Category Uncategorized

დედაშვილური სიყვარულის წინაშე ყველანაირი ვირუსი ” უძლურია”

March 24, 2021 Uncategorized  No comments

მზეკაბანელი მეოთხეკლასელებიც საგულდაგულოდ ემზადებოდნენ მარტის დღესასწაულების აღსანიშნავად.( კლასის ხელმძღვანელი ნანა სვანიძე) ღონისძიება ძალიან თბილ, უშუალო გარემოში წარიმართა……პატარები გაბრწყინებული და გაფართოებული თვალებით უცქერდნენ სხვადასხვა აქტივობაში ჩართულ საკუთარ დედიკოებს. ზოგიერთმა მათგანმა ემოცია ვერ დამალა და წამიერად ცრემლები აუკიაფდათ თვალებში.
მეოთხე კლასელებს პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა…. ორი კვირა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე იმყოფებოდნენ და ბოლო კვირაში დაუბრუნდნენ საკლასო ოთახს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ დედიკოებისათვის ლამაზი დღე ეჩუქებინათ!
მეტი

მათთვის ყველა დღე “დედისაა”

March 24, 2021 Uncategorized  No comments

გაზაფხულის დღესასწაულები არ დარჩენიათ აღუნიშნავი მეორეკლასელ მზეკაბანელებს ( კლასის ხელმძღვანელი თამთა თოხაძე)პატარები ყოველ ზეიმზე გვანებივრებენ ლამაზი წარმოდგენებით… დღეს კი განაკუთრებით მონდომებულები იყვნენ,თითქოს ერთურთს ეჯიბრებოდნენ საკუთარი დედების სიყვარულში…რამდენი რამ გაუკეთებიათ პატარა ხელებით…მუსიკა, ლექსი, ჩახუტება ცვლიდა ერთმანეთს… მზე ბრდღვიალებდა ცარგვალზეც და მზეკაბანელთა გულებშიც. დღევანდელი ღონისძიება იმითაც იყო საინტერესო,რომ მასში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც…მადლობა თამთა მასწავლებელო,ქალბატონო გულთამზე და ქალბატონო ნანა ასეთი სასიამოვნო წუთების ჩუქებისათვის!

მეტი

წარმატებული კურსდამთავრებული

November 14, 2020 Uncategorized  No comments

,,მზეკაბანი” ფეხდაფეხ მისდევს თავისი კურსდამთავრებულების სტუდენტურ ცხოვრებას.ამიტომ მათი ყოველი წარმატება მაშინვე ხდება ჩვენთვის ცნობილი.სულ ახლახან ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს, ლანა ჭანტურიძეს, როგორც ოქროსმედალოსანს, წარმატებულად ჩაბარებული ეროვნული გამოცდებისა და ამავდროულად მიმდინარე მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის, სასწავლებლის ადმინისტრაციამ დაუნიშნა ყოველთვიური სტიპენდია 200 ლარის ოდენობით, უფასოდ გამოუყო საცხოვრებელი უნივერსიტეტის კამპუსში და ამავდროულად დაუფინანსა სწავლა მთელი 4 წლის განმავლობაში ( ლანა 50 პროცენტიანი გრანტით გახლავთ ჩარიცხული უნივერსიტეტში)
,,მზეკაბანი,, უერთდება ლანასა და მისი ოჯახის დიდ სიხარულს და კვლავ ველოდებით ახალ მიღწევებს წარმატებული გოგონას სტუდენტური ცხოვრებიდან!
ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ” სწავლის ძირი მწარე არისო….” , კენწერომდე ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასავლელი ლანას, თუმცა სიტკბო უკვე შეიგრძნო.
მეტი

ინგლისურენოვანი მარათონი მეექვსე კლასში

November 14, 2020 Uncategorized  No comments

6 ნოემბერს, შემაჯამებელი მუშაობა ჩატარდა ინგლისურ ენაში
VI კლასში (პედაგოგი მაკა ლიკლიკაძე).
გაკვეთილი ძალიან ხალისიანად და ამავდროულად საინტერესოდ წარიმართა…ორ ჯგუფად გაყოფილი პატარები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლექსიკური მარაგისა და გრამატიკული მასალის ცოდნაში.
აქტივობა აქტივობას ცვლიდა ….ორი გაკვეთილი ისე სწრაფად გავიდა, ვერც კი გაიგეს…
მეტი

ო, ენავ ჩემო!

November 14, 2020 Uncategorized  No comments

5 ნოემბერს, მეშვიდე კლასის მოსწავლეებს (ჰქონდათ პრეზენტაცია პროექტისა, რომელიც ენის წარმოშობის საკითხებს აერთიანებდა.( პედაგოგი აზა მემანიშვილი)
სამი ჯგუფი მთელი ორი კვირა მუშაობდა აღნიშნულ თემაზე.
პრეზენტატორებმა ძალიან საინტერესო მასალა წარმოადგინეს, პრეზენტაცია გაამდიდრეს საკუთარი ხელით შექმნილი რესურსებით.
მეტი

ლაშქრობა მოაწყვეს მარშუტით : თერჯოლა – გოგნი – ძევრი – თერჯოლა

November 14, 2020 Uncategorized  No comments

ღვინობისთვე საოცარი პერიოდია ლაშქრობისთვის…
 17 ოქტომბერს, კერძო სკოლა ” მზეკაბანი 2007- ის” მეათეკლასელებმა ( კლასის ხელმძღვანელი არნოლდ დოლაკიძე) ლაშქრობა მოაწყვეს მარშუტით : თერჯოლა – გოგნი – ძევრი – თერჯოლა.
მოილოცეს გოგნის წმინდა გიორგის სალოცავი…ტყით წამოვიდნენ ძევრში, სადაც გამოქვაბულებს ესტუმრნენ…ძევრულჰესშიც შეიარეს…შემოდგომის ფერთა პალიტრითაც დატკბნენ…დარწმუნდნენ, რომ არა მარტო უდიდესი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანაში ცხოვრობენ, არამედ, მსგავსი სილამაზე იშვიათია და ამას ყველაფერს დაფასება, მოვლა და პატრონობა სჭირდება. დროდადრო ისტორიის პედაგოგების – არნოლდ დოლაკიძისა და ბადრი რობაქიძის საინტერესო საუბრებს ისმენდნენ დასათვალიერებელ ადგილებთან დაკავშირებით.
ღვინობისთვის ჩახჩახა მზე ენთო ცარგვალზეც და მოლაშქრეთა გულებშიც……პ.ს. მწვადიც გახლდათ …მის გარეშე ლაშქრობა სრულფასოვანი ნამდვილად ვერ იქნებოდა
მეტი

მოგზაურობა ცხოველთა სამყაროში

November 14, 2020 Uncategorized  No comments

პირობითად ასე შეიძლება დავარქვათ ბუნების გაკვეთილს, რომელიც პედაგოგმა ლია ნიკოლაძემ ჩაატარა მეორე კლასში.
შინაური ცხოველები –
ძუძუმწოვრები…ასეთი გახლდათ გამოსაკითხი გაკვეთილის თემა. პატარებს ძალიან ბევრი დამატებითი მასალა მოუძებნიათ დამხმარე ლიტერატურიდან თუ ინტერნეტიდან.ამიტომაც გამოავლინეს საკმაოდ დიდი ცოდნა ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით..მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ჰყავდათ, მოსწავლეებს ძალიან ყოჩაღად ეჭირათ თავი,სწრაფად და დამაჯერებლად პასუხობდნენ შეკითხვებს და საოცარ უნარებს ავლენდნენ სხვადასხვა აქტივობის შესრულებისას.
” ტყის ნადირი” – ასეთი გახლდათ ახალი გაკვეთილის თემა. მასწავლებელმა გამოიყენა მდიდარი რესურსი. პატარებმა ცოდნაც შეიძინეს და სანახაობრივადაც კარგი გაკვეთილი გამოუვიდათ….” თქვენ წარმოიდგინეთ, ” სტუმარმა ბაჭიამაც ” ძალიან კომფორტულად იგრძნო თავი მისთვის უჩვეულო გარემოში.
მეტი

შაკო კირკიტაძის სახელობის თასის მფლობელი მეათე კლასის ფეხბურთელთა გუნდი გახდა!

November 14, 2020 Uncategorized  No comments

9 ოქტომბერს, გაიმართა ფინალური მატჩი ფეხბურთში შაკო კირკიტაძის სახელობის გარდამავალ თასზე. ერთმანეთს დაუპირისპირდა მეათე და მეთერთმეტე კლასების გუნდები….თამაში მეათეკლასელთა უპირატესობით დაიწყო და კიდევაც დაწინაურდნენ ანგარიშით 4 : 0. მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდმა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და ანგარიში გათანაბრდა. შემდგომ ორივე კარში თითო გოლი კიდევ გავიდა ..ანგარიში გახდა 5:5. თასის მფლობელის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია…აქ კი უფრო ყოჩაღები მეათეკლასელები აღმოჩნდნენ. გამარჯვებულ ფეხბურთელებს თასი გადასცა გასული წლის ჩემპიონი გუნდის კაპიტანმა – თემურ გაბეხაძემ.
ყველაფერი ამით არ დასრულებულა…გამოვლინდნენ საუკეთესო მონაწილენი:
1. საუკეთესო მოთამაშის ტიტული სამართლიანად მოიპოვა ნიკა აბჟანდაძემ ( გატანილი გოლების უმრავლესობა მისი დამსახურებაა)
2. საუკეთესო მეკარე- ჯარჯი ჯამალაშვილი
3. მაყურებლის სიმპატია – ვასო ძოწენიძე
4 ტურნირის აღმოჩენა – ნიკოლოზ სოფრომაძე
მათ გადაეცემათ დიპლომები და საჩუქრები..
მეტი

January 29, 2020 Uncategorized  No comments

კიდევ ერთი ლამაზი დღე “მზეკაბანში”
განსაკუთრებულად დაიწყო მეორე სემესტრი კერძო სკოლა “მზეკაბანში”. მამა ქრისტეფორეს კურთხევით უფლის მადლი გადმოვიდა ყველა მზეკაბანელზე.
სულ ახლახან მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ ზეიმით აღნიშნა იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული, სულ მალე ნათლისღებას ვიზეიმებთ.
სრულიად საქართველოს შეეწიოს ამ დღის მადლი და გაგვაძლიეროს.

მეტი

საახალწლო ზეიმი “მზეკაბანში”

January 29, 2020 Uncategorized  No comments

წინასაახალწლო საზეიმო განწყობა ნამდვილად აგვიმაღლეს მეორე კლასელებმა, რომლებმაც ძალიან ლამაზი საკარნავალო წარმოდგენა გამართეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში.( პედაგოგები: ლია ნიკოლაძე, გულთამზე კუბლაშვილი)
კოსტიუმირებულმა წარმოდგენამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ლექსი,სიმღერა და ცეკვა ენაცვლებოდა ერთმანეთს, ხალისიანი განწყობა იგრძნობოდა სცენაზეც და დარბაზშიც. დანარჩენს ფოტოსურათები უკეთ “მოგითხრობენ”.

მეტი