ცოდნის ტაძარში შემოდგმულ პირველ ნაბიჯებს დაგილოცავთ, პატარა მზეკაბანელებო!

September 29, 2022 Uncategorized  No comments

 

 

 

 

 

 

 

მეტი

თერჯოლის კერძო სკოლის „მზეკაბანი 2007“ წარმატება STEAM პროექტების რესპუბლიკურ გამოფენა-კონფერენციაზე 

July 14, 2022 Uncategorized  No comments

 

https://akhaliganatleba.ge/https-akhaliganatleba-ge-wp-admin-post-phppost17882actioneditclassic-editor/?fbclid=IwAR2-QyatYUOQz4ftH7LLh_z-ruvzjZ17s2ZQ0-hmpLyg3zsvuGAObe1t1tE

 

 

მეტი

მასწავლებელთა რაიონული ფორუმი

July 14, 2022 Uncategorized  No comments

სასკოლო კონფერენციის წარმატებული პროექტებით მასწავლებელთა რაიონულ ფორუმზე.
დღეს მართლაც გრანდიოზული ფორუმი გაიმართა რაიონის საგანმანათლებო სივრცეᲨი. მასპინᲫელი თერჯოლის მეორე საჯარო სკოლა გახლდათ, ორგანიზატორი-ადგილობრივი რესურცენტრი.
კონფერენციაზე მოსწავლეთა მიერ დამზადებული რესურსები წარადგინეს პედაგოგებმა – თეა დოლაკიᲫემ, ( ფიზიკის მასწავლებელი) თეა სამხარაᲫემ ( ბიოლოგი) და ინგა გაბრიჭიᲫემ ( მათემატიკოსი).
ყველა პროექტმა დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. აღნიᲨნული რესურსებით მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობას მიიღებენ STEM საგნების რესპუბლიკურ კონფერენციაᲨი, რომელიც დედაქალაქᲨი Ჩატარდება 7 ივლისს.
წარმატებები პედაგოგებსა და მათ Შეგირდებს.
მადლობა რესურსცენტრსა და რაიონის ხელმᲫღვანელობას ასეთი მაღალორგანიზებული Შეხვედრისათვის.
მეტი

“სიბრძნის, სიყვარულის, სილამაზისა და ქართული გენის ზეობა”

July 14, 2022 Uncategorized  No comments

ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ ლიტერატურულ სპექტაკლს , რომელიც მეათეკლასელმა “მზეკაბანელებმა” შემოგვთავაზეს დღეს.
არ ვიცი, ეს როგორ დავწერო, ეს თავად უნდა ნახო და მოისმინოო – ბრძანა ერთმა სტუმარმა წარმოდგენის შემდეგ და მეც იმავეს გავიმეორებ. ძნელია სიტყვაში ჩაატიო ის ემოცია, რომელიც დღეს განვიცადეთ თითქმის 2 საათის განმავლობაში. ქალბატონმა მანანა წერეთელმა და მისმა შეგირდებმა ამ სპექტაკლით სულ სხვა განზომილებაში გადაგვიყვანეს და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს ქართული გენის უნიკალურობასა და უკვდავებაში.
თითოეულ მონაწილეს პროფესიონალი მსახიობივით ჰქონდა გათავისებული თავისი როლი, ამიტომაც შეძლეს მსმენელის დატყვევება.
შეუდარებელი გახლდათ ვახო პატარიძის მიერ განსახიერებული ტარიელი; ნამდვილად მოგნუსხავდათ მარიამ მაკარიძე ნესტან – დარეჯანის როლში; თინათინის მშვენიერება და კდემამოსილება ზუსტად მიიტანა მაყურებლამდე ნინი მაჭარაშვილმა, რომელსაც პარტნიორობდა სწორფერი ავთანდილი – ამიკო მაკარიძე. ალბათ , თავად რუსთაველიც იამაყებდა , ანა კუბლაშვილის ასმათისათვის რომ მოესმინა.
ფრიდონის როლი შესანიშნავად მოირგო საბა ცერცვაძემ; თუკი რომელიმე რეჟისორი გადაწყცეტს და ” ვეფხისტყაოსნის” სცენებს გადაიღებს, მას თამამად შეგვიძლია ლიზი ნეფარიძის კანდიდატურა შევთავაზოთ. შეუდარებელი გახლდათ მისი ფატმანი.
რუსთაველის სიბრძნე ღაღადებდა შესანიშნავი დეკლამატორების – მარიამ პერანიძის, გვანცა ქარქაშაძისა და მარიამ გეწაძის ბაგეთაგან.
კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს სპექტაკლის მონაწილეებმა, რომ შოთა რუსთაველი და მისი ” ვეფხისტყაოსანი” ნამდვილადაა მსოფლიო ლიტერატურის მწვერვალი.
წარმოდგენას კრავდა თავსა და ბოლოში წაკითხული ქალბატონ მანანა წერეთლის საკუთარი ლექსები, რომლებმაც სიკაშკაშე შემატა ამ დიად საგანძურს.
გარემო გახლდათ საოცარი…. დეკორაციებმა, შესანიშნავმა მუსიკალურმა ფონმა და სლაიდებმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა სპექტაკლი.
” ეს ბავშვები და ქალბატონი მანანა მარტო თქვენს რაიონს კი არა, მთელ საქართველოს უნდა აჩვენოთ” – ბრძანა ერთ-ერთმა სტუმარმა და მის სურვილს აუცილებლად შევასრულებთ… სექტემბერში ისედაც დაგეგმილი გვქონდა ამ წარმოდგენის ჩვენება ფართო აუდიტორიისათვის.
მადლობა ქალბატონო მანანა! ყოჩაღ , მოსწავლეებო!
მეტი

მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია “მზეკაბანში”

July 14, 2022 Uncategorized  No comments

სასწავლო წელი დასრულდა,მაგრამ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფუსფუსი არ წყდება “მზეკაბანში”.
დღეს ჩატარდა კონფერენცია განხორციელებული STEM-ის პროექტებთან დაკავშირებით.მონაწილეობდნენ VII-VIII და X კლასის მოსწავლეები.( თეა დოლაკიძე -კლუბ “ჩხირკედელას” ხელმძღვანელი,ფიზიკის მასწავლებელი,თეა სამხარაძე-ბიოლოგიის პედაგოგი, ინგა გაბრიჭიძე-მათემატიკის მასწავლებლი)
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი პროექტები და საკუთარი ხელით დამზადებული ნაკეთობებისა და სლაიდშოუს დახმარებით აუდიტორიას გააცნეს ყველა ის ეტაპი ,რომელიც წინ უძღოდა კონფერენციას.
პატარა „ჩხირკედელებმა“ წარმოადგინეს „შუქნიშანი“ -პრეზენტატორი ლევან კირკიტაძე, „ხელის ავტომატური დისპენსერი“ წარადგინა ანასტასია ქოჩიაშვილმა, „ხაზზე მავალი რობოტის“ შესახებ ისაუბრეს ივა კვახაჯელიძემ და ბექა შუღლაძემ. „სახლის ელექტრო განათება“ ბარბარე მაჭარაშვილმა წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. „ელექტრონული წრედი ფურცელზე“ ნიკოლოზ კლდიაშვილმა გაგვაცნო,ხოლო „ელეტრონულ სარწყავ სისტემაზე“ ისაუბრა ლიკა გურულმა (ყველანი VII კლასელები არიან პედაგოგი თეა დოლაკიძე)
ძალიან საინტერესო გახლდათ „ნორჩი არქიტექტორების“ მიერ წარმოდგენილი დასასვენებელი ხის კოტეჯის მაკეტი შიგა და გარე განათებით, ინტერიერითა და კეთილმოწყობილი ეზოთი. პრეზენტატორები X კლასის მოსწავლეები ანა კუბლაშვილი და ნინი მაჭარაშვილი,მათემატიკის პედაგოგი ინგა გაბრიჭიძე. „ნორჩი არქიტექტორები” დაგვპირდნენ,რომ სინამდვილეშიც განახორციელებენ აღნიშნულ პროექტს,სადაც მათ ყოფილ პედაგოგებსაც მოგვეცემა დასვენების საშუალება.
„სუნთქვა“- ასეთი გახლდათ VIII კლასელი მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტი.( ბიოლოგიის პედაგოგი თეა სამხარაძე) საკუთარი ხელით შექმნილი თვალსაჩინოებით, სრულიად მარტივი კონსტრუქციით მოსწავლეებმა გვაჩვენეს ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისას,რა მოუდის ფილტვებს,ბრონქებსა და პლევრის ღრუს.
კონფერენციის მონაწილეებს ღონისძიების ბოლოს გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები სკოლის დირექციისაგან. თვის ბოლოს ყველა პროექტი მონაწილეობას მიიღებს STEM –ის რესპუბლიკურ კონფერენციაში.
მეტი

შაკო კირკიტაძის სახელობის გარდამავალი თასი უკვე მეათედ გათამაშდა.

June 10, 2022 Uncategorized  No comments

დღეს რაიონის მინიმოედანზე გაიმართა ფინალური მატჩი ფეხბურთში შაკო კირკიტაძის სახელობის გარდამავალ თასზე. ერთმანეთს შეხვდნენ მეთორმეტე კლასისა და მეცხრე- მეათე – მეთერთმეტე კლასების ნაკრები გუნდები.
თამაში მატჩის პირველივე წუთებიდანვე აზარტულად და საინტერესოდ წარიმართა.
პირველი გოლი მოწინააღმდეგის კარში მეთორმეტეკლასელმა( აწ კურსდამთავრებულმა) ვასო ძოწენიძემ გაიტანა და გუნდი დააწინაურა.ამის შემდგომ თამაშის ბედი რადიკალურად შეიცვალეს მოწინააღმდეგეებმა და ზედიზედ ხუთჯერ აიღეს მეტოქის კარი. 5: 1 ასე დამთავრდა ეს ძალიან ლამაზი მატჩი მეცხრე- მეათე- მეთერთმეტე კლასელთა ნაკრები გუნდის სასარგებლოდ.
საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა ამირან მაკარიძე , ბომბარდირები – ომარ ქათამაძე და ნიკოლოზ აბჟანდაძე,
( მათ ანგარიშზე 2- 2 გოლია) ხოლო საუკეთესო მოთამაშის ტიტული წილად ხვდა ვასო ძოწენიძეს.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა გარდამავალი თასი და პირველი ხარისხის დიპლომი. საუკეთესო მოთამაშეები და ბომბარდირები( ვ. ძოწენიძე., ა. მაკარიძე, ო.ქათამაძე და ნ. აბჟანდაძე) დაჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებით სკოლის დასკვნით შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს – ბადრი რობაქიძესა და ვახტანგ ცხადაძეს.
მეტი

,,წლის საყვარელი დრო”- კომპლექსური დავალება

June 10, 2022 Uncategorized  No comments

წლის ყველა დრო თავისებურად ლამაზია, მაგრამ “მზეკაბანელ ” მეექვსეკლასელებს მიაჩნიათ ,რომ ” წლის საყვარელი დრო” განსაკუთრებულია. უცხო ენაში განხორციელებული კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპზე მათ მოგვითხრეს, თუ როგორი ბუნებრივი მოვლენებია წლის ამა თუ იმ დროს და როგორ ერთობიან საყვარელ სეზონზე. გაკვეთილი ჩატარდა ხალისიან გარემოში და ამწვანებული ბუნების წიაღში. როგორც ბავშვებმა აღნიშნეს,მალე არდადეგები დაიწყება და დღვანდელი დღე დიდხანს შეუნარჩუნებს მათ პოზიტიურ განწყობას
მეტი

საიდან იღებს სათავეს ” იავნანა”?

June 10, 2022 Uncategorized  No comments

ამ თემაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია მეხუთეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე ( პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე)
დღესაც ბევრი დედა თავის პატარას ” იავნანათი” ზრდის. სიმღერას გაუცნობიერებლად ღიღინებს, თუმცა , შეიძლება, არც კი იცოდეს, რომ ამ ძილისპირულს სინამდვილეში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა და საუკუნეების განმავლობაში სხვა დატვირთვით სრულდებოდა.
მეხუთეკლასელები ფილმ ” იავნანას ” ნახვის შემდეგ დაინტერესდნენ “ბატონების” ეპიზოდით , მასთან დაკავშირებული რიტუალით და სწორედ ამან განაპირობა წარმოდგენილი პრეზენტაციაც
მართა ნეფარიძემ შესასრულა უძველესი სვანური ” იავნანა, ” რომელსაც დედები მხოლოდ ვაჟებს უმღეროდნენ გოგონებმა აუდიტორიას გააცნეს უძველესი შელოცვები, ვაჟებმა კი დედებს მიუძღვნეს ლექსები. დარბაზის ოვაციები დაიმსახურა ნიკოლოზ კუპატაძის მიერ ემოციურად წაკითხულმა ლექსმა , რომლითაც ის საზღვარგარეთ მყოფ თავის დედიკოს შეეხმიანა”.
პატარებმა გაკვეთილის ბოლოს შეასრულეს მზის პირველი საგალობელი – ” მზე შინა”. ( მუსიკის პედაგოგი გულთამზე კუბლაშვილი)
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება.წარმატებული ფინიში გვინდა ვუსურვოთ მეხუთეკლასელებსა და მათ პედაგოგ ქეთევან კირკიტაძეს!
მეტი

„ბედი ქართლისა“

June 10, 2022 Uncategorized  One comment

IX კლასელმა „მზეკაბანელებმა“ ( პედაგოგი მანანა წერეთელი) შემაჯამებელი გაკვეთილის თემად აირჩიეს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა „ბედი ქართლისა“.
პოემის სათქმელმა განსაკუთებული სიმწვავით გაიჟღერა, რადგან ჩვენი უახლესი ისტორია- აფხაზეთისა და ისტორიული სამაჩაბლოს დაკარგვა და ის საშინელი რეალობა, უკრაინის მაგალითით რომ მოგვევლინა, უკავშირდება სწორედ რუსეთის ხელისუფალთა შოვინისტურ პოლიტიკას, რომლის ფონზეც უფასურდება ყველა ადამიანური ღირებულება.
მოსწავლეებმა – საბა კვახაჯელიძემ, ნიკა გურულმა და ლიზი აბჟანდაძემ გააცოცხლეს ის უმნიშვნელოვანესი დიალოგი, რომელიც დღემდე ძალზე აქტუალურია. მათვე წარმოადგინეს რომანტიკოსი პოეტის პირადი წერილები,სოლომონ დოდაშვილთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მასალა.
ირაკლი დიაკონიძემ, გუგა გეწაძემ, იური აბჟანდაძემ, ბეჯან ზანდარაშვილმა, ტიტე ზარნაძემ, ომარ ქათამაძემ ვრცლად ისაუბრეს გეოგრაფიულ არეალზე, ისტორიულ ვითარებაზე – მაშინდელ მტრებსა და „მოყვარე მტერზე“, პოემის რეალიზმზე, კრწანისის ბრძოლასა და იმ მოვლენებზე, ამ ბრძოლას რომ უძღვოდა და მოსდევდა.
პრეზენტაცია მიეძღვნა ქალბატონ ნინელი გვენეტაძის ხსოვნას.
მეტი

„თორნიკე ერისთავი“

June 10, 2022 Uncategorized  No comments

8 ივნისს „მზეკაბანი 2007-ის“ VII კლასელებმა ( პედაგოგი მანანა წერეთელი) არაჩვეულებრივად წარმოადგინეს სცენები აკაკი წერეთლის გენიალური ისტორიული პოემიდან „თორნიკე ერისთავი“. ასევე მსმენელს მიაწოდეს ვრცელი ინფორმაცია ათონის ივერთა ღვთისმშობლის მონასტრისა და სასწაულმოქმედი ივერიის ღვთისმშობლის შესახებ. მათ გაითავისეს ის ეროვნულ-სარწმუნოებრივი სულისკვეთება, რომელიც სასიცოცხლო ძალას აძლევდა ჩვენს მონასტრებს სამშობლოსა თუ იცხო ქვეყნების მიწაზე.
ისტორიული ფაქტის ულამაზესი ფორმით წარადგენაში მათ მიერ წრფელი გულით ანთებულმა სანთლებმა შემოიტანეს და გააცოცხლეს ის საოცარი სულისკვეთება, პატრიოტიზმი თუ ჰუმანიზმი, ასე რომ ენეტრება ქართველს დღეს.
მადლობა VII კლასის მოსწავლეებს: ლიკა გურულს,ივა კვახაჯელიძეს, დავით გაპონენკოს, ბარბარე მაჭარაშვილს, ლევან კირკიტაძეს, ბექა შუღლაძეს, ლაშა არაბიძეს, ანასტასია ქოჩიაშვილს, ნიკოლოზ რობაქიძეს, ნიკოლოზ კლდიაშვილს,ლუკა ობოლაძეს, ლუკა ნამგალაძეს, გოგა გეწაძეს ამ მშვენიერი ღონისძიებისათვის, რომელიც მიეძღვნა ქალბატონ ნინელი გვენეტაძის ნათელ ხსოვნას.
მეტი