Category Uncategorized

“მზეკაბანის” სიამაყე – ქალბატონი მანანა წერეთელი.

October 26, 2023 Uncategorized  No comments

კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა თერჯოლის ქალთა საბჭოს ისტორიაში. კიდევ ერთხელ იფრქვეოდა ულამაზესი ლექსების სტრიქონები სხდომათა დარბაზში. კიდევ ერთ შემოქმედ ქალბატონს უმასპინძლა თერჯოლის ქალთა საბჭომ. ეს გახლდათ ,,მზეკაბანი-2007”-ის ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი ქ-ნი მანანა წერეთელი.
ქ-ნი მანანა დაიბადა და გაიზარდა ჭიათურაში. საშუალო სკოლაც იქვე დაამთავრა, რომლის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თავისი ცხოვრება თერჯოლას დაუკავშირა, ოჯახიც აქვე შექმნა და პირველი სამუშაო გამოცდილებაც მიიღო რაიონულ გაზეთ ,,თერჯოლის“ რედაქციაში, რის შემდეგაც 20 წელიწადი ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას თერჯოლის N1საჯარო სკოლაში. დღეს კი მისი ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ,,მზეკაბანთან“- განათლების ერთ-ერთ მძლავრ კერასთან მუნიციპალიტეტში და არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში. ის ამ სკოლის სული და გულია, მისი განუყოფელი ნაწილია, სასკოლო თეატრალური სპექტაკლების სცენარების ავტორი და რეჟისორია. მისი მოსწავლეები კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასაოცარ შედეგებს დებენ.
ქ-ნ მანანას გამოცემული აქვს ლექსების კრებული ,,მზის საგალობელი“. ახლო ხანებში იგეგმება გამოცემა მისი ახალი ლექსების კრებულისა ,,პირობით ზღვართან“.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა, ცხოვრებისთვის თავი არ დაუხრია. ღირსეულად ზიდა ცხოვრების ჭაპანი და დღეს ხარობს თავისი ოთხი შვილის ბედნიერებით, რომლები აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ჰყავს ექვსი შვილიშვილი.
ისე საოცრად გადმოსცა ქ-ნი მანანას პიროვნება მისმა ერთ-ერთმა მოსწავლემ, მეთორმეტეკლასელმა ,,მზეკაბანელმა“ გოგონამ, რომ თერჯოლის ქალთა საბჭოს სათქმელიც არ დაგვიტოვა.
,,უეცრად გამეღვიძა, თითქოს ცივი წყალი გადამასხა ვიღაცამ. შიშმა ჭერს მიმაჯაჭვა, მზერა გამეყინა. საძრაობადაკარგულმა გვიან გავაცნობიერე , რომ სკოლაში წასასვლელი ვიყავი. ტელეფონს გადავწვდი, ერთი საათი მქონდა მოსამზადებლად. ცოტა კიდევ დავიცადე. ტვინის უჯრედებს თვალი გადავავლე, ჩავუსაფრდი მოსალოდნელ განცდებს. მხოლოდ ერთი საათი და ჩემი სახლიდან საკლასო ოთახში აღმოვჩნდები. ამ ფიქრმა ჟრუანტელი შემიკიდა, გული ამიჩქარა და დამდორებული სისხლი ამიძრავა ძარღვებში . უეცრად დალაგდა საფიქრალიც და საკეთებელიც, თითქოს ყველა დიდი მასწავლებელი ერთად გამომეცხადა და დამმოძღვრა :
,, ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო .
ვინ არის , სიდამ მოსულა , სად არის , წავა სადაო ? „
ამაზე პასუხი ჩემი ძვირფასი მასწავლებლის დახმარებით ვიპოვე . მე არ ვიცი , როგორ უნდა გადმოვცე სიტყვებით მადლიერება და პატივისცემა , რომელთაც მის მიმართ ვგრძნობ . სკოლაში ფეხის შედგმა და ამ საყვარელი ადამიანის დანახვაც კი ჩემთვის ბედნიერი დღის დასაწყისის საწინდარია . მისი თვალები ისეთ სითბოსა და სიყვარულს იტევს, შეუძლებელია, რომ ეს მყისიერად ვერ იგრძნო . ჩემი მასწავლებელი ჩემი იმედია , ჩემი ნათელი წერტილია, სინათლეა უკუნეთში. ის არის პიროვნება, რომელმაც მე ,,ფეხზე დგომა ‘’ მასწავლა. ჩემი მრავალი სასიამოვნო მოგონება სწორედ მას უკავშირდება. მუდამ მემახსოვრება მისი სიამაყითა და სიხარულით გაცისკროვნებული თვალები, თუმცა სულ ასე როდია?! ზოგჯერ საქმიანი კამათი და პოლემიკაც ყოფილა ჩვენ შორის. მთავარი კი ისაა, რომ ჩემს წარმატებებში ,, ლომის წილი ‘’ სწორედ მისია . ჩემი ყველა გრძნობა მისდამი წრფელი და უშუალოა . იგი არ ქმნის ჩარჩოებს , იძლევა შესაძლებლობებს და მიძღვნის საკუთარ თავს, როგორც რესურსს, რომლის ,, გამოყენებაც ‘’ წარმატების გარანტია . ასეთია ჩემი საყვარელი მასწავლებელი .
კრიალოსანივით იკინძება სასკოლო ცხოვრების ყოველი დღე . დრო მიექანება უბელო რაშივით და ყურში კი ჩემი მასწავლებლის სიტყვები მესმის : ,, დროს ფაფარში ჩაეჭიდე, არ ჩამორჩე , მისი სიჩქარით უნდა გაქანდე , რადგან დაკარგულ დროს ვერ დაიბრუნებ ! ‘’ … მე არ დავკარგავ დროს და გავამრავლებ სიყვარულს, ცოდნასა და სიკეთეს, ,, საუკუნო საგზლად ‘’ რომ მიმაქვს ცხოვრების გზაზე ჩემო ძვირფასო მასწავლებელო !“
თერჯოლის ქალთა საბჭო მადლობას უხდის ქ-ნ მანანა წერეთელს ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისათვის, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისათვის და უსურვებს მომავალ წარმატებებს!
მეტი

საუბარი კამათისა და მსჯელობის სხვადასხვა ფორმაზე

October 10, 2023 Uncategorized  No comments

მერვეკლასელმა “მზეკაბანელებმა”. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ( პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე) ისაუბრეს კამათისა და მსჯელობის სხვადასხვა ფორმაზე . ყურადღება გაამახვილეს დისპუტზე. თემებიც თავადვე აირჩიეს :
1) რა არის ბედნიერება?
2)უნდა ჩარიონ თუ არა მასწავლებლები და მშობლები ბავშვების პირად ცხოვრებაში?
3) რა არის მოქალაქეობრივი სიმამაცე?
აქტივობა მეტად საინტერესოდ წარიმართა დისპუტის წესების დაცვით.
მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ბედნიერება ადამიანის სულიერი და ემოციური მდგომარეობაა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს მასში. თითოეულმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ისაუბრა ბედნიერების გამომწვევ ზოგად მიზეზებზე.
რაც შეეხება მეორე თემას, დისპუტის მონაწილეები ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ უფროსების ჩარევა მოზარდების ცხოვრებაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ იგი მხოლოდ რჩევით შემოიფარგლება. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს ბავშვმა. სხვა შემთხვევაში ჩარევა გამოიწვევს კონფლიქტს.
მოქალაქეობრივი სიმამაცე კი ,მოსწავლეების აზრით, არის ის, როდესაც ადამიანს შეუძლია უანგარო დახმარება, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარის გაწირვა, ერთმანეთზე ზრუნვა, სხვისი უფლებების დაცვა.
დისპუტის ბოლომდე მოსწავლეებმა შეინარჩუნეს კეთილგანწყობილი ტონი, თუმცა გამოითქვა განსხვავებული და საპირისპირო აზრი.
მეტი

„ბულინგი“ აქტუალური პრობლემა

October 10, 2023 Uncategorized  No comments

„ბულინგი“ აქტუალური პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისევე საქართველოშიც. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება.შედეგად კი ძალიან ცუდ მდგომარეობას ვიღებთ, ხშირ შემთხვევაში ბავშვების სწორი მიმართულებით განვითარება წყდება და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ. ამ პრობლემის გათავისებასა და მისი გადჭრის გზების ძიებას მიეძღნა დღეს მეხუთე კლასში ჩატარებული “კლასის საათი”(დამრიგებელი დარეჯან ჭანტურიძე). მათ ნახეს ანიმაციური ფილმი ძალადობაზე.მოსწავლეებმა ,მიუხედავად მათი ასაკისა , საკითხის მიმართ სწორად იმსჯელეს , მოიყვანეს რეალური მაგალითები და დაასკვნეს ,რომ მხოლოდ სიკეთე,სათნოება და სიყვარული მოერევა ძალადობას, მათი მეგობრობა კი უსასრულოდ გაგრძელდება.

მეტი

სტუმრად პირველ კლასში

October 2, 2023 Uncategorized  No comments

ყველაზე პატარა “მზეკაბანელებს”( პედაგოგი თამთა თოხაძე) დღეს მეშვიდეკლასელები ( ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე) ჰყავდათ “სტუმრად”.
” ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს….” ასეთი გახლდათ საპრეზენტაციო თემა, რომელიც მათ წარადგინეს უმცროსი მეგობრებისათვის.
აქტივობის ფარგლებში პრეზენტატორებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების გამოჩენილი პიროვნებების გამონათქვამები ზემოაღნიშნულ თემაზე და ყველანაირად შეეცადნენ, რომ პატარებისათვის მარტივი და გასაგები ენით მიეტანათ სათქმელი.
სასწავლო წლის დასაწყისიდან ჯერ ორი კვირაც არ გასულა, მაგრამ უკვე თვალშისაცემია პირველკლასელთა ორგანიზებულობა და მობილიზება სასწავლო პროცესში..ჩვენი ოთახიც იმიტომ დაგითმეთ წელს, რომ კარგად ისწავლითო – უთხრეს მათ უფროსმა მეგობრებმა
მეტი

“პერსონაჟის დღე”

June 3, 2023 Uncategorized  No comments

“პერსონაჟის დღე” მეათეკლასელ ” მზეკაბანელებთან”
დღეს ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე მეათეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” ( პედაგოგი მანანა წერეთელი) რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსნის” გმირები გააცოცხლეს. სასიამოვნო გახლდათ პოეტის უკვდავი სტრიქონების მოსმენა.
კოსტიუმირებულმა წარმოდგენამ მეტი ეფექტი შესძინა საღამოს. ავთანდილობდა – ნიკა გურული, ვეფხვის ტყავი შესანიშნავად მოირგო იური აბჟანდაძემ, როსტევანის პირით პოემის სიბრძნე ღაღადებდა საბა კვახაჯელიძის პირიდან, ჯგუფში სულ ორი გოგონა ჰყავთ რაინდებს, მაგრამ მარიამ მაკარიძემ შესანიშნავად გაართვა თავი თინათინისა და ასმათის როლებს, ხოლო ნესტან- დარეჯანი ლიზი აბჟანდაძე გახლდათ.პოემის პროლოგი გადმოგვცეს ირაკლი დიაკონიძემ და გუგა გეწაძემ, ტიტე ზარნაძემ ” ავთანდილის ანდერძი” წარუდგინა აუდიტორიას, ბეჟან ზანდარაშვილმა რუსთაველის პოემის სიდიადე კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა.❤️❤️ ყოჩაღ, ბავშვებო, წარმატებებს გისურვებთ მომავალში თქვენს შეუდარებელ მანანა მასწავლებელთან ერთად! ” ტარიელებად” ნესტან – დარეჯანებად” , “ავთანდილებად”, “თინათინებად ” , “ფრიდონებად” და “ასმათ – შერმადინებად” ემატეთ საქართველოს!👏👏❤️❤️❤️🙏🙏🙏
ამ ამაღლებული განწყობით სამყაროში ყველა პატარას ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! წმინდა ნინოს მადლი გფარავდეთ ყველგან და ყოველთვის!🙏🙏🙏🙏მშვიდობიან სამყაროში გეცხოვროთ!
მეტი

შემაჯამებელი კომპლექსური დავალება

June 3, 2023 Uncategorized  No comments

ხელნაკეთი ან ელექტრონული წიგნის შექმნა გვიანი შუა საუკუნეებისა და ადრეული ახალი დროის შესახებ.
შუა საუკუნეების მიწურულს განვითარებულმა ისტორიულმა მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელი კაცობრიობის ცხოვრებაზე, მათ შორის საქართველოზეც და სათავე დაუდო ახალ ეპოქას. ამ მნიშვნელოვან თემებზე შექმნეს მერვეკლასელებმა ელექტრონული და ხელნაკეთი წიგნები, წარადგინეს ისინი კლასის წინაშე. გადმოცეს,თუ რის შესახებ იყო მათი წიგნები და რატომ დაინტერესდებოდა მკითხველი მათი შექმნილი ნამუშევრებით.
მეტი

კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

June 3, 2023 Uncategorized  No comments

მეტი

” ქართველების ერთად ყოფნა, დამილოცე ღმერთო!”

June 3, 2023 Uncategorized  No comments

ასეთი გახლდათ ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია, რომლითაც მერვეკლასელმა “მზეკაბანელებმა” შესწავლილი მასალა შეაჯამეს.( პედაგოგი მანანა წერეთელი) . ეს იყო “სპექტაკლი”, რომელმაც დამსწრე საზოგადოება “ბაში – აჩუკისა” და ” ბახტრიონის” გმირებთან ერთად ქვეყნის წარსულში ამოგზაურა.
ლექსი, ლოცვა, სლაიდშოუ, ცეკვა ქმნიდა მეტად ამაღლებულ განწყობას და სიამაყის გრძნობით გვავსებდა თითოეულს. მანანა მასწავლებელი ყოველი წლის ბოლოს გვანებივრებს მსგავსი საღამოებით. წარმატებები მას შეგირდებთან ერთად!
დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ქართველებს ” ერთად ყოფნა” და გაძლიერება!
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, თანამემამულენო! უფლის წყალობა არ მოაკლდეს ჩვენს ლამაზ ქვეყანას!
მეტი

კომპლექსური დავალების შეჯამება

June 3, 2023 Uncategorized  No comments

მერვეკლასელი “მზეკაბანელები” თავიანთ “შემოდგომას” ყველა საგანში იმკიან.
დღეს, 25 მაისს, მათ ჰქონდათ კომპლექსური დავალების შეჯამება (პრეზენტაცია) მათემატიკაში. პედაგოგი და კლასის ხელმძღვანელი ხათუნა კლდიაშვილი.
კომპლექსური დავალება – ” ჩემი ოცნების ბიზნესი” მეტად საინტერესო გახლდათ თითოეული მოსწავლისათვის.
თემა : გარემომცველი სამყარო და გეომეტრიული ობიექტები, ფართობი და ფართობის თვისებები.
მასალის შერჩევისას მოსწავლეებს სრული თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული, ამიტომ პრეზენტაცია გამოვიდა მრავალფეროვანი და მეტად საინტერესო.
ლიკა გურულმა საჯინიბოს მაკეტი დაამზადა და ყველაფერი წარმოადგინა კომპლექსური დავალებიდან გამომდინარე;
ლუკა ნამგალაძემ სტომატოლოგიური კაბინეტი წარმოგვიდგინა.
ლევან კირკიტაძეს თხილის პლანტაცია “გაუშენებია”;
ანასტასია ქოჩიაშვილი კაფეს მონაცემებით დაინტერესდა
ლაშა არაბიძეს გზის რეაბილიტაცია და მშენებლობა “იტაცებს”;
ბარბარე მაჭარაშვილს – სპორტდარბაზი
მარიამ კირკიტაძემ ამფითეატრის შესანიშნავი მაკეტი წარმოადგინა; ნიკოლოზ კლდიაშვილმა წინაპართა ტრადიციას არ უღალატა და ვენახი ” გააშენა” ;
დავით გაპონენკომ – დაფნის პლანტაცია, აღნიშნა, რომ მომგებიანი ბიზნესია.
ბექა შუღლაძემ საცხოვრებელი სახლი “ააშენა” და დავალებასთან დაკავშირებით წარმოადგინა ყველა საჭირო მასალა.
ლუკა ობოლაძემ და გოგა გეწაძემ შესანიშნავი მაკეტი წარმოადგინეს დასასვენებელი პარკისა და სპორტული მოედნისა.
ნიკოლოზ რობაქიძემ კაკლის ხეივანი ” გააშენა” , ხოლო ივა კვახაჯელიძემ შექმნა დაწყებითი სკოლის მოდელი.
ყველა გამომსვლელი ძალიან სერიოზულად გახლდათ მომზადებული , ამიტომაც პრეზენტაცია გამოვიდა საინტერესო.
მადლობა ქალბატონ ხათუნას და წარმატებები მომავალში მოსწავლეებთან ერთად.
მეტი

“ასეთია ჩემი მხარე”

June 3, 2023 Uncategorized  No comments

16 მაისს , მეოთხეკლასელმა “მზეკაბანელებმა” ბუნებისმცოდნეობაში ( პედაგოგი თამთა თოხაძე) შეაჯამეს პროექტი – “ასეთია ჩემი მხარე”.
თითოეულმა პრეზენტატორმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრა იმერეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ და წარმოადგინა სათანადო რესურსი.
წარმატებები პატარებო, თამთა მასწავლებელთან ერთად!
მეტი