“N-ოვაცია 2019″

January 29, 2020 Uncategorized  No comments

“მზეკაბანის“ პატარა მსახიობები ქუთაისის ოპერის დიდ სცენაზე
14 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნა ქუთაისის სასკოლო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი
“N-ოვაცია 2019″, რომელიც იმერეთის რეგიონის რამდენიმე სკოლის თეატრალურ კოლექტივს მასპინძლობს.
ფესტივალი – “N-ოვაცია“ წელს მეათედ ტარდება, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი გახლავთ არტცენტრ „მარიოტის „ დირექტორი- ქალბატონი მარინა მარჯანიშვილი.
საკონკურსო სპექტაკლებს აფასებს მეტად კომპეტენტური ჟიური:
ნიკა წულუკიძე- თეატრმცოდნე, პროფესორი, ტელეწამყვანი.
მაია დათუნაშვილი- მუსიკათმცოდნე.
სოაფია პატარაია- განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.
ვაჟა ჯუღელი – აიპის გაერთიანების ხელმძღვანელი.
ლევან როხვაძე- ქუთაისის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე.
კახა მიქიაშვილი- თავისუფალი თეატრის მსახიობი.
თეკლა მარჯანიშვილი- გორის თეატრის წამყვანი მსახიობი.
დამეთანხმებით, ოპერის თეატრის სცენაზე გამოსვლა და თან მუსიკალური წარმოდგენის შესრულება ასეთი შემადგენლობის ჟიურის წინაშე ნამდვილად არაა იოლი, მაგრამ მზეკაბანელებმა ეს შესანიშნავად მოახერხეს… მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ, დაველოდებით ფესტივალის დასკვნით საღამოს, სადაც დასახელდება გამარჯვებული კოლექტივები და ნომინაციები, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ მოკლე ამონარიდები ჟიურის წევრთა გამოსვლებიდან:
„ საოცარი კულტურა, სიფაქიზე და დისციპლინა მთელი სპექტაკლის განმავლობაში…“
„ არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმება და ქორეოგრაფია…“
„ სხვა დროსაც აღგვინიშნავს, რომ რეგიონებში განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან…“
„ დახვეწილი და სწორი მეტყველება სპექტაკლის ყველა მონაწილისა…“
„ აქ არ იყო განსხვავება მთავარი და და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელთა შორის …“
და ბოლოს : „ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა…“
დამეთანხმებით, ეს არის საოცარი შეფასება ნიჭიერი ხელმძღვანელის- ნატა ცხადაძის- დაუღალავი შრომის შედეგისა, რომელმაც მთელი სული და გული ჩადო სპექტაკლში და „მზეკაბანის“ ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთი წარმატებული დღე აჩუქა… მადლობა ქორეოგრაფ დეო ნაბახტეველს ლამაზი ნომრებისათვის.
სპექტაკლი განსაკუთრებული ხიბლი შესძინა „ახალბედა მზეკაბანელის“ – IX კლასის მოსწავლის – ანი ანაკიძის ვიოლინოზე შესულებულმა რამდენიმე მუსიკალურმა ნომერმა.
პატარა მსახიობები და მათი გულშემატკივრები ველოდებით ჟიურის საბოლოო სიტყვას 22 დეკემბერს დასკვნით საღამოზე.

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

+ 25 = 29