტუმრობამ”, რომელმაც “ანბანის მანტია” შესანიშნავად მოირგო და უმცროს მეგობრებს გზა დაულოცა ცოდნის დიდი მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე.
წარმატებებს გისურვებთ,პატარებო! მამულს განათლებული, ძლიერი ახალი თაობა სჭირდება! ეს ძალა კი ნამდვილად მაღალხარისხიანი განათლებით შეიძინება!
მადლობა ყველა მშობელს თანადგომისა და უდიდესი პასუხისმგებლობისათვის!
მეტი

იქ , სადღაც შორს…… უფალთან ახლოს….

June 5, 2021 Uncategorized  No comments

ალბათ, ასეთი განცდა შეექმნა ყველას, “მზეკაბანის” სააქტო დარბაზში მყოფს, ვინც კი მეცხრეკლასელთა ლიტერატურულ- მუსიკალური წარმოდგენა ნახა 2 ივნისს ( პედაგოგი ქალბატონი მანანა წერეთელი) . საათ- ნახევრის განმავლობაში მაყურებელიცა და მონაწილენიც მოწყვეტილი გახლდნენ მიწიერ რეალობას ( გადაჭარბების გარეშე) და სულ სხვა განზომილებაში იმყოფებოდნენ….ლექსი…საგალობელი….გარემო, ჰარმონიულად შერწმული ერთურთს, ჭეშმარიტ ნეტარებას გაგრძნობინებდათ……ამის სიტყვებით გადმოცემა ყოვლად შეუძლებელია! ეს უნდა ნახო საკუთარი თვალით და ამას უნდა მოუსმინო თავად! კარგი იქნებოდა, რომ ეს შესანიშნავი წარმოდგენა ფართო აუდიტორიას ენახა, მაგრამ ისევ კოვიდპანდემიით გამოწვეულმა რეგულაციებმა შეგვიშალა ხელი. ვეცდებით, ფოტო და ვიდეო მასალით ნაწილობრივ მაინც შეგიქმნათ წარმოდგენა ზემოაღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით! მადლობა მეცხრე კლასის ათივე მოსწავლეს გაწეული კოლოსალური შრომისათვის ! ასგზის ბრავო ქალბატონ მანანა წერეთელს ჩვენთვის მონიჭებული სიამოვნებისათვის!.

 

მეტი

” ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო…”

June 5, 2021 Uncategorized  No comments

ამ თემაზე ჩატარდა მერვე კლასში შემაჯამებელი გაკვეთილი ( პრეზენტაცია) ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგი მანანა წერეთელი.
მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო ფორმატში წარმოადგინეს
საქართველოს უგვირგვინო მეფის, ყველა ქართველისათვის საყვარელი მგოსნის მთელი ცხოვრება და შემოქმედება.
” გემრიელი ლუკმა” , როგორც იტყვიან, ბოლოსთვის შემოინახეს: ნიკა გურულმა და საბა კვახაჯელიძემ შეუდარებლად წარმოადგინეს ნაწყვეტი ისტორიული მოთხრობიდან
” ბაში- აჩუკი”.ამაღელვებელი გახლდათ ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ბიძამისის ცნობილი დიალოგი.
გაკვეთილის ფინალი – მაჟორული აკორდი – ქალბატონ მანანა წერეთლის ლექსი , რომელიც წაიკითხა ნიკა გურულმა.
” ისევ გომბორზე ვდგავარ,
თავზე დამდის შუქი ცისა
მტერთან ავად ვმუსაიფობ,
დამთრგუნველი დუშმანისა.
ჩემი მიწის დარდი მამხელს,
მისი მწუხრის და ცისკრისა.
ბაღს შევაღებ, საწალკოტეს,
გადმოსულა მადლი ღვთისა.
ღირსებით და ძალით მმოსავს
ჯავშან- ქაფი ფოლადისა.
სრულკახეთის კედლად ვაგე
ციხე- ბჭენი ახმეტისა.
სეფედროშის ოქროსფერში
ჩაქსოვილო, ჩამტევნულო,
გეტრფი ჩემო დიდკახეთო,
მტრისგან ბევრჯერ დალახვრულო
ქრისტეს სისხლი- საფერავად,
ქრისტეს ხორცი – დედასპურად.
ისევ დგახარ ქედმაღალი
სრულივერის სიქადულად.
დედოზარის ხმა ჩამესმის
ალავერდში, ცასთან ახლოს.
კიდევ ბევრი ერისკაცი
მაგ ემბაზში გაგენათლოს.
ქრისტეს სისხლი აზარფეშით,
ქრისტეს ხირცი- დედასპურად.
ვაღორძინოთ ფესვი მუხის
ივერიის სიქადულად.
მ.წ.
მეტი

ონლაინ ოლიმპიადა ” olimpi”

June 5, 2021 Uncategorized  No comments

დასრულდა ონლაინ ოლიმპიადა
” olimpi” , რომელიც რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარდა ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში ( 1-ლი და მე- 6 კლასის მოსწავლეთათვის) სულ ახლახან გამოქვეყნდა დასკვნითი ტურის შედეგები. სასიხარულოა, რომ გვყავს ორი გამარჯვებული: მეორეკლასელი მარიამ ტაბატაძე ( პედაგოგი თამთა თოხაძე)და მეექვსეკლასელი ლიკა გურული ( პედაგოგი ინგა ჯალიაშვილი) გილოცავთ და მომავალში უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ!
მეტი

” სხვა საქართველო სად არი?!”

June 5, 2021 Uncategorized  No comments

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს ” მზეკაბანის” დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე: ” სხვა საქართველო სად არი?!”
პატარებმა სიამაყით, ომახიანად წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, უმღერეს თავიანთ სათაყვანო კუთხეს.
საინტერესო გახლდათ ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, სადაც მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი ” ორაგულის ბედი” .შემდეგ კი აღნიშნეს, რომ ამქვეყნად ყველა სულიერს ( მათ შორის თევზებსაც კი) აქვთ უსაყვარლესი ადგილი, რომელსაც სამშობლო ჰქვია.
მეტი

“ჩვენ და წამლები”

June 5, 2021 Uncategorized  No comments

ეს ფრიად პრაქტიკული და გამოსაყენებელი თემა დიდი ინტერესით დაამუშავეს კერძო სკოლა ” მზეკაბანის” მეორეკლასელებმა ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილზე ( პედაგოგი ლია ნიკოლაძე).
პატარებს გაკვეთილზე სტუმრად ეწვივნენ ” ფარმადეპოს” ფარმაცევტები – ქალბატონი ნინო ჭურაძე და ნინო მხეიძე.
ეს აქტივობა არასოდეს დაავიწყდებათ არც ” პაციენტებს” და არც პატარა ” ფამაცევტ” ანასტასია აბულაძეს, რომელმაც პირველადი გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინა რამდენიმე თანატოლს.
მეტი

ბოლო ზარი 2021

June 5, 2021 Uncategorized  No comments

მეტი

ეროვნული სამოსის დღე ,,მზეკაბანში”

June 5, 2021 Uncategorized  No comments

მეტი

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი

April 13, 2021 Uncategorized  No comments

საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს მიუძღვნეს მესამეკლასელმა მზეკაბანელებმა ( კლასის ხელმძღვანელი ლია ნიკოლაძე) პროექტი, რომლის პრეზენტაცია გაიმართა დღეს.
მასში ჩართულები იყვნენ მეოთხეკლასელებიც.
პედაგოგი ყველანაირად ეცადა, რომ პატარების ასაკის მიუხედავად, მათ გულებამდე ახლოს მისულიყო ის დიდი ტკივილი და ამავდროულად, სიამაყე, რასაც ქართველებისათვის ” 9 აპრილი” ჰქვია…
სათანადო მუსიკალურმა ფონმა, სლაიდშოუმ და დეკორაციამ სანახაობრივი გახადა პრეზენტაცია. მშობლების ჩართულობა სხვადასხვა პროექტში უცხო არ გახლავთ მზეკაბანელთათვის . მადლობა ქალბატონ ხათუნა ნიქიბიშვილს, რომელმაც მთელი საქართველოს შვილმკვდარი დედების ტკივილი ლექსად მოგვიტანა აუდიტორიაში მყოფთ.
ბოლოს პატარებმა ქალაქის ცენტრში ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.
მეტი