Category Uncategorized

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

February 14, 2022 Uncategorized  No comments

ტრადიცია გრძელდება!
” მზეკაბანი 2007 -ის” მოსწავლეები ყოველთვის დიდ წარმატებებს აღწევდნენ ხოლმე ეროვნული -სასწავლო ოლიმპიადის ყველა ეტაპზე. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა…სამი ” მზეკაბანელი” : 1. მიხეილ ჭანტურიძე ( XII კლასი ინგლისური)
2. ჯარჯი ჯამალაშვილი ( XII კლასი ინგლისური)
3. ვახო პატარიძე ( X კლასი ბიოლოგია)
რესპუბლიკის საუკეთესო შედეგების მქონე 50 მოსწავლეს შორის არიან და მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით ტურში.
ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას მოსწავლეებსაც და მათ პედაგოგებს – ქეთევან გოგიაშვილსა და თეა სამხარაძეს.
წინ რთული ტური გელოდებათ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აქაც ღირსეულ შედეგს აჩვენებთ!
მეტი

მასწავლებელთა კონფერენცია

January 24, 2022 Uncategorized  No comments

შპს ” მზეკაბანი 2007 – ის” ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისათვის. ამ მიზნით, 12 იანვარს სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 11 პედაგოგი ხუთი საგნობრივი კათედრიდან.
პროფესიული წინსვლის ფარგლებში ბევრი აქტივობა ხორციელდება სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით. დღეს ჩატარებული კონფერენციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
პანდემიამ განათლების სისტემა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. დისტანციური სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში დიდი როლი ეკისრება ურთიერთთანამშრომლობასა და ამ გზით მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.
კონფერენციაში 11 პედაგოგი მონაწილეობდა 5 საგნობრივი კათედრიდან . თემები წინასწარ გადაეგზავნა გასაცნობად სპეციალურ კომისიას, რომელიც აფასებდა გამომსვლელთა პრეზენტაციებს .
გაგაცნობთ პრეზენტატორებსა და კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებს:
1. დარეჯან ჭანტურიძე ” ელექტრონული პლატფორმების გამოყენება სასწავლო პროცესში” ( უცხო ენების კათედრა)
2. ნინო სოფრომაძე ” სივრცული ფიგურები ჩვენ ირგვლივ” ( მათემატიკისა კათედრა)
3. ხათუნა კლდიაშვილი ” მათემატიკის სწავლების მეთოდიკა დაწყებით კლასებში” (მათემატიკის კათედრა)
4. ელენე კუტივაძე ” მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში” ( საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა)
5. თეა სამხარაძე ” გამარჯობა, მე შენი სხეულის მცველი ვარ”( საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა)
6. თეა დოლაკიძე ” მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება STEM პროექტების დახმარებით”( საბინებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა)
7.ნინო გვენეტაძე ” სიტუაციური ამოცანების გამოყენება ფიზიკის გაკვეთილებზე” ( საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა)
8. ინგა გაბრიჭიძე ” პროექტებით სწავლება მათემატიკაში- პროექტი დრო და მისი გაზომვა” ( მათემატიკის კათედრა)
9. ქეთევან ზარნაძე ” დოკუმენტური ფილმის როლი სასწავლო პროცესში”( საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა)
10.ხათუნა დიდიძე ” საკლასო პროექტების ეფექტური გამოყენება სწავლა- სწავლების პროცესში” ( საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა)
11. მაია გოგბერაშვილი ” ბონოს სააზროვნო ქუდები იგავ-არაკის სწავლებისას ” ( ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა)
კონფერენციაზე წარმოდგენილი ყველა თემა გახლდათ ძალიან საინტერესო, აქტუალური, ეყრდნობოდა პირად გამოცდილებასა და პრაქტიკას.
რამდენიმე გამომსვლელმა აღიარა, რომ უფრო მეტად ღელავდა კოლეგების წინაშე, ვიდრე რესპუბლიკურ კონფერენციაში მონაწილეობის დროს.
ეს იყო მართლაც ერთ-ერთი ძალიან ლამაზი და გამორჩეული დღე ყველა მონაწილისა და დამსწრეთათვის.
რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ შეფასების კომისიის წევრები: 1. აზა მემანიშვილი ( კომისიის თავმჯდომარე)
2. ზურაბ კუტალაძე ( წამყვანი პედაგოგი.ისტორიკოსი)
3. მადონა ჭანტურიძე ( წამყვანი პედაგოგი.მათემატიკოსი)
4. ზურაბ კუპატაძე ( უფროსი მასწავლებელი.მათემატიკოსი),რადგან ყველა გამომსვლელის თემა ერთმანეთზე უკეთესი გახლდათ.
თუმცა ურთიერთშეთანხმებით მაინც მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება.
დიპლომები და ფულადი პრემია გადაეცათ : თეა დოლაკიძეს ( ფიზიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების წამყვან პედაგოგს), დარეჯან ჭანტურიძეს ( რუსული ენის წამყვან პედაგოგს), ხათუნა დიდიძეს ( ისტორიისა და სამოქალაქო განათლების უფროს მასწავლებელს) მაია გოგბერაშვილს ( ქართული ენისა ლიტერატურის უფროს მასწავლებელს) , ქეთევან ზარნაძეს ( ისტორიის უფროს მასწავლებელს)
სიგელებით, სამახსივრო ფასიანი საჩუქრებითა და შედარებით მცირე ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ: თეა სამხარაძე ( ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი) , ნინო სოფრომაძე( მათემატიკის პედაგოგი) , ხათუნა კლდიაშვილი ( მათემატიკის უფროსი მასწავლებელი) , ინგა გაბრიჭიძე ( მათემატიკის უფროსი მასწავლებელი), ნინო გვენეტაძე ( ფიზიკის წამყვანი პედაგოგი) ელენე კუტივაძე(სამოქალაქო განათლების პედაგოგი.უფროსი მასწავლებელი)
კონფერენციამ მიზანს მიაღწია. გამოიკვეთა პრიორიტეტული საკითხები და დაისახა მომავლის ამოცანები.
მასწავლებელთა შემდეგი კონფერენცია დაიგეგმა სასწავლო წლის ბოლოს.
სკოლის ადმინისტაცია მადლობას უხდის კონფერენციაში მონაწილე ყველა პედაგოგს გაწეული შრომისთვის, საინტერესო თემებისთვის და დღევანდელი ლამაზი დღის ” ჩუქებისთვის”! მადლობა კომისიის წევრებს, განსაკუთრებით ჩვენს კოლეგებს საჯარო სკოლებიდან, ობიექტურობისა და პროფესიონალიზმისათვის!
დიდი მადლობა ჩვენს სპონსორს, ძირძველ ” მზეკაბანელს” –
ნინი გვენეტაძეს ფინანსური მხარდაჭერისათვის!
მეტი

” მზეკაბანის” კურსდამთავრებულები ” მზეკაბანისთვის”

January 24, 2022 Uncategorized  No comments

პროექტი გრძელდება, ოღონდ ამჯერად ცოტა განსახვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე….საშობაოდ სკოლაში საკმაოდ დიდი ამანათი მოვიდა…
ადრესანტი 2015 წელს კურსდამთავრებული გიორგი ბუცხრიკიძე გახლდათ. მან სკოლას საჩუქრად გამოუგზავნა წიგნი “ეროვნული ხელისუფლები 419 დღე” , რომლის ერთ-ერთი თანაავტორი თავად გახლავთ. გიორგი ბუცხრიკიძე ყოველთვის დარჩება სკოლის ისტორიაში , როგორც ერთ- ერთი ძალიან წარმატებული კურსდამთავრებული.მისი გამორჩეული სიყვარული ისტორიისადმი და საოცარი წარმატებები ყველა თერჯოლელს ემახსოვრება დღესაც.
გვინდა გიორგის მივულოცოთ ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული! მადლობა გადავუხადოთ ამ სასიამოვნო და საინტერესო საჩუქრისთვის და ვუსურვოთ მომავალი წარმატებები!
მეტი

საახალწლო ზეიმი ,,მზეკაბანში”

January 24, 2022 Uncategorized  No comments

ძალიან, სულ ძალიან მაგარი საახალწლო ზეიმი ” სუპერ ” პირველკლასელ ” მზეკაბანელებთან”
დღეს, 29 დეკემბერს, ახალი 2022 წლის მოახლოება აღნიშნეს ყველაზე პატარა ” მზეკაბანელებმა “. ( პედაგოგი ლია ნიკოლაძე და კლასის ხელმძღვანელი მარიამ აბესაძე მუსიკის პედაგოგი გულთამზე კუბლაშვილი)
ეს იყო საოცარი ლიტერატურულ- -მუსიკალური ზღაპარი, რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
თოვლის პაპამ ძალიან ყოჩაღები უხვად დააჯილდოვა.
მეტი

,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’

January 24, 2022 Uncategorized  No comments

გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’ თავისი არსით მუდამ იქნება განსაკუთრებული ნაწარმოები, რომელიც აცოცხლებს ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანეს პერიოდს და ინარჩუნებს კავშირს დღევანდელობასთან.
ეს ჰაგიოგრაფიული თხზულება ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა იბრძოდნენ ,,მსოფლიონნი ერისკაცნი” და ,,ჭეშმარიტნი მონაზონნი” ერის სულიერი თუ ხორციელი ერთიანობისთვის.
,,მზეკაბანელმა” მეათეკლასელებმა (მასწავლებელი მანანა წერეთელი)არაჩვეულებრივად წარმოადგინეს ნაწარმოებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ასპექტები:
1.ისტორიული მდგომარეობა და გეოგრაფიული არეალი (ამირან მაკარიძე).
2.გრიგოლ ხანძთელი-ტალანტის გამმრავლებელი(გვანცა ქარქაშაძე).
3.,,მსოფლიონნი ერისაცნი” (ანა კუბლაშვილი).
4.,,სარწმუნონნი მონაზონნი”(მარიამ მაკარიძე).
5.არსენ კათალიკოსი და ეფრემ მაწყვერელი(მარიამ პერანიძე).
6.სამონასტრო მშენებლობა ტაო-კლარჯეთში და დღემდე მოღწეული ძეგლები (ვახო პატარიძე).
7.ქრისტიანული სიმბოლოები და სახარებისეული იგავები (ნინი მაჭარაშვილი).
8.საუფლო დღესასწაულები და ,,საწელიწადო იადგარი” (ლიზი ნეფარიძე).
9.რომანული ეპიზოდები (მარიამ გეწაძე).
პრეზენტაციას თან ახლდა გემოვნებით შერჩეული მრავალფეროვანი სლაიდები და ვიდეომასალა.
მოსწავლეებმა ღრმად გაიაზრეს ნაწარმოების მიზანდასახულობა, რაც წინაპირობაა იმისა, რომ მათთვის უწყვეტია წარსულის, აწმყოსა და მომავლის კავშირი.
მეტი

ერთი საინტერესო და ძალიან ლამაზი დღე ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში..

December 25, 2021 Uncategorized  No comments

მერვეკლასელ ” მზეკაბანელებს” ( რუსული ენისა პედაგოგი დარეჯან ჭანტურიძე) გასვლითი გაკვეთილი ჰქონდათ ქალაქ ზესტაფონის თეატრში. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით ნახეს სპექტაკლი – ოსტროვსკის ” ჭექა- ქუხილი”. შესწავლილი თემა გახლდათ: ” როგორი ჟანრის ფილმი, სპექტაკლი, ბალეტი მომწონს?”..მაშინ, როცა პანდემიამ ჩვენი ცხოვრება თითქმის დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანა, სპექტაკლის ნახვა შესანიშნავი ტრადიციეს მქონე თეატრის სცენაზე მაღალპროფესიონალი მსახიობების შესრულებით, ნამდვილი ფუფუნება გახლდათ!

მეტი

” საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ”

December 8, 2021 Uncategorized  No comments

დღეს, 8 დეკემბერს, გეოგრაფიაში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა მეათე კლასში.
თემა .
” სამიტში” მონაწილეობდნენ იტალიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს დელეგაციები, მოწვეული გახლდათ არაწევრი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი.
სხდომა მიჰყავდა ნატოს ” გენერალურ მდივანს” – ვახო პატარიძეს.
მუშაობის პროცესში ჩართულები გახლდნენ ბეჭდური და ტელემედიის წარმომადგენლები.
პანდემიის გამო დასწრებულ რეჟიმში მხოლიდ 8 სახელმწიფოს წარმომადგენელი მუშაობდა, დანარჩენები ჩართულები გახლდნენ დისტანციურად.
” სამიტი” წარიმართა საქმიან გარემოში…იყო აზრთა სხვადასხვაობა, კამათი, თუმცა ეთიკური ნორმების სრული დაცვით.
თითოელი წარმომადგენლის გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი და დამაჯერებელი იყო,, თავი ნამდვილ სამიტზე გეგონებოდათ.
შეუდარებელი გახლდათ ნატოს გენერალური მდივანი – ვახო პატარიძე; გერმანია ნამდვილად იამაყებდა, რომ მოესმინა ნინი მაჭარაშვილის გამოსვლისათვის; გაერთიანებული სამეფოს სახელით შესანიშნავად წარსდგა სამიტზე – ლიზი ნეფარიძე; დამაჯერობლობა და სიდინჯე იგრძნობოდა გვანცა ქარქაშაძის სიტყვაში ( საფრანგეთი) .; ბელგიის წარმომადგენელმა – ანა კუბლაშვილმა ქალურ კდემამოსილებასთან ერთად საკუთარი პოზიციის ურყეობა გვიჩვენა; გონებამახვილური და მიზანმიმართული შეკითხვებით გამოირჩეოდა მარიამ გეწაძე ( იტალია); მედგრად იცავდა საკუთარ პიზიციას და იგერიებდა ჩამჭრელ შეკითხვებს რუსეთის წარმომადგენელი – ამირან მაკარიძე ; თავის თავსაც კი გადააჭარბა და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინა ” სამიტზე” მარიამ მაკარიძემ. მისით ნამდვილად იამაყებდა თავად საქართველოს პრეზიდენტიც.
გამორჩეული გახლდათ მედიის წამომადგენლის – მარიამ პერანიძის გამოსვლები ( შეკითხვები).
კარგი იქნებოდა, ზოგიერთ ჟურნალისტს მისებრ დახვეწილი და სწორი მეტყველება, საუბრის მანერა ჰქონდეს.
” სამიტმა” მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა საბოლოო შეთანხმება ვერ მოხერხდა.
სხდომა შეაჯამა გენერალურმა მდივანმა და მომდევნო შეხვედრა ჩანიშნა 2022 წლის 4 აპრილს ( ნატოს დაარსების დღეს) ქალაქ თბილისში.
P.S. შეუძლებელია, სიტყვებით გადმოგცეთ ის ემოცია, რაც დღეს
” სამიტზე ” ყოფნისას დამეუფლა……ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო და ყურით მოისმინო. მადლობა , ქალბატონო ნორა! ყოჩაღ ბავშვებო! მომავალ ” სამიტამდე” !
მეტი

” ვკითხულობთ გალაკტიონს”

November 30, 2021 Uncategorized  No comments

ამ თემაზე ჩატარდა ქართული ლიტერატურის გაკვეთილი მერვე კლასელ “მზეკაბანელებთან” ( პედაგოგი მაია გოგბერაშვილი). ამგვარად აღინიშნა ქართული პოეზიის ბუმბერაზი მგოსნის დაბადების 130 წლის იუბილე.
მასწავლებელმა ამომწურავი მიაწოდა მოსწავლეებს გალაკტიონის ცხოვრებისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი მომენტების შესახებ.
ამის შემდეგ ასპარეზი პატარებს დაეთმო. მათ მხატვრულად წაიკითხეს დიდი პოეტის მათთვის საყვარელი ლექსი.
ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, რაც შეიძლება, დიდი გალაკტიონის უკვდავსაყოფად გააკეთო პედაგოგმა….
თუმცა ლამაზმა გარემომ და გრძნობით წაკითხულმა ლექსებმა, გააღვივა ინტერესი მგოსნის შემოქმედების უფრო ფართოდ გაცნობისათვის!
მეტი

” მზეკაბანელმა პირველკლასელებმა შემოდგომა გააცილეს”

November 30, 2021 Uncategorized  No comments

დღეს საოცარი ჟრიამული ისმოდა კერძო სკოლა ” მზეკაბანის” ეზოდან. პირველკლასელებმა ( პედაგოგები ლია ნიკოლაძე და მარიამ აბესაძე) წარმოადგინეს მუსიკალურ – ლიტერატურული კომპოზიცია “ნახვამდის, ოქროსფერო შემოდგომავ”.
ნოემბრის მიწურულის ცივმა ქარმა და მოქუფრულმა ამინდმა საზეიმო განწყობა ვერ გააფუჭა.
ღონისძიება უამრავი საინტერესო აქტივობით წარიმართა.
მოსწავლეებმა ბუნებისა და ლიტერატურის სათანადო ცოდნაც გამოავლინეს და კარგადაც გაერთნენ.
მადლიანი შემოდგომის ბარაქა იგრძნობოდა პატარებისათვის სახელდახელოდ მოწყობილ კუთხეში. ლამაზი გარემო მეტ ხიბლს სძენდა ღონისძიებას.
ბოლოს მოსწავლეებმა ოქროსფერი საჰაერო ბუშტები ზეცაში გაუშვეს და თან საახალწლო სურვილები გაატანეს!
მადლობა,ქალბატონო ლია და მარიამ, ასეთი ლამაზი სანახაობისათვის, მშობლებო – მხარდაჭერისათვის!
მეტი

ოქროსმედალოსნები

November 30, 2021 Uncategorized  No comments

რაიონის მერმა ბატონმა ლაშა გოგიაშვილმა, რესურსცენტრის წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების მუშაკებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს 2019- 2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს.
მათ შორის 6 ოქროსმედალოსანი ” მზეკაბანელი” გახლდათ.
თინათინ ჩუბინიძე, ლანა ჭანტურიძე, გიორგი კუბლაშვილი, ზურა არაბიძე, ლაშა ზარნაძე და ციცო რობაქიძე.
რაიონის მერია მედალოსნებს ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი ერთჯერადი სტიპენდიით აჯილდოებს რამდენიმე წელია.ეს ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და 2020- 2021 წლის კურსდამთავრებულებმა (ნინი გოგიაშვილმა და მარიამ აბესაძემ) წინასაახალწლოდ რაიონის ხელმძღვანელობისაგან მიიღეს ეს საჩუქარი.
მეტი