Warning: session_start(): open(/var/cpanel/php/sessions/ea3/sess_bac08ec9adf3d3f9806690abf4b78c70, O_RDWR) failed: No such file or directory (2) in /home/mzekab10/public_html/wp-content/themes/kitchener/functions.php on line 20

Warning: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/mzekab10/public_html/wp-content/themes/kitchener/functions.php:20) in /home/mzekab10/public_html/wp-content/themes/kitchener/functions.php on line 20
შპს "მზეკაბანი-2007"

დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

March 6, 2017 Uncategorized  No comments

დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში II კლასში ხელოვნების გაკვეთილი ჩაატარა მშობელმა,თერჯოლის სამხატვრო სკოლის პედაგოგმა, ქალბატონმა ნინო ჩხიკვაძემ.მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პრაქტიკული სამუშაო.მათ დაამზადეს მისალოცი ბარათები საკუთარი დედებისათვის.
მუშაობის პროცესი იყო მეტად სახალისო და საინტერესო.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქალბატონ ნინო ჩხიკვაძეს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის, ულოცავს მას ,,დედის დღეს“ და უსურვებს მომავალ წარმატებებს!

მეტი

დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

March 6, 2017 Uncategorized  No comments

დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში X კლასში, მშობელ -საზანოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ ,ქალბატონ მადონა ჭანტურიძის მიერ , ჩატარდა გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილის თემა   გახლდათ- „ზოგიერთი ფუნქციის გრაფიკი და მისი გარდაქმნა“.საინფორმაციო ტექნოლოგიებით, მრავალფეროვანი რესურსებითა და სახალისო აქტივობებით დატვირთულმა გაკვეთილმა მეტად საინტერესოდ ჩაიარა.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქალბატონ მადონა ჭანტურიძეს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის, ულოცავს მას გაზაფ  ხულის დადგომასა და ,,დედის დღეს“, უსურვებს მომავალ წარმატებებს!

მეტი

ინტეგრირებული პროექტი ,,ქართული ხელნაწერები”

February 1, 2017 Uncategorized  No comments

1 თებერვალს მე-8 კლასის მიერ განხორციელდა ინტეგრირებული პროექტი ,,ქართული ხელნაწერები”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები – ქართული ხელნაწერები და კულტურულ -საგანმანათლებლო და რელიგიური ცენტრები სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, თურქეთში, საქართველოში. მასალის მრავალფეროვნებიდან და სირთულიდან გამომდინარე მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, გააანალიზეს მოძიებული მასალა, წარმოადგინეს პრეზენტაცია- გაფირმებული მრავალფეროვანი თვალსაჩინო მასალით

მეტი

წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება

February 1, 2017 Uncategorized  No comments

16 იანვარს გაიმართა შპს ,,მზეკაბანი-2007-ის” წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. სკოლის დირექტორმა-ნ. გვენეტაძემ საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადასცა სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს:

  1. ნინო გეწაძე (V კლასის მოსწავლე)
  2. ნინი მაჭავარიანი  (V კლასის მოსწავლე)
  3. ანა ცხადაძე (VI კლასის მოსწავლე)
  4. გიორგი ჩაფიჩაძე (VII კლასის მოსწავლე)
  5. ჯარჯი ჯამალაშვილი (VII კლასის მოსწავლე)
  6. ლანა ზარნაძე  (X კლასის მოსწავლე)
  7. ანა გოგავა  (X კლასის მოსწავლე)
  8. მარიამ ღავთაძე (XI კლასის მოსწავლე)
  9. ირაკლი ჩაფიჩაძე (XI კლასის მოსწავლე)
  10. არჩილ ჩაფიჩაძე (XII კლასის მოსწავლე)
მეტი

December 27, 2016 Uncategorized

სასკოლო ცხოვრებაში მშობლთა ჩართულობის ფარგლებში  “მზეკაბანს”სამტრედიის რაიონული პროკურორი(სამტრედია,ვანი,ხონი) მალხაზ გეწაძე ეწვია საინტერესო პრეზენტაციით .
ბატონმა მალხაზმა ძალზე საინტერესოდ ისაუბრა პროკურატურის როლისა და ფუნქციის,სამართალდარღვევათა სახეების,არასრულწლოვანთა დანაშაულისა და მისი პრევენციის შესახებ.
შეხვედრა ორი საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
მოსწავლეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს სტუმარს და კვლავ შეხვედრის იმედით დაემშვიდობენ.

მეტი

December 27, 2016 Uncategorized

 

პროექტი ,,ბარაქიანი შემოდგომა“

პატარებმა ზეიმით გააცილეს შემოდგომა…..იყო ლექსი,სიმღერა,ცეკვა…პრეზენტაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ბარაქიან შემოდგომაზე…..მოეწყო პატარების მიერდამზადებული ჰერბარიუმებისა და ნახატების გამოფენა…..

მეტი

სიახლე

December 6, 2016 Uncategorized

მეტი