ბექა შუღლაძე Steve Jobs American Academy სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის გრანტოსანია.

February 4, 2025 Uncategorized  No comments

მეათეკლასელი მზეკაბანელი ბექა შუღლაძე Steve Jobs American Academy სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის გრანტოსანია. საოცრად ლამაზი და სანახაობრივი გახლდათ აკადემიის ადმინისტრაციის მიერ სტუდენტებისათვის გრანტების გადაცემისა და ფიცის დადების ცერემონიალი. ბექა უკვე მესამე წელია სკოლაში არსებული STEAM კლუბ “ჩხირკედელას” წევრია. ( ხელმძღვანელი თეა დოლაკიძე) და როგორც თავად ამბობს, წრეში მიღებული ცოდნა და უნარ- ჩვევები ძალიან ეხმარება აკადემიაში სწავლის პროცესში.
წარმატებები ბექას მომავალშიც!
 
მეტი

მარიამ ყიფიანის პერსონალური გამოფენა

February 4, 2025 Uncategorized  No comments

31 იანვარს, თერჯოლის სამხატვრო სკოლაში გაიმართა VI კლასის მოსწავლის, მარიამ ყიფიანის პერსონალური გამოფენა. გამოფენას ესტუმრნენ თერჯოლის სხვადასხვა ორგანიზაციისა და დაწესებულების წარმომადგენლები, ქალაქის მერი ბ.მანუჩარ რობაქიძე, სკოლა მზეკაბანი- 2007 – ის ხარისხის მართვის მენეჯერი ქ. აზა მემანიშვილი, ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებელი ბ.არნოლდ დოლაკიძე , მარიამის თანაკლასელები, მეგობრები , უახლოესი ადამიანები.
დიდი მადლობა სამხატვრო სკოლის დირექტორს ქ. თამარ ღარიბაშვილს, მთელ სამხატვრო კოლექტივს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისათვის.
მარიამი ჩვენი სკოლისა და კლასის განძია, რომელიც ასევე არის ღირსეული, მოწესრიგებული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ,
სულიერად და შემოქმედებითად მდიდარი გოგონა.
მარიამ, გვეამაყება შენი არსებობა, წარმატებული მომავალი დაგბედებოდეს!
მეტი

Erasmus+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა YE “Nature-Inspired Art Therapy”

January 25, 2025 Uncategorized  No comments

მონაწილეობენ 🇩🇪🇬🇪🇪🇪🇦🇲 18-27 იანვარი 2025 – ქ. ერევანი, სომხეთი
🇬🇪 ჯგუფი გაემგზავრა 🇦🇲 დედაქალაქ ერევანში,
გზად კი დაათვალიერეს უკვდავი “მიმინო”-ს
ძეგლი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტში მონაწილეობენ შპს სკოლა “მზეკაბანი-2007”-ს მე-11 კლასის მოსწავლეები:
1. თეკლა ჭანტურიძე;
2. ლიზი ჭანტურიძე;
3. ნინი ჯანელიძე;
4. ნინი ლილუაშვილი;
5. მარიამ ჯაოშვილი;
                                                                                                                                                                   6. ლიზი ბუიძე.
მეტი

მასწავლებელთა კონფერენცია ” ნინე”

January 17, 2025 Uncategorized  No comments

12 იანვარს, შპს სკოლა ” მზეკაბანი 2007 -ის ” სააქტო დარბაზში მესამედ გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია ” ნინე”,რომელშიც მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 10 პედაგოგი.
საკუთარი წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება კოლეგებისთვის -ასეთია კონფ ერენცია ” ნინეს” მიზანი. დღეს ათმა პედაგოგმა შესანიშნავი პრეზენტაციებით გააცნო აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება კონფერენციაში მონაწილეობდნენ:
1. ნანა სვანიძე – შპს სკოლა ” “მზეკაბანი -2007- ის” ინგლისური ენის პედაგოგი. თემა “თამაშით სწავლება, როგორც უცხო ენის შესწავლის სტრატეგია და რესურსი”
2. დარეჯან ჭანტურიძე- შპს სკოლა ” მზეკაბანი -2007-ის” რუსული ენის მასწავლებელი, VI კლასის დამრიგებელი. თემა ” დამრიგებლობა ყველაზე ტკბილი პერიოდი”
3.ნინო გვენეტაძე – შპს სკოლა მზეკაბანი -2007-ის”, მ.ბუცხრიკიძის სახ.ალისუბნის მეორე საჯარო სკოლისა და შორაპნის სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. თემა ” არაფორმალური განათლების როლი მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებაში”
4. მაია მელუავა- ნახშირღელის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. თემა ” ლირიკული ნაწარმოების სწავლების ფსიქოლოგიურ- მეთოდიკური ასპექტები”
5. მადონა ჭანტურიძე- ზედა საზანოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.თემა ” სამაგიდო თამაშები მათემატიკაში”
6.ქეთევან ზარნაძე – შპს სკოლა ” მზეკაბანი- 2007-ის” ისტორიის მასწავლებელი.თემა ” მაკეტების ისტორია”
7. ლონდა ტოფაძე- შპს სკოლა ” მზეკაბანი- 2007-ის “დაწყებითი კლასის მასწავლებელი. თემა ” რა არის ხელოვნური ინტელექტი?”
8. ზურა ბარბაქაძე – შპს სკოლა ” მზეკაბანი – 2007-ის” სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი.თემა ” ბერიკაობა”
9.მანანა აბრამიშვილი – შპს სკოლა ” მზეკაბანი – 2007-ის” ბიოლოგიის მასწავლებელი. თემა ” სიცოცხლის კიბე” შემოქმედებით-შემეცნებითი დავალება”
10. ნინო სირბილაძე – შპს სკოლა ” მზეკაბანი -2007-ის ” დაწყებითი კლასის მასწავლებელი .თემა ” ეფექტური სწავლა- სწავლების პროცესი კოგნიტური სქემებითა და თვალსაჩინოებების გამოყენებით”
კონფერენციას ესწრებოდნენ პედაგოგები და თერჯოლის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან შეყრილაძე.
შეხვედრის ბოლოს პრეზენტატორ პედაგოგებს გადაეცათ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები, რომლებიც შპს სკოლა ” მზეკაბანის” დირექტორის – ნატა ცხადაძის მიერაა დაწესებული.
კონფერენციის ბოლო მაჟორული აკორდი გახლდათ მუსიკის პედაგოგის – გულთამზე კუბლაშვილის დაჯილდოება სკოლის დირექციის მიერ. მას, როგორც ამაგდარ პედაგოგს , სკოლის წარმატებებში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის , გადაეცა დიპლომი და სიმბოლურად “ვიოლინოს გასაღები” ( კედლის საათი), რომელიც ,ალბათ, რეაბილიტირებულ მუსიკალურ სკოლაში დაამშვენებს მის კაბინეტს!
მეტი

საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა

January 17, 2025 Uncategorized  No comments

27 დეკემბერს, ” მზეკაბანში” გაიმართა ტრადიციული საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა.  ყოველთვის ვეხმარებოდით ხოლმე არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველ ოჯახებს , თუმცა ამის შესახებ არასდროს დაგვიწერია.
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ გადაწყვიტა, ორგანიზება გაეკეთებინა ამ საქველმოქმედო აქციისთვის და ამჯერად შემოსული თანხა დაემატებინა “ჭკვიანი დაფის ” შესაძენად არსებული დანაზოგისათვის.  აქციაში აქტიურად ჩაერთნენ პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე, მათი მშობლები, მეწარმეობის წრის წევრები ….რას არ ნახავდით აქ – ნაქსოვი, თექა, ხელთნაკეთი სამკაულები, ეპოქსიდის ნივთები, ტკბილეული, დესერტი , ცხელი სასმელები, ბაზრობამ სახალისოდ ჩაიარა – პატარებმა 605 ლარი და 60 თეთრი შეაგროვეს.
მიზანთან სულ ახლოს ვართ, შარშან რამდენიმე მეგობარი დაგვპირდა, რომ ” ჭკვიანი დაფისთვის” გარკვეული თანხით დაგვეხმარებოდა ჰოდა, ძვირფასებო, პირობის შესრულების დრო მოვიდა, იმედია, სიტყვას არ გატეხთ!
საშობაო ბაზრობის შემდეგ პედაგოგებმა ვიზრუნეთ ,რომ ერთმანეთისთვის გვეჩუქებინა ბედნიერი წუთები, სითბო და სიყვარული.
მეტი

,,ახალი წელი ტექნოლენდიაში”

January 17, 2025 Uncategorized  No comments

დღეს კომპიუტერული ვირუსი ,,მზეკაბანის” ,,ტექნოლენდიაშიც” შემოიჭრა, მაგრამ ქალაქის ბინადარმა რობოტებმა და კომპიუტერის ნაწილებმა ერთმანეთის დახმარებით შეძლეს ვირუსის დამარცხება და ახალი წლის ერთად აღნიშვნა.

მეტი

ყველაზე ფერადები

January 17, 2025 Uncategorized  No comments

პირველკლასელმა ” მზეკაბანელებმა” თავიანთი საოცარი პედაგოგებითა და მშობლებით არაჩვეულებრივი განწყობა შექმნეს წინასაახალწლოდ!  მადლობა მათ ” ჯადოსნურ სამყაროში ” მოგზაურობისთვის! მადლობა ლონდა და ანა მასწავლებლებს ასეთი ლამაზი საღამოსთვის!

მეტი

სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის გრანტი

January 17, 2025 Uncategorized  No comments

საუკეთესო საჩუქარი ახალი წლის წინ საკუთარ თავსა და გულშემატკივრებს!
ბექა შუღლაძემ სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ზესტაფონის ფილიალის გრანტი მოიპოვა! ვულოცავთ ბექას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!
მეტი

სტუმრად ,,კონსტრუქტ2-ში”

January 17, 2025 Uncategorized  No comments

შპს,,მზეკაბანი- 2007-ის” მეცხრე კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ქეთევან ზარნაძე) სტუმრად იმყოფებოდნენ კოლეჯ ,,კონსტრიქტ2-ში” სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებზე. ადგილზე გაეცნენ ელექტროობას, სანტექნიკას, მშენებლობის სხვადასხვა დარგს, სტუდენტების მიერ სწავლების პროცესში დამზადებულ ლითონის სხვადასხვა ნაკეთობას და ა.შ. დაათვალიერეს აუდიტორიები, ლაბორატორიები, პრაქტიკული სასწავლო სივრცეები, გასართობი და მოსასვენებელი ოთახები. კოლეჯში სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო და ბიზნესის სფერო. ასევე აქვთ USAID- ის მიერ დაფინანსებული პროგრამები. კოლეჯის ხელმძღვანელობამ გულთბილად მიგვიღო და გვიმასპინძლა. მივიღეთ ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი Teona Gabunia-ს. სკოლის დირექციამ და კოლეჯის ხელმძღვანელობამ გააფორმა მემორანდუმი, რომლის საფუძველზე ამ ორ სასწავლო დაწესებულებას შორის ჩატარდება ერთობლივი პროექტები და ღონისძიებები.

მეტი

Erasmus +

January 17, 2025 Uncategorized  No comments

ჩვენი გოგონები – ლიზი ტოფაძე და თეკლა არაბიძე “Erasmus + -ის” ფარგლებში თანატოლებთან ერთად  ( 8 – 17 დეკემბერი) ნაყოფიერ და მშვიდობიან დღეებს გისურვებთ ,ახალგაზრდებო! ბევრი საინტერესო პროექტი და მომავალი წარმატება! მჯერა,რომ გუშინ ძალიან ლამაზად და მრავალმხრივ წარმოადგინეთ ჩვენი ქვეყანა ” კულტურის დღეებზე”

მეტი