Category Uncategorized

არა ბულინგს!

October 29, 2022 Uncategorized  No comments

ამ თემაზე ჩატარდა პრეზენტაცია მეხუთე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. ( პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე)
დიდი ხნის განმავლობაში ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ძირითადად ძალადობის უკვე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებით შემოიფარგლებოდა. დღეს, მეცნიერული კვლევების სარწმუნო მონაცემებზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღკვეთა შესაძლებელია მანამ, სანამ ის მოხდება.მეხუთეკლასელმა “მზეკაბანელებმა”შეისწავლეს არჩილ სულაკაურის მოთხრობა “ბიჭი და ძაღლი”,სადაც მძაფრად იგრძნობა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგი.მოსწავლეებმა წარმოადგინეს თვალსაჩინო პრეზენტაციები “არა ბულინგს!”, “როგორ დავაღწიოთ თავი ძალადობას” პატარებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს უფროსი მეგობრის,მეთერთმეტეკლასელი მარიამ პერანიძის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია ბულინგის თემაზე. გაიმართა დისკუსია,რომელშიც კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
მეტი

კომპლექსური დავალება – “მოსახლეობის ინტერნეტიზაცია”

October 28, 2022 Uncategorized  No comments

კომპლექსური დავალების – “მოსახლეობის ინტერნეტიზაცის” ( მათემატიკისა და ბუნებისნცოდნეობის ინტეგრირებით, პედაგოგები ინგა გაბრიჭიძე და ნორა ჩუბინიძე) პრეზენტაცია მეხუთე კლასში.
ამ დავალების შესასრულებლად კლასი თითქმის მთელი თვე მუშაობდა, რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
დავალების პირობა იყო , რომ მოეძებნათ ინფორმაცია მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყნის შესახებ. კომპლექსური დავალება ითვალისწინებდა მრავალნიშნა ნატურალური რიცხვების ჩაწერასა და წაკითხვას, ასევე ამ მრავალნიშნა რიცხვების შედარებას, დალაგებას, დამრგვალებას მითითებულ თანრიგამდე და მოქმედებების შესრულებას. ( შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა)
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და სლაიდების საშუალებით წარმოადგინეს მოკლე ცნობები მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყნის შესახებ -მათი მდებარეობის, კულტურის, ეროვნული სიმბოლოების ( გერბი, დროშა) ვალუტის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციების შესახებ.
პრეზენტაციამ წარმატებულად ჩაიარა ძალიან ლამაზ და საინტერესო გარემოში.
წარმატებები ქალბატონ ნორასა და ინგას თავიანთ შეგირდებთან ერთად!
მეტი

კომპლექსური დავალება – “თეატრი ჩვენს ცხოვრებაში”

October 28, 2022 Uncategorized  No comments

კომპლექსური დავალების – “თეატრი ჩვენს ცხოვრებაში” – შემაჯამებელი საფეხური მეოთხეკლასელ ” მზეკაბანელებთან. ( საგანი – მე და საზოგადოება. პედაგოგი – ელენე კუტივაძე)
ორ კვირაზე მეტია, მეოთხეკლასელები აქტიურად იყვნენ ჩართულები ზემოაღნიშნული დავალების ყველა საფეხურზე. ამ ხნის განმავლობაში ისინი ეტაპობრივად გაეცნენ თეატრის ისტორიას; თუ როგორ იდგმებოდა წარსულში სასცენო წარმოდგენები, ასევე მათ შეისწავლეს თეატრში მოქცევის წესები, ნახეს რამდენიმე სპექტაკლი თანატოლების მონაწილეობით. (“კონკია”, ” დედობილი”). ამის შემდგომ შეარჩიეს ყველა ბავშვისათვის საყვარელი ზღაპარი – ” წითელქუდა” , რომლის მიხედვითაც უნდა დაედგათ თოჯინების სპექტაკლი.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს დეკორაციები, დაამზადეს პერსონაჟები და მოირგეს მათი როლები. დანარჩენს ფოტო მასალა გადმოგცემთ.
მეტი

ჭადრაკის წრის მეცადინეობაზე ( ხელმძღვანელი მერი ჩაფიჩაძე)

October 27, 2022 Uncategorized  No comments

მეტი

პირველკლასელთა ლიტერატურული კომპოზიცია – ” აი ია – აი მთელი სამყარო”.

October 27, 2022 Uncategorized  No comments

ძალიან ლამაზ და მიმზიდველ გარემოში აღნიშნეს პირველკლასელმა “მზეკაბანელებმა” იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მუსიკალურ – -ლიტერატურული კომპოზიციით – ” აი ია – აი მთელი სამყარო”. ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსი სიმღერა და პატარა წარმოდგენა. დარწმუნებული ვართ, ეს დღე არასოდეს წაიშლება მათი მეხსიერებიდან. მადლობა ასეთი ლამაზი სანახაობისათვის ქალბატონებს – გულთამზე კუბლაშვილსა და ლია ნიკოლაძეს, მეხუთეკლასელ მოსწავლეებს : ბარბარე შალამბერიძეს, ნინი აბჟანდაძეს, ელენე გურულსა და თეკლა ტოფაძეს. , ასევე პირველკლასელთა მშობლებს ჩართულობისა და გვერდით დგომისათვის.

 

მეტი

მორიგი სტუმარი “მზეკაბანელ” წიგნისმოყვარულებთან.

October 27, 2022 Uncategorized  No comments

27 ოქტომბერს მესამე და მეოთხეკლასელ
” მზეკაბანელებთან” სტუმრად გახლდათ საკრებულოს წევრი, მოსწავლე- -ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების წრის ხელმძღვანელი – ქალბატონი რუსუდან კოვზირიძე, რომელმაც პატარებს წაუკითხა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა “ჩიტუნიას ლოცვა” . მსმენელებს ძალიან მოეწონათ ნაწარმოებში გადმოცემული ამბავი. მოსწავლეებმა უპასუხეს სტუმრის ყველა შეკითხვას და ბოლოს იმაზე ისაუბრეს, რომ მსგავსი ” თავგადასავალი ნებისმიერ მათგანს შეიძლება გადახდეს და მათაც მიიღონ “ჩიტუნიას ლოცვა”. პატარებმა დავალებაც მიიღეს : აღწერონ ეს ამბავი , დაასურათონ და წიგნად აკინძონ.
წარმატებები, წიგნისმოყვარულებო!!!
მადლობა, ქალბატონო რუსუდან!!!
მეტი

კულტურული მრავალფეროვნება ჩვენ გარშემო და ტოლერანტობა

October 27, 2022 Uncategorized  No comments

ასეთი გახლდათ კომპლექსური დავალება, რომელზედაც მეშვიდეკლასელი “მზეკაბანელები” მეორე კვირაა მუშაობენ. ერთ – ერთი ნაბიჯი დავალებისა გახლდათ დისკუსია რელიგიურ ტოლერანტობასთან
დაკავშირებით. ( საგნის მასწავლებელი ელენე კუტივაძე)
საკითხის უკეთ გააზრებისა და დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხების მიღების მიზნით, დისკუსიაში მონაწილეობისათვის “მზეკაბანელებმა” მოიწვიეს თერჯოლის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის არქიმანდრიტი – მამა ქრისტეფორე, რომელმაც ამომწურავად უპასუხა მოსწავლეებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას და აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში. მისივე სიტყვებით, ” კარგი დღე გამოვიდა”.
მეტი

” მზეკაბანი” მისთვის მეორე ოჯახია…

October 26, 2022 Uncategorized  No comments

კიდევ ერთი ახალგაზრდა, პერსპექტიული , ბავშვებსა და თავის საქმეზე შეყვარებული პედაგოგი უნდა გაგაცნოთ…
ქეთევან კირკიტაძემ 2010 წელს დაამთავრა შპს ” მზეკაბანი 2007″ და წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამჟამად იგი მშობლიურ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელია და მეექვსე კლასი ჰყავს სადამრიგებლოდ. ქეთევანმა მალევე მოახერხა შეგირდებისა და კოლეგების გულის მოგება, კოლექტივში უყვართ და აფასებენ გულისხმიერების, კეთილშობილებისა და სხვა დადებითი თვისებების გამო.
დღეს, 26 ოქტომბერს, მეექვსე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შესწავლილ თეორიულ მასალაზე დაყრდნობით შექმნეს მოთხრობა.
ამბავი ყველა მოთხრობაში ერთნაირად არ ვითარდება,თუმცა,მოთხრობების დიდ ნაწილს აქვს აგების საერთო წესი-დასაწყისი,მოქმედების განვითარება,კულმინაცია და ფინალი .მეექვსე კლასელმა მზეკაბანელებმა თეორიის სწავლის შემდეგ შექმნეს მცირე ზომის მოთხრობები ყველა ამ წესის დაცვით და გამართეს პრეზენტაცია .
მეტი

” ტვინების ბრძოლის” შიდასასკოლო ეტაპი დასრულდა.

October 26, 2022 Uncategorized  No comments

24 და 25 ოქტომბერს განსაკუთრებული ფუსფუსი და ვნებათღელვა შეიმჩნეოდა “მზეკაბანში”. გუნდურ ინტელექტუალურ ტურნირში – ” ტვინების ბრძოლა” 10 გუნდი მონაწილეობდა, დებულების თანახამად, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. კონკურსის კოირდინატორი გახლდათ სკოლის ინტელექტუალთა წრის ხელმძღვანელი – პედაგოგი ელენე კუტივაძე და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები.

ტურნირი დაძაბულად, მაგრამ აზარტულად და ობიექტურად მიმდინარეობდა. შემდეგ ეტაპზე “ბრძოლის ” უფლება მოიპოვეს შემდეგმა გუნდებმა:

მეორე კატეგორიის კლასთა გუნდებს შორის საუკეთესო გახლდათ “მწიგნობარი” ( კაპიტანი მერვეკლასელი ბექა შუღლაძე. დამრიგებელი ხათუნა კლდიაშვილი) მათ 58 ქულის დაგროვება შეძლეს და დამსახურებულად გააგრძელებენ ბრძოლას რეგიონალურ ტურზე.

პირველი კატეგორიის კლასთა გუნდებში გაიმარჯვა “მებრძოლებმა”( მეხუთე კლასის გუნდი, კაპიტანი კონსტანტინე კუბლაშვილი, კლასის ხელმძღვანელი ელენე კუტივაძე.) მათ დააგროვეს 59 ქულა და მოიპოვეს შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება.

მეორე კატეგორიის კლასთა გუნდებს შორის საუკეთესო გახლდათ “მწიგნობარი” ( კაპიტანი მერვეკლასელი ბექა შუღლაძე. დამრიგებელი ხათუნა კლდიაშვილი) მათ 58 ქულის დაგროვება შეძლეს და დამსახურებულად გააგრძელებენ ბრძოლას რეგიონალურ ტურზე.

მესამე კატეგორიის კლასთა გუნდებს შორის ( მე- 9; მე- 10 ; მე- 11 და მე- 12 კლასები) პირველობა არავის დაუთმო მეთერთმეტეკლასელთა გუნდმა – ” 5 0 5 “. მათ 53 ქულით მოიპოვეს უფლება , რომ იასპარეზონ რეგიობალურ ტურნირზე. ( გუნდის კაპიტანი გვანცა ქარქაშაძე. კლასის ხელმძღვანელი ინგა გაბრიჭიძე).

ყველა შეკითხვა ლოგიკურ აზროვნებას ეყრდნობოდა . შეკითხვაშივე მოცემული მინიშნებების წყალობით, მონაწილეებმა მოახერხეს საკმაოდ ბევრი ქულის მოგროვება! წარმატებები სკოლის პატარა ინტელექტუალებსა და მათ პედაგოგებს!!!

მეტი

ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და მათემატიკაში მეორეკლასელ ” მზეკაბანელებთან”.

October 24, 2022 Uncategorized  One comment

თავისი 15 წლიანი ისტორიის განმავლობაში “მზეკაბანში” ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გადადგა პედაგოგიური მოღვაწეობის პირველი ნაბიჯები და ჩამოყალიბდა პროფესიონალად… ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. გვსურს, წარმოგიდგინოთ ორი დამწყები პედაგოგი – მარიამ აბესაძე და ანი სახელაშვილი. ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულნი. ისინი მეორე წელია, სრულფასოვანი ” მზეკაბანელები” არიან.

დღეს, 24 ოქტომბერს, მათ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს ქართულსა ( პედაგოგი მარიამ აბესაძე) და მათემატიკაში ( პედაგოგი ანი სახელაშვილი). მოსწავლეებმა გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით “შექმნეს ” ქართული ანბანის ყველა ასო და ძალიან ლამაზი რესურსები დაამზადეს.

წარმატებები მარიამსა და ანის პატარებთან ერთად! მრავალი ღირსეული თაობა აღგეზარდოთ!

 

 

 

 

 

 

მეტი