Category Uncategorized

არა ძალადობას!

January 29, 2020 Uncategorized  No comments

არა ძალადობას!!!!!
გრძელდება პროექტი,,არა ძალადობას”, რომელსაც IX კლასის მოსწავლეები ახორციელებენ სამოქალაქო განათლების პედაგოგ ხათუნა დიდიძის ხელმძღვანელობით.
პატარები გაეცნენ დისკრიმინაციის დაძლევის გზებს და ისწავლეს, თუ როგორ აიცილონ თავიდან სასკოლო ძალადობის ეს სახე. შეხვედრა იმასაც ისახავდა მიზნად, რომ პატარებს ჩამოყალიბებოდათ უარყოფითი დამოკიდებულება ბულინგის მიმართ….მათ უნდა გაეაზრებინათ ისიც, რომ არ შეიძლება ამ საკითხისადმი გულგრილი დამოკიდებულება და თავადაც ყოველდღიურად უნდა დაიცვან სხვისი უფლებები.
პატარები აღნიშნული შეხვედრით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ…
ტრენინგმა მიზანს მიაღწია.

მეტი

ინგლისურენოვანი თეატრალური წრე

January 29, 2020 Uncategorized  No comments

კერძო სკოლა “მზეკაბანში” უკვე წლებია, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის
ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი თეატრალური წრე, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი ნანა სვანიძე…პატარები მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ სათანადო ლექსიკურ მარაგს, ივითარებენ სასცენო უნარ -ჩვევებს , მუშაობენ გამოთქმაზე და წლის ბოლოს პატარა წარმოდგენას მართავენ მცირე სცენაზე.
სწორედ ამიტომ ორ თვეში ერთხელ მაინც, შესწავლილი მასალის საფუძველზე, პედაგოგი ნანა სვანიძე ატარებს შემაჯამებელ მეცადინეობას.
სწორედ ასეთი გაკვეთილი ჰქონდათ დღეს მეორე კლკასის მოსწავლეებს…ცხრავე პატარა აქტიურად იყო ჩართული ყველა აქტივობაში.
მოსწავლეებმა გამოავლინეს სტანდარტის შესაბამისი ცოდნა…ხალისით შეასრულეს მიცემული ყველა დავალება, გაკვეთილის ბოლოს კი მშობლებიც ჩართეს ერთ-ერთ აქტივობაში. პატარებმა ყურადღებით მოუსმინეს მათი მისამართით გამოთქმულ შეფასებებს, კეთილგანწყობილ რჩევებს ინგლისური ენის პედაგაგოგის-მაკა ლიკლიკაძისაგან და დადეს პირობა, კვლავ ხალისით გააგრძელებენ უცხო ენის შესწავლას და სასწავლო წლის ბოლოს ტრადიციულად ინგლისურენოვან პატარა სპექტაკლს შემოგვთავაზებენ!

მეტი

ინგლისური ენის გაკვეთილიპირველ კლასში

January 29, 2020 Uncategorized  No comments

საოცრად ფერადი, მხიარული, მუსიკალური და ამავდროულად, შინაარსიანი დღე ჰქონდათ 27 ნოემბერს კერძო სკოლა “მზეკაბანი 2007-ის” პირველკლასელებს.
ინგლისურ ენაში(პედაგოგი ნანა სვანიძე) მათ შეაჯამეს მთელი 2 თვის განმავლობაში ნასწავლი მასალა .გაკვეთილი დატვირთული იყო ბევრი საინტერესო აქტივობით, ამიტომ დრომ შეუმჩნევლად “გაირბინა ” პატარებსაც და მათ სტუმრებსაც “მაჟორული” განწყობა

არ განელებიათ. მოსწავლეებმა ნამდვილად მოიწონეს თავი დამსწრე პედაგოგებისა და მშობლების წინაშე.
ძალიან საინტერესო იყო გაკვეთილის ბოლო აკორდი, სადაც მშობლებმა ერთ-ერთ საინტერესო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, ზედ საკუთარი ავტოგრაფები დატოვეს სამახსოვროდ. ეს მასალა საგულდაგულოდ გადაინახება კლასის
არქივში , რომ 12 წლის შემდგომ, სკოლის დამთავრებისას, “ბოლო ზარზე” გაიხსენონ ეს ძალიან ლამაზი დღე……
წარმატებას ვუსურვებთ ნანა მასწავლებელს, კლასის ხელმძღვანელს ეთერ თურქაძეს, ყველა პირველკლასელს და გვჯერა, რომ მათი სახით სკოლას ერთ-ერთი ძლიერი ჯგუფი ეყოლება ყოველთვის!

 

მეტი

“”მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის “”

January 29, 2020 Uncategorized  No comments

“მზეკაბანს ” დღეს კიდევ ერთი ძალიან კარგი სტუმარი ჰყავდა
გრძელდება პროექტი “”მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის “”. სკოლამ უმასპინძლა 2012 წლის კურსდამთავრებულს თამარ მახვილაძეს, რომელიც ამჟამად შპს გეოპროვიჟენის სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის მენეჯერია.
“მზეკაბანში” თამარი (კლასელებისთვის “გენიოსა”) მისი დაარსების დღიდანვე სწავლობდა.ერთნაირი მონდომებითა და სიყვარულით ეუფლებოდა ყველა საგანს. მოსწავლეობის პერიოდში იყო მრავალი პროექტისა და კონკურსის გამარჯვებული, მან რეკორდული მაჩვენებლით ორჯერ მოიგო ტელეპროექტი “ეტალონი”, ასევე გახლდათ 2012 წლის ინტელექტუალური კონკურსის “რა? სად ? როდის ?” ვიცეჩემპიონი გუნდის კაპიტანი . სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ თამარმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და 100 პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და გამოყენებით მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც 2016 წელს დაამთავრა წითელ დიპლომზე და მიიღო გამოყენებითი ბიოლოგიის ბაკალავრის ხარისხი.აქ არ დასრულებულა მისი სწავლა -განათლების “აღმასვლა”. იმავე 2016 წელს მან სწავლა განაგრძო უნგრეთის დებრეცენის უნივერსიტეტის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე , მოიპოვა უნგრეთის მთავრობის სრული დაფინანსება და აღნიშნული უნივერსიტეტი წარმატებულად დაამთავრა 2018 წელს და მიიღო მაგისტრის ხარისხი..იმავე წლის ზაფხულიდან მუშაობა დაიწყო შპს “გეოპროვიჟენში”, პარალელურად, იგი ლექციებს კითხულობს თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში .
შეხვედრა გაიმართა მოსწავლე – ახალგაზრდობის დარბაზში.თამარმა ძალიან საინტერესო და ამავდროულად პრაქტიკულ საკითხზე გააკეთა პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ V- XII კლასის მოსწავლეები, მშობლები და თამარის პედაგოგები, ასევე- მოძღვარი , არქიმანდრიტი ქრისტეფორე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, “მზეკაბანის ” დიდი გულშემატკივარი და ქომაგი ბატონი მანუჩარ ფანჩულიძე.
შეხვედრამ, ტრადიციულად, თბილ გარემოში ჩაიარა…თამარმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი გახლდათ მშობლიურ სკოლასა და პედაგოგებთან შეხვედრა, რადგან მისი წარმატების ლომის წილი სწორედ “მზეკაბანმა” განაპირობა. მან ბავშვებს წარმატებები უსურვა და მოუწოდა “მიიღონ “ყველაფერი, რასაც ეს სკოლა აძლევს მის აღსაზრდელებს და თან იმასაც გაუსვა ხაზი, თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში…შეხვედრის ბოლოს თამარს სამახსოვრო საკუთარი ხელით შესრულებული პორტრეტი გადასცა XII კლასის მოსწავლემ თინათინ ჩუბინიძემ….პროექტი კი გრძელდება.

მეტი

,,ნორჩი მათემატიკოსი” წრის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა

April 3, 2019 Uncategorized  No comments

 

მეტი

,, პატარა მკითხველი,, წრის მუშაობის ამსახველო ფოტო მასალა

April 3, 2019 Uncategorized  No comments

მეტი

ქართული ენისა და ლიტერატურის წრე ,, პატარა მკითხველი,,

April 3, 2019 Uncategorized  No comments

წრის მიზანი: მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდეს  კითხვისათვის საჭირო უნარ – ჩვევები და ინტერესი გაუღვივდეს წიგნის  მიმართ. ამოიცნოს ტექსტში მოცემული ინფორმაცია, გამოხატოს პირადი დამოკიდებულება წაკითხულის მიმართ, განარჩიოს ტექსტის ელემენტები, სხვადასხვა მასალით და ხერხით გადმოსცეს ტექსტის ეპიზოდი.

საწრეო მუშაობის განრიგი:   

თარიღი

 

თემა აქტივობა     რესურსები
1 5.02.2019 წრის მუშაობის  განრიგის , მიზნების და წესების გაცნობა.

 

მოთხრობა

„ბევრზე ბევრი „

მოსწავლეები გაეცნობიან წრის მუშაობის განრიგს, მიზნებს და წესებს .

 

მასწავლებელი უკითხავთ ტექსტს და გაიაზრებენ კითხვა პასუხის რეჟიმში.

                                        საწრეო მუშაობის პროგრამა.

 

წიგნი

 

2 12.02.2019 მოთხრობა

„ორი ია „

 

მასწავლებელი უკითხავთ ტექსტს,

რამდენიმე მოსწავლეც კითხულობს და გაიაზრებენ კითხვა პასუხის რეჟიმში.ასევე იმუშავებენ სამუშაო ბარათებით.

წიგნი

რვეული

დაფა

ცარცი

 

3 19.02.2019 გამოცანები

 

პროექტორის გამოყენებით ეკრანზე ხედავენ და კითხულობენ გამოცანებს, მსჯელობენ და გამოიცნობენ გამოცანის პასუხს. კომპიუტერი

პროექტორი

დაფა

ცარცი

 

4 26.02.2019 მოთხრობა

„ ათი ურჩხული“

მასწავლებელი უკითხავთ ტექსტს,

რამდენიმე მოსწავლეც კითხულობს და გაიაზრებენ კითხვა პასუხის რეჟიმში.

წიგნი

დაფა

ცარცი

 

5 4.03.2019 მოთხრობა

„კრუხი და წიწილები“

 

მასწავლებელი უკითხავთ ტექსტს,

რამდენიმე მოსწავლეც კითხულობს და გაიაზრებენ კითხვა პასუხის რეჟიმში.

წიგნი

დაფა

ცარცი

6 18.03.2019 ანბანის გახსენება, „რამდენი ერთნაირი ასოა ჩამალული ღრუბელში“

 

ანბანპლაკატის გამოყენებით გაიხსენებენ ანბანს მასწავლებელი წაუკითხავთ ზღაპარს ანბანზე და დავალებას შეასრულებენ სამუშაო ბარათებით. ანბანპლაკატი

სამუშაო ბარათები

 

 

 

 

7 2.04.2019 მოთხრობა

“გაიხარეს“

 

„მურიკელას ამბავი“

მასწავლებელი უკითხავთ ტექსტს,

რამდენიმე მოსწავლეც კითხულობს და გაიაზრებენ კითხვა პასუხის რეჟიმში.

წიგნი

დაფა

ცარცი

8 16.04.2019 მოთხრობა

,,გულკეთილი ცაცა“

 

მასწავლებელი უკითხავთ ტექსტს,

რამდენიმე მოსწავლეც კითხულობს და გაიაზრებენ კითხვა პასუხის რეჟიმში.

წიგნი

დაფა

ცარცი

 

9 3.04.2019  

მოთხრობა

„ჩიტის ბუდე“

 

მასწავლებელი უკითხავთ ტექსტს,

რამდენიმე მოსწავლეც კითხულობს და გაიაზრებენ კითხვა პასუხის რეჟიმში.

წიგნი

დაფა

ცარცი

10 30.04.2019 მოთხრობა

„ უსუნო

ყვავილი „

მასწავლებელი უკითხავთ ტექსტს,რამდენიმე მოსწავლეც კითხულობს და გაიაზრებენ კითხვა პასუხის რეჟიმში. წიგნი

დაფა

ცარცი.

11 7.05.2019 მოთხრობა

„ პრანჭია ბაჭია“

 

მასწავლებელი უკითხავთ ტექსტს,

რამდენიმე მოსწავლეც კითხულობს და გაიაზრებენ კითხვა პასუხის რეჟიმში.

წიგნი

რვეული

დაფა

ცარცი

12 14.05.2019 მოთხრობა

„ მეზობლები“

 

მასწავლებელი უკითხავთ ტექსტს,რამდენიმე მოსწავლეც კითხულობს და გაიაზრებენ კითხვა პასუხის რეჟიმში. წიგნი

დაფა

ცარცი

 

13 10.05.2019 მოთხრობა

„ახალი მეგობარი“

 

მასწავლებელი უკითხავთ ტექსტს,

რამდენიმე მოსწავლეც კითხულობს და გაიაზრებენ კითხვა პასუხის რეჟიმში.

წიგნი

დაფა

ცარცი

14 17.05.2019 მოთხრობა

„უკვდავების წყარო“

 

მასწავლებელი უკითხავთ ტექსტს,რამდენიმე მოსწავლეც კითხულობს და გაიაზრებენ კითხვა პასუხის რეჟიმში. გაიმართება თავისუფალი საუბარი წრეობრივი მუშაობის შესახებ ,, რა მომეწონა რა დამამახსოვრდა,, წიგნი

დაფა

ცარცი

 

მეტი

მათემატიკის წრე ,, ნორჩი მათემატიკოსი,,

April 3, 2019 Uncategorized  No comments

წრის მიზანი: მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდეს  მათემატიკური ტერმინების, გეომეტრიული ფიგურების, რიცხვების , მოქმედების ნიშნების  აღქმისა და პრაქტიკაში გამოყენების საწყისი  უნარ – ჩვევები.

საწრეო მუშაობის განრიგი:   

თარიღი

 

თემა აქტივობები რესურსები
1 7.02.2019 ამოვიცნოთ, დავასახელოთ  და გავაფორმოთ რიცხვები გაეცნობიან წრეობრივი მუშაობის წესებს.

გაიხსენებენ რიცხვებს, გამოსახავენ და გააფორმებენ მარცვლეულით და

პლასტილინით.

 

 

ფურცელი

ფანქარი

ლეპტოპი

დაფა

ცარცი

მარცვლეული

პლასტილინი

2 14.02.2019 გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით დავხატოთ „სახლი, მანქანა და ხე“ გაიხსენებენ გეომეტრიულ ფიგურებს, დაასახელებენ ფიგურების ნაწილებს, მასწავლებლის ნიმუშის და ინსტრუქციის შემდეგ შექმნიან ნახატებს. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

დაფა, ფერადი ფანქრები,

საშლელი,სათლელი

ცარცი,

 

3 21.02.2019 რიცხვების და ასოების მიმდევრობა დავალაგოთ ზრდადობის  მიხედვით და წავიკითხოთ მიღებული სიტყვები მოსწავლეები გაეცნობიან ჯგუფებად მუშაობის  წესებს,  დაურიგდებათ ბარათები , რიცხვების და ასოების მიმდევრობას დაალაგებენ  ზრდადობის  მიხედვით და წაიკითხავენ  მიღებულ სიტყვებს  

ფურცელი, სამუშაო ბარათები

უბრალო ფანქარი

დაფა, ფერადი ფანქრები,

საშლელი,სათლელი

ცარცი,

 

4 28.02.2019 დავეხმაროთ ბაჭიას მაგალითების ამოხსნაში მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილი იმუშავებს მეგობრულად და წარადგენენ  ნამუშევარს. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

კალამი

საშლელი,სათლელი

ცარცი.

 

5 7.03.2019 დავეხმაროთ ბაჭიას ამოცანის პირობის გაგებაში და  ამოხსნაში მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილი გაეცნობა ამოცანის პირობას ,  იმუშავებენ და წარადგენენ ამოცანის მოკლე ამონახსენს. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

კალამი

საშლელი,სათლელი

ცარცი, დაფა

 

6 21.03.2019 სახალისო ამოცანები მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილი გაეცნობა ამოცანის პირობას ,  იმუშავებენ და წარადგენენ ამოცანის მოკლე ამონახსენს. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

კალამი

საშლელი,სათლელი

ცარცი, დაფა

 

7 28.03.2019 იპოვე შეცდომები და გაასწორე მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილის ურიგდება სამუშაო  ბარათები, რომელზეც  ამოხსნილია  მაგალითები,  მოსწავლეებს ევალებათ  შეცდომების აღმოჩენა და გასწორება. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

კალამი

საშლელი,სათლელი

ცარცი, დაფა

 

8 4.05.2019 ვინ იქნება პირველი მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილი გაეცნობა ამოცანის პირობას ,  იმუშავებენ და წარადგენენ ამოცანის მოკლე ამონახსენს. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

კალამი, ცარცი, დაფა

 

9 11.04.2019 რატომ  და სად  გვჭირდება მათემატიკა მოწვეული გვყავს  ორი მშობელი, რომელთა პროფესია  მათემატიკასთან  მჭიდრო კავშირშია, გააკეთებენ მოკლე პრეზენტაციას, უპასუხებენ მოსწავლეთა შეკითხვებს და  ბავშვების აზრსაც მოისმენენ. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

დაფა

ცარცი

 

10 18.04.2019 ვიანგარიშოთ ფულით მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს  ქართული ფულის წარმოშობის ისტორიას,  წყვილებს ურიგდებათ სამუშაო ბარათები და განსაზღვრული რაოდენობის თანხა, ევალებათ  თანხის  სწორად  განაწილება, რათა ჩამონათვალში მოცემული ნივთების შეძენა შეძლონ. ფურცელი, ქაღალდის  ფული, უბრალო ფანქარი,

კალამი, დაფა, ცარცი

 

11 25.04.2019 ჩამალული ცირები და ფიგურები მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილის ურიგდება სამუშაო  ბარათები, რომელზეც  მოცემულია  ჩამალული ფიგურები და ციფრები,  მოსწავლეებს ევალებათ  მათი აღმოჩენა და რაოდენობის დათვლა. სამუშაო ფურცელი,

უბრალო ფანქარი

კალამი

საშლელი,სათლელი

ცარცი, დაფა

 

12 2.05.2019 რამდენი კვირაა თვეში, წელიწადში მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ,  კალენდრის და სეზონის ხის გამოყენებით ეცნობიან წელიწადის დროებს და კვირეების რაოდენობას. კალენდარი,

სეზონების ხე,

ცარცი, დაფა

 

13 16.05.2019 სიგრძის საზომი ერთეულები, გავიგოთ ჩვენი სიმაღლე მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება, სიგრძის საზომ ერთეულებზე, გაზომავენ რამდენიმე საგანს, ასევე დაადგენენ საკუთარ  სიმაღლეს და დაწერენ დაკვირვების ფურცელზე.

ბოლოს კი ისაუბრებენ  წრეობრივი მუშაობის  ირგვლივ.

სახაზავი, კალამი, რვეული, წიგნი, კედლის სახაზავი, აღრიცხვის ფურცელი,

კალამი, ცარცი, დაფა

 

მეტი

ბუნებისმეტყველების წრე ,, გარემოს ქომაგი,, (პროგრამა)

April 3, 2019 Uncategorized  No comments

წრის მიზანი: მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდეს  დაკვირვების, კლასიფიცირების, შედარების, გაზომვის და თანამშრომლობის საწყისი  უნარ – ჩვევები.

საწრეო მუშაობის განრიგი:   

თარიღი

 

თემა აქტივობები რესურსები
1 8.02.2019 პირადი ნივთები და ვირუსის თავიდან აცილების  გზები მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს წრეობრივი მუშაობის პროგრამას და წესებს.მინი ლექციის სახით ისაუბრებს  ვირუსების გავრცელების  საფრთხეზე და მათი თავიდან აცილების  გზებზე. სამუშაო ბარათების გამოყენებით დაასახელებენ პირად ნივთებს და გამოთქვამენ საკუთარ აზრს  თემის შესახებ. სამუშაო ბარათები

დაფა

ცარცი

 

 

2 15,02.2019 ვიზრუნოთ გარემოს სისუფთავეზე მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება გარემოს სისუფთავის მნიშვნელობაზე, შემდეგ ჩავლენ სკოლის ეზოში  და მონაწილეობას მიიღებენ ეზოს დასუფთავებაში. სკოლაში დაბრუნებულები აუცილებლად დაიბანენ ხელებს საპნით. ხელთათმანები

საპონი, წყალი

 

3 22.02.2019 კვირის დღეები თვალსაჩინოების გამოყენებით გაეცნობიან კვირის დრეებს, ითამაშებენ  დიდაქტიკურ თამაშს ,,რა დღეა დღეს „ ეცდებიან კვირის დღეების დამახსოვრებას.

 

თვალსაჩინოება, დაფა, ცარცი
4 1.03.2019 წელიწადის დროები პროექტორის გამოყენებით ნახულობენ ფოტომასალას  წელიწადის დროებზე , ასახელებენ თავიანთ საყვარელ სეზონს, საუბრობენ   რატომ  უყვართ ესა თუ ის დრო,ბოლოს კი ხატავენ  საყვარელ სეზონს. კომპიუტერი,პროექტორი, უბრალო და ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები,საშლელი,

სათლელი

5 15.03.2019 მარცვლეულის დათესვა, ეტაპობრივი დაკვირვება მცენარის აღმონაცენზე მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება მცენარის აღმოცენებისა და ზრდა -განვითარებისათვის საჭირო პირობებზე, შემდეგ თესავენ მარცვლეულს, დროდადრო რწყავენ და აკვირდებიან აღმონაცენს, ეტაპობრივად ზომავენ სიმაღლესაც. სახურავიანი კონტეინერი, ბამბა, წყალი, მზესუმზირის და ლობიოს მარცვლები,

სახაზავი , დაფა, ცარცი

6 22.03.2019 რითი იკვებება ცხოველები მოსწავლეები მოისმენენ მასწავლებლის მინი ლექციას, ცხოველების  თანაცხოვრების  წესებზე და კვების შესახებ. ცხოველებს დააჯგუფებენ, მცენარისმჭამელ, ხორცისმჭამელ დ ნაირმჭამელ ცხოველებად. დაფა, ცარცი,

სამუშაო ბარათები,

კალამი, ფანქარი

 

7 29.03.2019 ია, მცენარის ნაწილები მოსწავლეები დააკვირდებიან იას სურათზე , ასევე საკუთარი თვალით აღწერენ ნამდვილ იას, მასწავლებლის დახმარებით  გაიხსენებენ  მცენარის ნაწილებს, დაასახელებენ და გააფერადებენ მცენარეს შესაბამის ფერად. იის სურათი , ბუნებრივი ია, დაფა, ცარცი, სამუშაო ბარათები, ფერადი ფანქრები, საშლელი, სათლელი.
8 5.04.2019 სჭირდება , თუ არა მცენარეს ჰაერი?! მასწავლებელი ბავშვებს გაახსენებს მცენარის ზრდა განვითარებისათვის საჭირო პირობებს,

შემდეგ ორი მცენარის ტოტს მოათავსებენ  ორ  წყლიან ჭურჭელში, ერთს დავახურავთ გერმეტულ ქილას , მეორეს დავდგამთ ჰაერზე და დავაკვირდებით რამდენიმე დღე. ამ ცდაზე დაკვირვებით გააცნობიერებენ მცენარისათვის ჰაერის მნიშვნელობას.

დაფა , ცარცი,  მცენარის ტოტი, ქილა, ორი წყლიანი ჭუეჭელი
9 12.04.2019 სჭირდება თუ არა მცენარეს წყალი, როგორ შეიწოვს მცენარე მას. გაახსენებს მცენარის ზრდა განვითარებისათვის საჭირო პირობებს, შემდეგ მცენარის ტოტს მოვათავსებთ   წყლიან ჭურჭელში,რომელშიც ფერადი წყალია , ოთხი საათის შემდეგ გადავჭრით მცენარის ღეროს, დავაკვირდებიან და მიხვდებიან როგორ შეიწოვა მცენარემ წყალი. დაფა , ცარცი,  მცენარის ტოტი, ქილა, ორი წყლიანი ჭუეჭელი
10 19.04.2019 როგორ ხმას გამოსცემენ და ამ შინაურ ცხოველთა ნაშიერს რას ეძახიან? მოსწავლეები მოისმენენ ცხოველთა ხმებს, მოსმენის შემდეგ გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და ხმით გამოიცნობენ ცხოველებს, შემდეგ დაასახელებენ მათ ნაშიერს. დაფა , ცარცი,  კომპიუტერი,

პროექტორი

11 3.05.2019 ხილი და ბოსტნეული , ჯანსაღი საკვები მოსწავლეები ნახავენ თვალსაჩინოებას ხილის და ბოსტნეულის სურათებით, ისაუბრებენ , იმსჯელებენ ამ საკვების მნიშვნელობაზე. დაფა , ცარცი,  თვალსაჩინოება ხილის და ბოსტნეულის სურათებით
12 10.05.2019 პროდუქტების დახარისხება მასწავლებელი ესაუბრებათ პროდუქტების შენახვის წესებსა და შენახვის ვადებზე, მოსწავლეები იმუშავებენ ბარათებზე ,  პროდუქტებს გაანაწილებენ მაცივარსა და კარადაში. დაფა , ცარცი,  სამუშაო ბარათები, კალამი, ფანქარი
13 17.05.2019 წელიწადის თორმეტი თვე მასწავლებელი წაუკითხავთ ლექსს ,,წელიწადის თორმეტი თვე,,  ნახავენ სლაიდს და ისაუბრებენ თემის ირგვლივ. დაფა , ცარცი,  კომპიუტერი, პროექტორი
მეტი

ერთი საინტერესო გაკვეთილი

April 3, 2019 Uncategorized  No comments

მზეკაბანში“ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით ხორციელდება პროექტი ,,ერთი საინტერესო გაკვეთილი“.
პროექტის ფარგლებში VIII კლაში ჩატარდა გაკვეთილი ისტორიაში
პედაგოგები: დიანა თურქაძე და ანა კაჭკაჭიშვილი-XII კლასის მოსწავლეები.

მეტი