June 22, 2018 Uncategorized  No comments

საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ,,მხიარული სტარტები”.ერთმანეთს გუნდი ,,მავერიქსი ” და ,,მგელკაცა” დაუპირისპირდა. ასპარეზობა ძალზე მხიარული და აზარტული გამოდგა.გამარჯვებული გახდა გუნდი ,,მავერიქსი”.თუმცა უნდა აღინიშნოს ,,მგელკაცას საუკეთესო თამაში.მადლობა ორგანიზატორებს დიმა არეშიძესა და რენადა აბჟანდაძეს.მადლობა თანადგომისათვის: ვახტანგ ცხადაძეს,მაია გოგბერაშვილს,სალომე ისაკაძესა ,ჟანა ბუცხრიკიძესა და ნანა სვანიძეს.

მეტი

ტურნირი მინიფეხბურთში

June 22, 2018 Uncategorized  No comments

საიუბილეო კვირეულის ფარგლებში გაიმართა შაკო კირკიტაძის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში,რომელშიც V-VI,VII,VIII,IX,X,XI და XII კლასების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა…..ტურნირმა ძალზე საინტერესოდ ჩაიარა. მაყურებლის სიმპატიის პრიზი V-VIკლასების ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა,საუკეთესო ფეხბურთელად XIკლასელი ანრი სახელაშვილი დასახელდა, საუკეთესო მეკარის ტიტული დამსახურებულად XIIკლასელ ჯუბა მურადაშვილს ერგოტურნირის გამარჯვებული XIIკლასელთა ნაკრები გუნდი გახდა, რომელიც ჯუბა მურადაშვილის,ბაქარ დიაკონიძის,საბა შუღლაძის,ბექა არაბიძის,გიორგი ობოლაძის,ლაშა კვატაიას და ტარიელ ფანჩულიძის შემადგენლობით ასპარეზობდა. მადლობა ორგანიზატორებს :დიმა არეშიძეს, რენადა აბჟანდაძესა და ვახტანგ ცხადაძეს

მეტი

,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა”

June 22, 2018 Uncategorized  No comments

საიუბილეო თარიღს მიეძღვნა პატარების მიერ საუკეთესოდ შესრულებული ინგლისურენოვანი სპექტაკლი ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა”..მადლობა მათ….სპექტაკლის რეჟისორი,მუსიკალური გამფორმებელი ,სული და გული ნანა სვანიძე, რეკვიზიტები საკუთარი ხელით რენადა აბჟანდაძემ დაამზადა. სპექტაკლის ორგანიზებაში დიდია სალომე ისაკაძის და გულთამზე კუბლაშვილის როლი.წარმატებები…

მეტი

საიუბილეო კვირეული

June 22, 2018 Uncategorized  No comments

,,მზეკაბანი” 10წლისაა…

ამ საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სწავლების პირველ საფეხურზე მშობლების მონაწილეობით საინტერესო და სახალისო აქტივობები ჩატარდა..

მადლობა კლასის დამრიგებლებს,მშობლებს,მოსწავლეებს..

მეტი

„რა? სად? როდის? „

June 15, 2018 Uncategorized  No comments

2018 წლის 2 ივნისს თერჯოლის მუციპალიტეტმა ტურნირს „ინტელექტის დღე – 2018“ უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატია ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? „
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ტურნირში მონაწილეობა მიიღო 17 გუნდმა.
ქალაქ თერჯოლის ინტელექტი 2018 გახდა – ქალაქ თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანი 2007“
მე-2 და მე-3 ადგილები ერთნაირი ქულათა მაჩვენებლით გაიყვეს: სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის საჯარო სკოლის, სსიპ სოფელ ზედა სიმონეთის დ.კლდიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის და სსიპ ქალაქ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის გუნდებმა.

პროექტში აქტიურად იყო ჩართული ტყიბულისა და თერჯოლის №50 გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი ელგუჯა გოცირიძე და მისი ბიურო. I-II-III ადგილზე გასულ სკოლის გუნდებს დეპუტატის სახელით სპეციალური პრიზი და სხვადასხვა შემეცნებითი და სამეცნიერო ლიტერატურა გადაეცათ.
დიდ მადლობას ვუხდით ბიბლუსს; გამომცემლობა რემედასს; არასამთავრობო ორგანიზაცია რადარამი/გამომცელობა სისესტას, ნოდარ დუმბაძის ფონდს და მის დავმჯდომარეს ქ-ნ ქეთევან დუმბაძეს.

• Biblusi • ბიბლუსი / გამომცემლობა რემედასრადარამი Radarami/გამომცემლობა სიესტა /#ნოდარ#დუმბაძის#ფონდი

მადლობას მოვახსენებთ ორგანიზატორებს, მხარდამჭერ კომპანიებს, მონაწილეებს და მათ გულშემატკივრებს. გამარჯვებულ გუნდებს კი ვუსურვებთ წარმატებებს.

 

მეტი

მათემატიკური წრე ,,პითაგორა”

June 15, 2018 Uncategorized  No comments

წრის მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა…

მეტი

ინტელექტის დღე

June 4, 2018 Uncategorized  No comments

გ ი ლ ო ც ა ვ თ!
დღევანდელი დღე კიდევ ერთი წარმატებული დღეა ჩვენი სკოლის ისტორიაში…
იყო რაიონში საუკეთესო ეს დიდი ბედნიერებაა!!!
2018 წლის ,,ინტელექტის დღის” რაიონული ტურის გამარჯვებული გუნდი ,,მზეკაბანი” უკვე მეხუთედ გახდა
უახლოეს მეტოქეებს 7ქულით გაასწრო და 20ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა….
ამ დიდ წარმატებას ვულოცავ გუნდის წევრებს:დაიანა სახეჩიძეს,ავთანდილ კუბლაშვილს,ირაკლი ჩაფიჩაძეს,თემო ჭუმბურიძეს,გიგი კუბლაშვილსა და ზურა არაბიძეს.
ვულოცავ ,,მზეკაბანს“ და ყველა მის გულშემატკივარს!!!!
დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მესვეურებს,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებს,საგანმანათლებლო რესურსცენტრს ჩვენი სიხარულის გაზიარებისათვის.
განსაკუთრებული მადლობა მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ ელგუჯა გოცირიძეს გუნდის წევრებისათვის განკუთვნილი საჩუქრებისათვის,რაც დიდი სტიმულია თითოეული მათგანისათვის

 

 

მეტი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

June 4, 2018 Uncategorized  No comments

საქართველოს პირველი დემოკრატიული რეპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი თერჯოლის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს სკანდას ციხიდან მიულოცეს რაიონის მესვეურებმა.
რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე წარმოადგინეს საქართველოს ისტორიის 100 წელი, პერიოდი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან დღემდე.
,,მზეკაბანელებმა“ თეატრალიზებული წარმოდგენით გააცოცხლეს 1989-2008წლებში განვითარებული მოვლენები:9აპრილის ტრაგედია,დამოუკიდებლობის აქტის აღდგენა,სამოქალაქო ომი,სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მოვლენები.
დიდი მადლობა წამყვანებს X კლასის მოსწავლეებს:ლანა ჭანტურიძესა და გიგი კუბლაშვილს. წარმოდგენის მონაწილე VIII,IX,X კლასის მოსწავლეებს.
დირექტორის მოადგილეს აზა მემანიშვილს. პედაგოგებს:ხათუნა დიდიძეს,მაია გოგბერაშვილს,ნანა სვანიძეს,სალომე ისაკაძეს,გულთამზე კუბლაშვილს.განსაკუთრებული მადლობა რეკვიზიტების ავტორს რენადა აბჟანდაძეს.

მეტი

მათემატიკური წრე “პითაგორა”

May 22, 2018 Uncategorized  No comments

მათემატიკური წრე “პითაგორა”..

მეექვსე კლასი…მუშაობის ამსახველი ფოტოები…

მეტი

,,რუსთაველის დღეები”

May 14, 2018 Uncategorized  No comments

,,რუსთაველის დღეების“ ფარგლებში საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული ხატვის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ ,,მზეკაბანელები”:
უმცროს ასაკობრივ ჯგუფში
ნინი მაჭარაშვილი
უფროს ასაკობრივ ჯგუფში
ლანა ჭანტურიძე.
მათ ნახატებს ,,ვეფხისტყაოსნის”საიუბილეო კალენდარში მოხვედრის პატივი ხვდა წილად
ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას და დიდ წარმატებას ვუსურვებ მომავალში
საღამო ძალზე გაალამაზა ნინი მაჭავარიანის ულამაზესმა სიმღერამ

 

მეტი