განცხადება

October 4, 2018 Uncategorized  No comments

ისტორიის წრე “” იწვევს შპს “მზეკაბანი 2007” – ის V -VI კლასის მოსწავლეებს. წრე იფუნქციონირებს  4ოქტომბრიდან  20დეკემბრის ჩათვლით. წრის წევრებთან შეხვედრა შედგება ყოველ ხუთშაბათს, გაკვეთილების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში. საწრეო მუშაობის მიზნებია: ჩამოუყალიბდეს მოსწავლეს საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლისათვის საჭირო ძირითადი უნარ-ჩვევები: წყაროებზე ,რუკებზე,ილუსტრაციებზე,ცხრილებსა და დიაგრამებზე მუშაობა.გაუღვივოს მოსწავლეს ცნობისმოყვარეობა საკუთარი ქვეყნის წარსულისა და აწყმოსადმი.
საწრეო მუშაობის პერიოდში მოსწავლეები შეძლებენ, როგორც სახელმძღვანელოების, ასევე კლასგარეშე ლიტერატურის დახმარებით გაიღრმავონ ცოდნა საქართველოს ისტორიის შესახებ.მუშაობის პერიოდში ასევე გამოვიყენებთ ვიდეო ფილმებს, რომელიც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას მისი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე.მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, შეძლებენ წაკითხულის გაგებას, გააზრებას, ანალიზსს, სინთეზს. განუვითარდებათ ინფორმაციის დახარისხების, კომუნიკაციის,  საკუთარი აზრის გამოთქმის და   კრიტიკული აზროვნების უნარი-ჩვევები . წრის მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან დასახული მიზნების მისაღწევად მოსწავლეები შეასრულებენ სხვადასხვა აქტივობებს. და გაიღრმავებენ ცოდნას. დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ტელ.: 555-30-75-55

წრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდიძე

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

− 4 = 4