ბუნებისმეტყველების წრე ,, გარემოს ქომაგი,, (პროგრამა)

April 3, 2019 Uncategorized  No comments

წრის მიზანი: მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდეს  დაკვირვების, კლასიფიცირების, შედარების, გაზომვის და თანამშრომლობის საწყისი  უნარ – ჩვევები.

საწრეო მუშაობის განრიგი:   

თარიღი

 

თემა აქტივობები რესურსები
1 8.02.2019 პირადი ნივთები და ვირუსის თავიდან აცილების  გზები მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს წრეობრივი მუშაობის პროგრამას და წესებს.მინი ლექციის სახით ისაუბრებს  ვირუსების გავრცელების  საფრთხეზე და მათი თავიდან აცილების  გზებზე. სამუშაო ბარათების გამოყენებით დაასახელებენ პირად ნივთებს და გამოთქვამენ საკუთარ აზრს  თემის შესახებ. სამუშაო ბარათები

დაფა

ცარცი

 

 

2 15,02.2019 ვიზრუნოთ გარემოს სისუფთავეზე მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება გარემოს სისუფთავის მნიშვნელობაზე, შემდეგ ჩავლენ სკოლის ეზოში  და მონაწილეობას მიიღებენ ეზოს დასუფთავებაში. სკოლაში დაბრუნებულები აუცილებლად დაიბანენ ხელებს საპნით. ხელთათმანები

საპონი, წყალი

 

3 22.02.2019 კვირის დღეები თვალსაჩინოების გამოყენებით გაეცნობიან კვირის დრეებს, ითამაშებენ  დიდაქტიკურ თამაშს ,,რა დღეა დღეს „ ეცდებიან კვირის დღეების დამახსოვრებას.

 

თვალსაჩინოება, დაფა, ცარცი
4 1.03.2019 წელიწადის დროები პროექტორის გამოყენებით ნახულობენ ფოტომასალას  წელიწადის დროებზე , ასახელებენ თავიანთ საყვარელ სეზონს, საუბრობენ   რატომ  უყვართ ესა თუ ის დრო,ბოლოს კი ხატავენ  საყვარელ სეზონს. კომპიუტერი,პროექტორი, უბრალო და ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები,საშლელი,

სათლელი

5 15.03.2019 მარცვლეულის დათესვა, ეტაპობრივი დაკვირვება მცენარის აღმონაცენზე მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება მცენარის აღმოცენებისა და ზრდა -განვითარებისათვის საჭირო პირობებზე, შემდეგ თესავენ მარცვლეულს, დროდადრო რწყავენ და აკვირდებიან აღმონაცენს, ეტაპობრივად ზომავენ სიმაღლესაც. სახურავიანი კონტეინერი, ბამბა, წყალი, მზესუმზირის და ლობიოს მარცვლები,

სახაზავი , დაფა, ცარცი

6 22.03.2019 რითი იკვებება ცხოველები მოსწავლეები მოისმენენ მასწავლებლის მინი ლექციას, ცხოველების  თანაცხოვრების  წესებზე და კვების შესახებ. ცხოველებს დააჯგუფებენ, მცენარისმჭამელ, ხორცისმჭამელ დ ნაირმჭამელ ცხოველებად. დაფა, ცარცი,

სამუშაო ბარათები,

კალამი, ფანქარი

 

7 29.03.2019 ია, მცენარის ნაწილები მოსწავლეები დააკვირდებიან იას სურათზე , ასევე საკუთარი თვალით აღწერენ ნამდვილ იას, მასწავლებლის დახმარებით  გაიხსენებენ  მცენარის ნაწილებს, დაასახელებენ და გააფერადებენ მცენარეს შესაბამის ფერად. იის სურათი , ბუნებრივი ია, დაფა, ცარცი, სამუშაო ბარათები, ფერადი ფანქრები, საშლელი, სათლელი.
8 5.04.2019 სჭირდება , თუ არა მცენარეს ჰაერი?! მასწავლებელი ბავშვებს გაახსენებს მცენარის ზრდა განვითარებისათვის საჭირო პირობებს,

შემდეგ ორი მცენარის ტოტს მოათავსებენ  ორ  წყლიან ჭურჭელში, ერთს დავახურავთ გერმეტულ ქილას , მეორეს დავდგამთ ჰაერზე და დავაკვირდებით რამდენიმე დღე. ამ ცდაზე დაკვირვებით გააცნობიერებენ მცენარისათვის ჰაერის მნიშვნელობას.

დაფა , ცარცი,  მცენარის ტოტი, ქილა, ორი წყლიანი ჭუეჭელი
9 12.04.2019 სჭირდება თუ არა მცენარეს წყალი, როგორ შეიწოვს მცენარე მას. გაახსენებს მცენარის ზრდა განვითარებისათვის საჭირო პირობებს, შემდეგ მცენარის ტოტს მოვათავსებთ   წყლიან ჭურჭელში,რომელშიც ფერადი წყალია , ოთხი საათის შემდეგ გადავჭრით მცენარის ღეროს, დავაკვირდებიან და მიხვდებიან როგორ შეიწოვა მცენარემ წყალი. დაფა , ცარცი,  მცენარის ტოტი, ქილა, ორი წყლიანი ჭუეჭელი
10 19.04.2019 როგორ ხმას გამოსცემენ და ამ შინაურ ცხოველთა ნაშიერს რას ეძახიან? მოსწავლეები მოისმენენ ცხოველთა ხმებს, მოსმენის შემდეგ გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და ხმით გამოიცნობენ ცხოველებს, შემდეგ დაასახელებენ მათ ნაშიერს. დაფა , ცარცი,  კომპიუტერი,

პროექტორი

11 3.05.2019 ხილი და ბოსტნეული , ჯანსაღი საკვები მოსწავლეები ნახავენ თვალსაჩინოებას ხილის და ბოსტნეულის სურათებით, ისაუბრებენ , იმსჯელებენ ამ საკვების მნიშვნელობაზე. დაფა , ცარცი,  თვალსაჩინოება ხილის და ბოსტნეულის სურათებით
12 10.05.2019 პროდუქტების დახარისხება მასწავლებელი ესაუბრებათ პროდუქტების შენახვის წესებსა და შენახვის ვადებზე, მოსწავლეები იმუშავებენ ბარათებზე ,  პროდუქტებს გაანაწილებენ მაცივარსა და კარადაში. დაფა , ცარცი,  სამუშაო ბარათები, კალამი, ფანქარი
13 17.05.2019 წელიწადის თორმეტი თვე მასწავლებელი წაუკითხავთ ლექსს ,,წელიწადის თორმეტი თვე,,  ნახავენ სლაიდს და ისაუბრებენ თემის ირგვლივ. დაფა , ცარცი,  კომპიუტერი, პროექტორი

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

80 − = 70