სკოლაში მიღება

1 . დაწესებულების პირველ კლასში ჩაირიცხებიან ბავშვები რომელთაც 6 წელი შეუსრულდათ  1 ოქტომბრამდე.

2. დაწესებულებაში ჩასარიცხად მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) წარმოადგენენ შემდეგ საბუთებს:შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

ბ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);

გ) მოსწავლის ფოტოსურათი დისკზე;

დ) დაბადების მოწმობის  სანოტაროდ დამოწმებული ასლი;

ე) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;

ვ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

ზ) სსსმ მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა.

3. დაწესებულებაში ჩარიცხვისას მოსწავლეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) უნდა გაეცნონ დაწესებულების დებულებას და შინაგანაწესს, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მარეგლამენტირებელ სხვა დოკუმენტებს და გააფორმონ წერილობითი ხელშეკრულება სკოლასთან.

4. დაწესებულების პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე. პარალელურ კლასებში მოსწავლეთა განაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევით.