Category Uncategorized

კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ფიზიკაში

May 5, 2023 Uncategorized  No comments

კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ფიზიკაში (პედაგოგი ნინო გვენეტაძე)
” ბარომეტრით წნევის გაზომვა”
მოსწავლეებმა დაამზადეს ბარომეტრი და გაზომეს წნევა.
წარმატებები ნინო მასწავლებელს და მეშვიდეკლასელ ” მზეკაბანელებს!”
მეტი

” მოდი, ვიმეგობროთ”

May 5, 2023 Uncategorized  No comments

2023 წლის 21 აპრილს “მზეკაბანი -2007″-ის მეექვსე კლასში ზეპირი მეტყველების განვითარების მიზნით გათამაშდა როლური სიტუაცია ” მოდი,ვიმეგობროთ”. განხორციელებული აქტივობა სრულად პასუხობდა შესწავლილ თემას ” ქვეყნები და ეროვნებები “.მოსწავლეებმა განასახიერეს ინგლისელი , იტალიელი, ტაილანდელი, უკრაინელი ,ინდოელი და სხვა ეროვნების თანატოლები, რომლებიც საუბრობდნენ სამიზნე ენაზე.
საგანი-რუსული ენა
პედაგოგი -დარეჯან ჭანტურიძე
მეტი

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

May 5, 2023 Uncategorized  No comments

19 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მესამე კლასში ( ქართული ენის პედაგოგი თამთა თოხაძე ) ჩატარდა ბევრი საინტერესო აქტივობით დატვირთული გაკვეთილი – ” ო, ენავ ჩემო”.
პატარებმა მოისმინეს ინფორმაცია ქართული ენის ისტორიასთან დაკავშირებით ,. თუ რატომაა 14 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღი ერისათვის, ნახეს ვიდეორგოლი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ონლაინ იმოგზაურეს დიდი იაკობის სახლ- მუზეუმში, ლექსებითა და სიმღერებით მოეფერნენ ქართულ ენას.
შექმნეს სათანადო ნახატები და აღნიშნეს, რომ ქართული ენის უკვდავებისათვის საჭიროა მისი დაცვა ბარბარიზმებისაგან.
მადლობა თამთა მასწავლებელს და წარმატებები , მესამეკლასელებო!
მეტი

„ ჯანმრთელობა და აფთიაქი“

May 5, 2023 Uncategorized  No comments

2023 წლის 19 აპრილს „მზეკაბანი-2007“-ის მერვე კლასში თემის – „ ჯანმრთელობა და აფთიაქი“ -ფარგლებში მოეწყო ინფორმაციული სახის შეხვედრა სოფელ ღვანკითის გამოცდილ ექთანსა და ფარმაცევტთან – თინა მჭედლიძესთან ,რომელმაც მოსწავლეებს გააცნო აფთიაქის დანიშნულება , წამლების სასარგებლო თვისებებები და მისცა მათ გარკვეული სახის რჩევები .მოსწავლეებმა წინასწარ მოამზადეს მათთვის საინტერესო კითხვები და სტუმართან წარმართეს დიალოგი როგორც მშობლიურ, ისე სამიზნე ენაზე. კლასმა დასმულ კითხვებზე მიიღო ამომწურავი პასუხები ,შეხვედრის ბოლოს კი მერვე კლასის მოსწავლემ ბექა შუღლაძემ და ქალბატონმა თინამ გაითამაშეს სიტუაცია- აფთიაქში. მერვე კლასის მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ შეხვედრით ,გაუჩნდათ დამატებითი შეკითხვები , რამაც უფრო თვალსაჩინო გახადა აქტივობის შედეგი. დიდი მადლობა ქალბატონ თინას და მერვე კლასის მოსწავლეებს საინტერესო შეხვედრისათვის. ( საგანი: რუსული ენა ,პედაგოგი:დარეჯან ჭანტურიძე).

მეტი

” მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისთვის”.

February 28, 2023 Uncategorized  No comments

დღეს, 24 თებერვალს, პროექტის ფარგლებში სკოლას ეწვია 2019 წლის წარმატებული კურსდამთავრებული ნინო სირბილაძე,რომელიც ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტის ( დაწყებითი განათლების სპეციალობა). მეოთხე კურსის წარმატებული სტუდენტი გახლავთ. ნინო წლებია, სახელმწიფო სტიპენდიანტია, ხოლო 2022 წლიდან პარალელურად იღებს პატარკაციშვილი- -გუდავაძის ფონდის სტიპენდიას.
ნინომ მშობლიური სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისათვის წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაცია თემაზე “დაწყებითი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის ეფექტური აქტივობები და გაკვეთილის დიფერენცირება”.
შეხვედრა წარიმართა საინტერესოდ. “მზეკაბანელებს” სიამაყის გრძნობა დაეუფლათ, როცა ყოფილი შეგირდის ასეთი წარმატებული გამოსვლა მოისმინეს.პედაგოგიური. პრაქტიკის ფარგლებში ნინო გაკვეთილის ჩასატარებლად კვლავ ესტუმრება მშობლიურ სკოლას. დარწმუნებული ვართ, რომ მისი სახით მასწავლებელთა მრავალრიცხოვან არმიას ერთი კარგი მოძღვარი შეემატება.
ნინოს სკოლის ადმინისტრაციისგან სამახსოვროდ გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.
მეტი

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

February 28, 2023 Uncategorized  No comments

გეოგრაფიაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნით ტურში გადასვლას ვულოცავთ მე- 11 კლასის მოსწავლეს – ვახო პატარიძეს.
არაა იოლი რესპუბლიკის მასშტაბით მეშვიდე ადგილზე გასვლა.! წარმატებები მომავალშიც!
ეროვ
მეტი

მასტერკლასი როლანდ ხოჯანაშვილისგან

February 28, 2023 Uncategorized  No comments

“მზეკაბანელ” მოსწავლეებთან ქართულსა და გეოგრაფიაში.
დღეს კერძო სკოლა “მზეკაბანში” სტუმრად გახლდათ ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ბატონი როლანდ ხოჯანაშვილი, რომელმაც მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელებთან იმუშავა საგამოცდო წერითი დავალების სტრუქტურაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რადგან პროცესში თავად მოსწავლეები იყვნენ აქტიურად ჩართულები და მათ გამოცდილი მოძღვრის გულის მოგება ნამდვილად მოახერხეს.
მერვეკლასელებთან კი სტუმარმა ჩაატარა გაკვეთილი გეოგრაფიაში. ახალი მასალა გახლდათ – “ბაიკალის” ტბა. ორმოცდახუთი წუთი ისე გავიდა, არც მასპინძლებს შეუმჩნევიათ და არც სტუმარს ეტყობოდა დაღლა, თუმცა სამუშაო არ იყო მცირე მოცულობისა და მარტივი.
სასიამოვნო მოსასმენი იყო მოსწავლეთა უკუკავშირი, რომელსაც ნამდვილად არ აკლდა სიწრფელე და აღფრთოვანება.
მადლიერების ნიშნად , სტუმარს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები მოსწავლეთა ავტოგრაფებით, სკოლის ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი – “მზეკაბანის” სიყვარულისა და ერთგულებისათვის. ქალბატონმა მანანა წერეთელმა სტუმარს უსახსოვრა წიგნი საკუთარი ლექსით.
კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო დღე მიითვალა სასკოლო ცხოვრების ისტორიამ.
მეტი

” კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”

February 28, 2023 Uncategorized  No comments

დღეს სკოლაში საოცრად თბილი გარემო და ამაღლებული განწყობა გახლდათ. პროექტის “მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის” ფარგლებში მოსწავლეებთან შესახვედრად სტუმრად მოვიდა 2011 წლის წარჩინებული კურსდამთავრებული – ბონდო მახვილაძე.
სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ მან წარმატებით ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის სპეციალობაზე და შემდგომ რამდენიმე წელი მუშაობდა პედაგოგად თბილისის ერთ- ერთ კერძო სკოლაში, პარალელურად – მომზადების ცენტრში. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მალევე მიხვდა, რომ მისი” ადგილი’ ” სხვა სფეროში იყო …..დროც არ დაუკარგავს და სამხედრო სამსახურს მიაშურა.უკვე 4 წელია სენაკში საქვეითო ათეულის მეთაურია…
” მზეკაბანში” გატარებული წლები ( თუ მამად გახდომას არ გავითვალისწინებთ) საუკეთესო პერიოდია მისი ცხოვრებისა.
სტუმარმა ძალიან ბევრი მომენტი გაიხსენა მოსწავლეობიდან და აღნიშნა, რომ თუკი რამისთვის მიუღწევია, ამაში ლომის წილი სწორედ ” მზეკაბანს” მიუძღვის .
მან უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს, ” მოეფერა” და მადლიერება გამოხატა ყოფილი პედაგოგებოს მიმართ და პირობა დადო, რომ მომავალში სამივე შვილთან ერთად ესტუმრება “მზეკაბანს”.
შეხვედრის ბოლოს მას სიმბოლურად გადაეცა საჩუქარი – გურამ დოჩანაშვილის “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მეთორმეტეკლასელთა და ლიტერატურის ყოფილი პედაგოგის ავტოგრაფებით, ასევე სერტიფიკატი ” მზეკაბანის ” სიყვარულისა და ერთგულებისათვის.
წიგნსა და ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანთან შეხვედრით დაიხურა საჯარო კითხვის საერთაშორისო კვირეული “მზეკაბანში”.
მეტი

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

February 28, 2023 Uncategorized  No comments

წიგნის საჯარო კითხვის კვირეული გრძელდება.
წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ლამაზად დაიწყო დილა მესამეკლასელი “მზეკაბანელებისათვის”. მათ დღეს პროექტის ფარგლებში მოწვეული ჰყავდათ თანაკლასელ თომა გურგენიძის დედა, ქალბატონი ჯუნა გიგიაძე, რომელმაც ძალიან ლამაზი სიურპრიზი გაუკეთა შვილის თანაკლასელებს.
ჩაი და ” სახლური” გარემო დაახვედრა პატარა მკითხველებს სკოლის ბიბლიოთეკაში.
საჯარო კითხვა საოცრად თბილ სიტუაციაში წარიმართა.მოსწავლეებმა იმსჯელეს წაკითხული მოთხრობების მთავარ სათქმელზე.
ხელოვნების გაკვეთილზე კი შექმნეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობების ილუსტრაციები. ( პედაგოგი ანა სახელაშვილი)
მადლობა ქალბატონ ჯუნას, რომელიც ყოველთვის აქტიურადაა ჩართული “მზეკაბანის” სასკოლო ცხოვრებაში.
მეტი

გრძელდება პროექტი “მზეკაბანის” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის”

December 2, 2022 Uncategorized  No comments

2 დეკემბერს, მშობლიურ სკოლას ესტუმრა კავკასიის უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების IV კურსის წარმატებული სტუდენტი ლანა ზარნაძე. ლანამ 2019 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და გრანტით ჩაირიცხა უნივერსიტეტში. ნიჭიერებამ, შრომისმოყვარეობამ და მიზანდასახულობამ თავისი “სიტყვა თქვა” და წარმატებაც მოიტანა…… ლანას უყვარს საქმე , რომელსაც ემსახურება და ეს ყოველივე საუკეთესოდ გამოსდის. მან “მზეკაბანელი” უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე – ” საინფორმაციო ტექნოლოგიები ყოველდღიური აუცილებლობა”. აუდიტორია ერთი საათის განმავლობაში გულდასმით უსმენდა პრეზენტატორს, რომელმაც შეხვედრის ბოლოს ამომწურავად უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს.
ბედნიერებაა, როცა შენგან ხნულში ჩაგდებული მარცვალი ნაყოფიერ ნიადაგში ხვდება და შემდეგ სასიკეთოდ მრავლდება.
ეს განცდა დაეუფლებოდა ყველა პედაგოგს, რომლებიც დარბაზში ლანას უსმენდნენ! დარწმუნებულები ვართ, რომ მას წინ ბევრი წარმატებული დღე ელოდება! ” მზეკაბანი ” კი ყოველთვის დარჩება
მისი ნაბიჯების მეთვალყურედ!
მეტი