საახალწლო ზეიმი ,,მზეკაბანში”

January 24, 2022 Uncategorized  No comments

ძალიან, სულ ძალიან მაგარი საახალწლო ზეიმი ” სუპერ ” პირველკლასელ ” მზეკაბანელებთან”
დღეს, 29 დეკემბერს, ახალი 2022 წლის მოახლოება აღნიშნეს ყველაზე პატარა ” მზეკაბანელებმა “.
ეს იყო საოცარი ლიტერატურულ- -მუსიკალური ზღაპარი, რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
თოვლის პაპამ ძალიან ყოჩაღები უხვად დააჯილდოვა.
მეტი

,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’

January 24, 2022 Uncategorized  No comments

გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’ თავისი არსით მუდამ იქნება განსაკუთრებული ნაწარმოები, რომელიც აცოცხლებს ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანეს პერიოდს და ინარჩუნებს კავშირს დღევანდელობასთან.
ეს ჰაგიოგრაფიული თხზულება ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა იბრძოდნენ ,,მსოფლიონნი ერისკაცნი” და ,,ჭეშმარიტნი მონაზონნი” ერის სულიერი თუ ხორციელი ერთიანობისთვის.
,,მზეკაბანელმა” მეათეკლასელებმა (მასწავლებელი მანანა წერეთელი)არაჩვეულებრივად წარმოადგინეს ნაწარმოებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ასპექტები:
1.ისტორიული მდგომარეობა და გეოგრაფიული არეალი (ამირან მაკარიძე).
2.გრიგოლ ხანძთელი-ტალანტის გამმრავლებელი(გვანცა ქარქაშაძე).
3.,,მსოფლიონნი ერისაცნი” (ანა კუბლაშვილი).
4.,,სარწმუნონნი მონაზონნი”(მარიამ მაკარიძე).
5.არსენ კათალიკოსი და ეფრემ მაწყვერელი(მარიამ პერანიძე).
6.სამონასტრო მშენებლობა ტაო-კლარჯეთში და დღემდე მოღწეული ძეგლები (ვახო პატარიძე).
7.ქრისტიანული სიმბოლოები და სახარებისეული იგავები (ნინი მაჭარაშვილი).
8.საუფლო დღესასწაულები და ,,საწელიწადო იადგარი” (ლიზი ნეფარიძე).
9.რომანული ეპიზოდები (მარიამ გეწაძე).
პრეზენტაციას თან ახლდა გემოვნებით შერჩეული მრავალფეროვანი სლაიდები და ვიდეომასალა.
მოსწავლეებმა ღრმად გაიაზრეს ნაწარმოების მიზანდასახულობა, რაც წინაპირობაა იმისა, რომ მათთვის უწყვეტია წარსულის, აწმყოსა და მომავლის კავშირი.
მეტი

ერთი საინტერესო და ძალიან ლამაზი დღე ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში..

December 25, 2021 Uncategorized  No comments

მერვეკლასელ ” მზეკაბანელებს” ( რუსული ენისა პედაგოგი დარეჯან ჭანტურიძე) გასვლითი გაკვეთილი ჰქონდათ ქალაქ ზესტაფონის თეატრში. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით ნახეს სპექტაკლი – ოსტროვსკის ” ჭექა- ქუხილი”. შესწავლილი თემა გახლდათ: ” როგორი ჟანრის ფილმი, სპექტაკლი, ბალეტი მომწონს?”..მაშინ, როცა პანდემიამ ჩვენი ცხოვრება თითქმის დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანა, სპექტაკლის ნახვა შესანიშნავი ტრადიციეს მქონე თეატრის სცენაზე მაღალპროფესიონალი მსახიობების შესრულებით, ნამდვილი ფუფუნება გახლდათ!

მეტი

” საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ”

December 8, 2021 Uncategorized  No comments

დღეს, 8 დეკემბერს, გეოგრაფიაში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა მეათე კლასში.
თემა .
” სამიტში” მონაწილეობდნენ იტალიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს დელეგაციები, მოწვეული გახლდათ არაწევრი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი.
სხდომა მიჰყავდა ნატოს ” გენერალურ მდივანს” – ვახო პატარიძეს.
მუშაობის პროცესში ჩართულები გახლდნენ ბეჭდური და ტელემედიის წარმომადგენლები.
პანდემიის გამო დასწრებულ რეჟიმში მხოლიდ 8 სახელმწიფოს წარმომადგენელი მუშაობდა, დანარჩენები ჩართულები გახლდნენ დისტანციურად.
” სამიტი” წარიმართა საქმიან გარემოში…იყო აზრთა სხვადასხვაობა, კამათი, თუმცა ეთიკური ნორმების სრული დაცვით.
თითოელი წარმომადგენლის გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი და დამაჯერებელი იყო,, თავი ნამდვილ სამიტზე გეგონებოდათ.
შეუდარებელი გახლდათ ნატოს გენერალური მდივანი – ვახო პატარიძე; გერმანია ნამდვილად იამაყებდა, რომ მოესმინა ნინი მაჭარაშვილის გამოსვლისათვის; გაერთიანებული სამეფოს სახელით შესანიშნავად წარსდგა სამიტზე – ლიზი ნეფარიძე; დამაჯერობლობა და სიდინჯე იგრძნობოდა გვანცა ქარქაშაძის სიტყვაში ( საფრანგეთი) .; ბელგიის წარმომადგენელმა – ანა კუბლაშვილმა ქალურ კდემამოსილებასთან ერთად საკუთარი პოზიციის ურყეობა გვიჩვენა; გონებამახვილური და მიზანმიმართული შეკითხვებით გამოირჩეოდა მარიამ გეწაძე ( იტალია); მედგრად იცავდა საკუთარ პიზიციას და იგერიებდა ჩამჭრელ შეკითხვებს რუსეთის წარმომადგენელი – ამირან მაკარიძე ; თავის თავსაც კი გადააჭარბა და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინა ” სამიტზე” მარიამ მაკარიძემ. მისით ნამდვილად იამაყებდა თავად საქართველოს პრეზიდენტიც.
გამორჩეული გახლდათ მედიის წამომადგენლის – მარიამ პერანიძის გამოსვლები ( შეკითხვები).
კარგი იქნებოდა, ზოგიერთ ჟურნალისტს მისებრ დახვეწილი და სწორი მეტყველება, საუბრის მანერა ჰქონდეს.
” სამიტმა” მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა საბოლოო შეთანხმება ვერ მოხერხდა.
სხდომა შეაჯამა გენერალურმა მდივანმა და მომდევნო შეხვედრა ჩანიშნა 2022 წლის 4 აპრილს ( ნატოს დაარსების დღეს) ქალაქ თბილისში.
P.S. შეუძლებელია, სიტყვებით გადმოგცეთ ის ემოცია, რაც დღეს
” სამიტზე ” ყოფნისას დამეუფლა……ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო და ყურით მოისმინო. მადლობა , ქალბატონო ნორა! ყოჩაღ ბავშვებო! მომავალ ” სამიტამდე” !
მეტი

” ვკითხულობთ გალაკტიონს”

November 30, 2021 Uncategorized  No comments

ამ თემაზე ჩატარდა ქართული ლიტერატურის გაკვეთილი მერვე კლასელ “მზეკაბანელებთან” ( პედაგოგი მაია გოგბერაშვილი). ამგვარად აღინიშნა ქართული პოეზიის ბუმბერაზი მგოსნის დაბადების 130 წლის იუბილე.
მასწავლებელმა ამომწურავი მიაწოდა მოსწავლეებს გალაკტიონის ცხოვრებისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი მომენტების შესახებ.
ამის შემდეგ ასპარეზი პატარებს დაეთმო. მათ მხატვრულად წაიკითხეს დიდი პოეტის მათთვის საყვარელი ლექსი.
ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, რაც შეიძლება, დიდი გალაკტიონის უკვდავსაყოფად გააკეთო პედაგოგმა….
თუმცა ლამაზმა გარემომ და გრძნობით წაკითხულმა ლექსებმა, გააღვივა ინტერესი მგოსნის შემოქმედების უფრო ფართოდ გაცნობისათვის!
მეტი

” მზეკაბანელმა პირველკლასელებმა შემოდგომა გააცილეს”

November 30, 2021 Uncategorized  No comments

დღეს საოცარი ჟრიამული ისმოდა კერძო სკოლა ” მზეკაბანის” ეზოდან. პირველკლასელებმა  წარმოადგინეს მუსიკალურ – ლიტერატურული კომპოზიცია “ნახვამდის, ოქროსფერო შემოდგომავ”.
ნოემბრის მიწურულის ცივმა ქარმა და მოქუფრულმა ამინდმა საზეიმო განწყობა ვერ გააფუჭა.
ღონისძიება უამრავი საინტერესო აქტივობით წარიმართა.
მოსწავლეებმა ბუნებისა და ლიტერატურის სათანადო ცოდნაც გამოავლინეს და კარგადაც გაერთნენ.
მადლიანი შემოდგომის ბარაქა იგრძნობოდა პატარებისათვის სახელდახელოდ მოწყობილ კუთხეში. ლამაზი გარემო მეტ ხიბლს სძენდა ღონისძიებას.
ბოლოს მოსწავლეებმა ოქროსფერი საჰაერო ბუშტები ზეცაში გაუშვეს და თან საახალწლო სურვილები გაატანეს!
მეტი

ოქროსმედალოსნები

November 30, 2021 Uncategorized  No comments

რაიონის მერმა ბატონმა ლაშა გოგიაშვილმა, რესურსცენტრის წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების მუშაკებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს 2019- 2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს.
მათ შორის 6 ოქროსმედალოსანი ” მზეკაბანელი” გახლდათ.
თინათინ ჩუბინიძე, ლანა ჭანტურიძე, გიორგი კუბლაშვილი, ზურა არაბიძე, ლაშა ზარნაძე და ციცო რობაქიძე.
რაიონის მერია მედალოსნებს ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი ერთჯერადი სტიპენდიით აჯილდოებს რამდენიმე წელია.ეს ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და 2020- 2021 წლის კურსდამთავრებულებმა (ნინი გოგიაშვილმა და მარიამ აბესაძემ) წინასაახალწლოდ რაიონის ხელმძღვანელობისაგან მიიღეს ეს საჩუქარი.
მეტი

ერთი საინტერესო დღე მეშვიდეკლასელი ” მზეკაბანელებისათვის”

November 30, 2021 Uncategorized  No comments

სამოქალაქო განათლება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასკოლო პროგრამაში მეშვიდე კლასიდანაა გათვალისწინებული. ახალგაზრდა პედაგოგმა- ელენე კუტივაძემ იგი ყველა მოსწავლისათვის საინტერესო და საყვარელ საგნად აქცია. კლასი ორი კვირაა მუშაობს კომპლექსურ დავალებაზე – ” საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება”. მათ რამდენიმე ეტაპი უკვე გაიარეს და ერთ-ერთი გახლდათ საგზაო პატრულთან შეხვედრა.სწორედ, ამ დავალების ფარგლებში ეწვია მშობლიურ სკოლას 2012- 2013 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული, საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური ილია ბუცხრიკიძე.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა ამომწურავად და ძალიან საინტერესოდ უპასუხა პატარების ყველა შეკითხვას, რომლებიც მხოლოდ საგზაო ნიშნებსა და მოძრაობის უსაფრთხოებას არ შეეხებოდა.
აუდიტორია ძალიან კმაყოფილი დარჩა შეხვედრით.მოსწავლეებმა სტუმარს გულითადი მადლობა გადაუხადეს.
შემდეგი ეტაპი კომპლექსური დავალებისა გახლავთ თხზულების დაწერა, ზემოაღნიშნული შეხვედრიდან გამომდინარე და ნახატის შექმნა ” მე მიცავს ჩემი პოლიცია”, რაც მეშვიდეკლასელებს უკვე ნამდვილად არ გაუჭირდებათ.
ბოლოს სკოლის ადმინისტრაციამ სტუმარს გადასცა სერტიფიკატი- ” მზეკაბანის ქომაგი”
მეტი

ჩვენც ძველი მსოფლიოს ნაწილი ვართ

November 14, 2021 Uncategorized  No comments

” ჩვენც ძველი მსოფლიოს ნაწილი ვართ”
ამ თემაზე ჩატარდა ისტორიის შემაჯამებელი მეცადინეობა მეთერთმეტე კლასში.( პედაგოგი ხათუნა დიდიძე)
მოსწავლეებმა ისაუბრეს ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხებზე, მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და დროში ცვალებადობაზე. ძველი მსოფლიოს ისტორიულ პროცესებში ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობაზე.
თითოეული გამომსვლელი შეეხო ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების ( ეგვიპტე..სპარსეთი…კოლხა….ათენი…სპარტა…ფინიკია…შუმერი) მატერიალურ და სულიერ კულტურაზე; შეძლედ გაეკეთებინათ ანალიზი, თუ რა გავლენას ახდენს რელიგია სახელმწიფოებზე.
მათ შეძლეს ამომწურავი პასუხების გაცემა დასმულ შეკითხვებზე.
პრეზენტაციამ სასიამოვნოდ ჩაიარა. გამომსველებმა სრულყოფილად და საინტერესოდ წარმოადგინეს ძველი მსოფლიო.
მეტი

“ჩვენი დროის გმირები”

November 14, 2021 Uncategorized  No comments

ამ თემაზე გააკეთეს მეხუთეკლასელმა
” მზეკაბანელებმა” პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ( პედაგოგი, კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კირკიტაძე )
იდეა თავად მოსწავლეებიდან წამოვიდა…… როცა მეფე დემეტრე თავდადებულის შესახებ მოთხრობა შეისწავლეს, გაუჩნდათ სურვილი, თანამედროვე გმირებზეც მოეძიათ ინფორმაცია…პატარებს ბევრი უშრომიათ, თითოეულ მათგანს სურვილისამებრ ჰყავდა შერჩეული პიროვნება, რომელიც მისთვის არის მისაბაძი გმირი და საოცრად ლამაზად – სლაიდებითა თუ საკუთარი ნახატებით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. იყო საოცარი ლექსი, გულიდან წამოსული, მთელი განცდით წაკითხული ნიკოლოზ სარალიძის, ჯუბა არაბიძის, გიგა შარვაშიძის, ნიკოლოზ კუპატაძისა და გიორგი კაჩმაზოვის მიერ..მოსწავლეებმა -ტარიელ სახელაშვილმა, მათე მუჯირმა , საბა არუთინოვმა, ზიზი ცერცვაძემ, გიორგი ცინაძემ,რატი ზანკალიანმა ისაუბრეს თანამედროვე გმირებზე , აღნიშნეს, რომ მათ სახელებს დავიწყება არ უწერია, სანამ იარსებებს ქართველი ერი.
მეტად ამაღელვებელი გახლდათ რატი ზანკალიანის მიერ წაკითხული საკუთარი ლექსი სამშობლოზე.
გარემო იყო საოცარი, ძალიან ლამაზი და ამაღელვებელი – დეკორაციებით თუ მუსიკით გაფორმებული.
პატარებმა საკუთარი ხელით დახატეს საქართველოს კონტურული რუკა, რომელზედაც განათავსეს საკუთარი სურვილები – “როგორ საქართველოში მსურს ცხოვრება?”
მადლობა პატარებსა და ქეთი მასწავლებელს, ტექნიკური მხარდაჭერისათვის პედაგოგებს ლია ნიკოლაძესა და ნანა სვანიძეს.
პ.ს. ამ კლასში მოსწავლეთა დიდი ნაწილი ვაჟია. მათ მიერ მხატვრულად წაკითხული ლექსები და ზოგადად, პათოსი უნებურად გაგახსენებდათ სიტყვებს :” კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი….”
მეტი