„მედიაწიგნიერების დღე სკოლებში”

October 26, 2023 Uncategorized  No comments

“მზეკაბანი 2007-ის” კვირეული „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში”
დღე I
მიმდინარე კვირეულის ფარგლებში V კლასში ჩატარდა პირველი აქტივობა ე.წ.კვლევა ,რომლის მიხედვითაც დადგინდა ,თუ რამდენად იყო კლასი ინფორმირებული მედიაწიგნირების შესახებ. ამისათვის გამოყენებულ იქნა შესაბამისი ტესტი , მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში და დააფიქსირეს სწორი პასუხების შესაძლო ვარიანტები. ტესტის დარიგების წინ ისინი გაეცვნენ მედიაწიგნიერების მიზანსა და საჭიროებას , ნახეს ანიმაციური ვიდეო და უპასუხეს შეკითხვებს. აღნიშნულმა აქტივობამ გამოავლინა,რომ მოსწავლეები საჭიროებდნენ დახმარებას მედიაწიგნიერების არსის უკეთ გასაცნობად.
დღე II
V კლასში განხორციელდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეების დახმარებას, მათ შეკითხვებზე პასუხების გაცემას, ტესტის შედეგების განხილვას და შესაბამისი რესურსების მეშვეობით დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას. თვდაპირველად განიხილეს ტესტის სწორი პასუხები, მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი დამოკიდებულება ზოგადად სოციალური მედიის ირგვლივ,მოიყვანეს პირადი მაგალითები და აქტიურად ჩაერთვნენ მოკლე დისკუსიაში. მომდევნო ეტაპზე მათ დაურიგდათ სპეციალური ბარათები ,რომლებზეც მოცემული იყო მედიაწიგნიერების შესახებ სხვადასხვა განმარტებები ,წესები და რეგულაციები. მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს ბარათებზე დატანილი ინფორმაცია და განავრცეს მათი შინაარსი. ასევე ისაუბრეს ჰაკერების არსებობისა და დეზინფორმაციის შესახებ ,რითაც გარკვეული წარმოდგენა შეიქმნეს მედიაწიგნიერების თაობაზე, იმსჯელეს მის საჭიროებაზე და ნახეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო „მედიაწიგნიერების რაობა“,რომლის დახმარებითაც გაუმჯობესდა მოსწავლეთა წარმოდგენა მედიაწიგნიერების შესახებ.
დღე III
აქტივობა ,, გაშეშებული კადრი“
კიდევ ერთი აქტივობა განხორციელდა მეხუთე კლასში. კლასმა ნახა საბავშვო ფილმი „ უხილავი ნიშანი“,რომელიც ეხებოდა სკოლას,მასწავლებლისა და მოსწავლის,შვილისა და მშობლის ურთიერთობებს.
მათ ფილმიდან აირჩიეს პერსონაჟი, განასახიერეს და გაახმოვანეს ზოგიერთი კადრი, ეპიზოდი. დანარჩენებმა აღნიშნეს , რამდენად სწორად შეძლო თანაკლასელმა მედიაგზავნილის აუდიტორიამდე მიტანა. ამ აქტივობით მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ყველა ადამიანი ინფორმაციას – მოსმენილს, გაგონილსა თუ ნანახს თავისებურად აღიქვამს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია პირველწყაროს მოძიება/გაცნობა. აღნიშნული აქტივობა ასევე ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.მოსწავლეებმა შეამოწმეს საკუთარი მეხსიერებისა და აღქმის უნარი. მათ ძალიან მოეწონათ მსგავსი ფორმატი, თავისებურად იმსჯელეს ფილმის ირგვლივ და მეტი რამ შეიტყვეს მედიაწიგნიერების შესახებ.
დღე IV
შექმენი პოსტერი „ მედიაწიგნიერება“
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა წინა აქტივობებიდან გარკვეული წარმოდგენა შეიქმნეს მედიაწიგნიერების შესახებ,რის საფუძველზეც შეეცადნენ თავად დაეხატათ და წარმოეჩინათ თუ რა გაიგეს აღნიშნული საკითხის შესახებ. მათ შესანიშნავად წარმოადგინეს ნამუშევრები და საკუთარი შემოქმედებითი უნარები. პოსტერების პრეზენტაციას ესწრებოდა შპს კერძო სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი აზა მემანიშვილი
დღე V
• აქტივობა ,,შექმენი რეკლამა“
მოსწავლეებმა თავდაპირველად იმსჯელეს და მასწავლებელთან ერთად განმარტეს რეკლამის სახეები და ფორმები. შეარჩიეს კონკრეტული თემა და გაინაწილეს ჯგუფები. მხოლოდ ამის შემდეგ გადაიღეს სარეკლამო ვიდეორგოლი , გამოიყენეს დარწმუნების სხვადასხვა მეთოდი ,რათა გაეყიდათ სასურველი ნივთი ან მოეზიდათ თანატოლები რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში.
რეკლამის მიმზიდველად წარმოჩენისათვის მათ გაითვალისწინეს დამხმარე შეკითხვები:
რა არის შენი რეკლამა?
სად გინდა, რომ გავრცელდეს?
რატომ დასჭირდებათ შენი რეკლამა?
რით არის განსხვავებული და უკეთესი შენი რეკლამა ?
ვინ უნდა დაინტერესდეს შენი რეკლამით?
ეს აქტივობა განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მათთვის. უნდა ითქვას ,რომ ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და რაც მთავარია ,მათ გაიუმჯობესეს კრიტიკული ,შემოქმედებითი და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

8 + 2 =