-
შიდასასკოლო ტური ” ტვინების ბრძოლა”
November 8, 2024 Uncategorized
-
22 ოქტომბერს, მეექვსე კლასში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის შიდასასკოლო ტური ” ტვინების ბრძოლა”. კლასის ორი გუნდი იბრძვის მეორე ტურში გადასასვლელად. წარმატებები ორივე გუნდს.მანამდე , ისინი დაჯილდოვდნენ გასულ წელს მიღწეული ბრწყინვალე შედეგისთვის.დაველოდოთ დღევანდელი თამაშის შედეგებს.მეტი
-
ჯადოსნური ასოები ანბანეთის სამყაროდან
November 8, 2024 Uncategorized
-
ეს გაკვეთილი არასდროს დაავიწყდებათ არც პატარა ” მზეკაბანელებსა” და არც მათ პედაგოგს – ლონდა ტოფაძეს, რომელიც თავადაც მასწავლებლობის პირველ ნაბიჯებს დგამს. ოთახში იისფერი ჭარბობდა, იის სურნელი ტრიალებდა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ნათელი და სითბო იღვრებოდა კედლებიდანაც კი. პატარებმა” ანბანეთის სამეფოდან” “ამანათი მიიღეს”, რომელშიც ძალიან საჭირო და თან ” ჯადოსნური საჩუქარი” იდო ძალიან ბევრი სახალისო და შემეცნებითი აქტივობა მოასწრო პედაგოგმა, არც განტვირთვის წუთები დავიწყებია და ასე მხიარულად, მუსიკალურად და ფერადოვნებით შემობრძანდა ანბანი პირველ კლასში. მადლობა ,პირველ რიგში, ლონდა მასწავლებელსა და აღმზრდელს – ანა მემანიშვილს, შემდეგ ჩვენს პატარებს, ამდენი რამ რომ მოუსწრიათ ერთ თვეში და ბოლოს , მადლობა მოსწავლეთა მშობლებს მხარდაჭერისათვის!
მეტი -
წარმატებული ” ევერესტელები”
November 8, 2024 Uncategorized
-
ჩვენი წარმატებული ” ევერესტელები” და მათი დაუღალავი პედაგოგები
( ინგა გაბრიჭიძე, ეთერ ტურავა ,ლია ნიკოლაძე) წარმატებებიმომავალშიც, ჩემო კარგებო
მეტი -
ევროპული ენების დღე
November 8, 2024 Uncategorized
-
უცხოური ენების სწავლა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მსოფლიოში, სადაც საზღვრები ღიაა და საერთაშორისო კომუნიკაცია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ენების ცოდნა ასე მნიშვნელოვანია:გაფართოებული ჰორიზონტები: ენების ცოდნა ხსნის წვდომას სხვა ხალხების კულტურაზე, ისტორიასა და ტრადიციებზე. ეს ხელს უწყობს მსოფლიოს მრავალფეროვნების უკეთ გაგებას და პატივისცემას.კარიერა და პროფესიული შესაძლებლობები: ბევრ ინდუსტრიაში დამსაქმებლები აფასებენ უცხოური ენის ცოდნას. კომპანიები სულ უფრო გლობალური ხდებიან და მრავალენოვან პროფესიონალებს აქვთ კონკურენტული უპირატესობა სამუშაო ბაზარზე.გაუმჯობესებული შემეცნებითი შესაძლებლობები: ენების სწავლა ასტიმულირებს ტვინს, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციას და პრობლემების გადაჭრის უნარს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბილინგვიზმი ანელებს ტვინის დაბერების პროცესს.პირადი კავშირები: ენების ცოდნა საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ ახალ ნაცნობებს და დაამყაროთ მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებთან. ის ავითარებს ემოციურ ინტელექტს და ხელს უწყობს სხვების უკეთ გაგებას.მოგზაურობა: ენის ცოდნა ბევრად აადვილებს და სასიამოვნოს ხდის მოგზაურობას. ეს საშუალებას გაძლევთ უფრო ღრმად ჩაიძიროთ ქვეყნის კულტურაში და განიცადოთ იგი სრულიად განსხვავებულ დონეზე.მომავლისადმი ადაპტაცია: ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის სამყაროში ენების ცოდნა ხელს უწყობს ცვლილებებთან ადაპტირებას, რადგან ის საშუალებას გაძლევთ იყოთ კავშირში გლობალურ ტენდენციებთან, ახალ იდეებთან და მიღწევებთან.უცხოური ენების სწავლა არ არის მხოლოდ სასარგებლო უნარი, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გვიხსნის უსაზღვრო შესაძლებლობებს და გვაახლოებს ერთმანეთთან.26 სექტემბერი უცხოური და ევროპული ენების საერთაშორისო დღეა .ამასთან დაკავშირებით მზეკაბანელმა მეექვსეკლასელებმა გადაიღეს ვიდეორგოლი და გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება ენების ცოდნის მხრივ. აქ მოისმენთ ინგლისურ,რუსულ ,იტალიურ და ბერძნულ ენებს. აქტივობა განხორციელდა მე-6 კლასის სადამრიგებლო პროგრამისა და ინგლისური ენის ინტეგრაციით.დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს , მშობლებს ჩართულობისათვის და სალომე მასწავლებელს მხარდაჭერისათვის ,თანამშრომლობისა და პროფესიონალობისთვის.
-
რეგიონალური ტურნირი ჭადრაკში
November 8, 2024 Uncategorized
-
რეგიონალური ტურნირი სასკოლო ოლიმპიადა ნონა გაფრინდაშვილის თასი. კერძო სკოლა მზეკაბანის გუნდს გადაეცა დიპლომები რაიონულ ტურნირში გამარჯვებისათვის.პატარები დააჯილდოეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ.
-
July 27, 2024 Uncategorized
-
თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კლუბის კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 2007” – ის ჯგუფი. ყველაზე ყოჩაღები წლის შემაჯამებელ ტესტირებას ხალისით და დიდი პასუხისმგებლობით შეეჭიდნენ, წარმატებები გისურვეთ ბავშვებო
-
” ვეფხისტყაოსნის” დრო ,,მზეკაბანში”
July 2, 2024 Uncategorized
-
დღეს მეათეკლასელებმა ( პედაგოგი და კლასის ხელმძღვანელი მ. წერეთელი) საოცარი წარმოდგენა შემოგვთავაზეს, რომლითაც დაიხურა ლიტერატურული კვირეული სკოლაში.არაა ადვილი , რუსთაველის გენიალური პოემა გადაიტანო სცენაზე, მაგრამ თუ ამ საქმეს მანანა წერეთელი მოჰკიდებს ხელს, მერე შეუძლებელი არაფერია ეს იყო სიყვარულის, სიბრძნის, სილამაზის, ვაჟკაცობის, მეგობრობის, ნიჭიერების ნამდვილი ზეიმი.ნინი ლილუაშვილის მიერ მხატვრულად წაკითხულმა პროლოგმა გვაგრძნობინა, რომ წინ საოცარი სამყაროს კარი იღებოდა და უკვე ჩვენც მისი ნაწილი ვიყავითმომხიბვლელი თეკლა არაბიძე მართლაც ” თინათინობდა”… საოცარი ხმის ტემბრითა და შესრულებით მან სწრაფად დაიპყრო მაყურებლის გულითინათინს შესანიშნავი პარტნიორობა გაუწიეს ნიკა სარდანაძემ ( ავთანდილი) და ბესო ფანჩულიძემ ( როსტევანი)ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ ლიზი ტოფაძესა ( ნესტან – დარეჯანი) და ნიკოლოზ სოფრომაძეს ( ტარიელი). ხუმრობა როდია მსოფლიოში ნომერ პირველი ლიტერატურულ ნაწარმოების მთავარი გმირების როლის შესრულება?! მათი დებიუტი ნამდვილად შედგართული მისია ჰქონდა დაკისრებული თეკლა ჭანტურიძეს, რომელმაც “ვეფხისტყაოსანში ” გაფანტულ აფორიზმებს თავი მოუყარა და სრული სტროფებით წარმოგვიდგინა ” სიბრძნის ეს საოცარი სიმფონია”.ნამდვილი რაინდი გახლდათ დღეს მულღანზანზარელი ფრიდონი – ბექა თარგალაძე, რომელმაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.ასმათის როლი შესანიშნავად მოირგო ლიზი ბუიძემ – მისი ხმა და გარეგნობა ზედგამოჭრილი გახლდათ ამ პერსონაჟის წარმოსაჩენადდარბაზში მსხდომნი დამეთანხმებიან, რომ ფატმანმა ( ნინი ჯანელიძე) მართლა “მოგვაჯადოვა. ” ასეთი გარდასახვა, რაც ჩვენ დღეს სპექტაკლზე ვიხილეთ, მხოლოდ დიდ მსახიობებს შეუძლიათ მორცხვი, ნაზი , სიფრიფანა გოგონას ნაცვლად ჩვენ წინაშე წარსდგა საოცრად არტისტული, გაბედული, მაცდური, “რაღაცნაირად დახვეწილი” და არა ვაჭარის ცოლი – ფატმანი ჩვენ გვახსოვს ორი წლის წინ ლიზი ნეფარიძის მიერ შესრულებული ეს როლი – განსხვავებული, მაგრამ ორივე დიდებული! ბრავო გოგონებო!ეს დღე შედგა, რომელსაც მღელვარებით ელოდა კლასის ათივე მოსწავლე და პედაგოგიც მადლობა თქვენ ამ დიდი სიამოვნებისათვის, ჩემო ძვირფასებო! მომავალ შეხვედრამდე, ქალბატონო მანანა!მადლობა მშობლებო, რომ ყოველთვის აქტიურად ხართ ჩართული ” მზეკაბანის” სასკოლო ცხოვრებაში და მხარს გვიჭერთ! თქვენი გაბრწყინებული თვალების ხილვა ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს რომ შევეჭიდოთ!
-
მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტის” “ოქროს ტურის” გამარჯვებულთა დაჯილდოვება
July 2, 2024 Uncategorized
-
21 ივნისს გაიმართა მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტის” “ოქროს ტურის” გამარჯვებულთა დაჯილდოვება. ვერცხლის სიგელი და საჩუქრები დაიმსახურეს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა – სანდრო მაკარიძემ და მარიამ ქარქაშაძემ. პედაგოგი ინგა გაბრიჭიძე, ხოლო ბრიჯაოს სიგელსა და “ევერესტის” საჩუქრებს დასჯერდნენ მეორეკლასელები – საბა ცხადაძე და ანდრია ჭანტურიძე.პედაგოგი – ლია ნიკოლაძე მადლობა მათ დაუღალავი შრომისთვის!
-
STEM გამოფენა
July 2, 2024 Uncategorized
-
STEM გამოფენისთვის შქმნილი პროექტი ,,დაცვის სისტემა”
მეტი -
ვაჟა- -ფშაველას პოეზია
July 2, 2024 Uncategorized
-
” მზეკაბანის” ” შვიდკაცა” და ვაჟა- -ფშაველას პოეზიადღეს მეთერთმეტეკლასელმა მოსწავლეებმა – ნიკა გურულმა, ირაკლი დიაკონიძემ, ბეჟან ზანდარაშვილმა, ივა კვახაჯელიძემ, გიორგი საყვარელიძემ, ომარ ქათამაძემ და ვლად ჭანტურიძემ – ( პედაგოგი მანანა წერეთელი ) მთის არწივის ლიტერტურულ მემკვიდრეობაში შეგვაბიჯებინეს. მათი ბაგეებითა და ენით ჯოყოლა, ზვიადაური, ლუხუმი, ალუდა და ყველა ” კაი ყმა ” გვესაუბრებოდა. ძნელია, ბოლომდე ჩასწვდე და გაითავისო იის, მთის წყაროს, მაღალი მთების, კლდის, ქუჩისა თუ ხმელი წიფლის სატკივარი, მაგრამ ჩვენი ბიჭები ხომ ეცადნენ?!ეს მართლა ” კაი ყმების” კლასია, დღეს ისინი ყველაზე უფროსი ” მზეკაბანელი ” მოსწავლეები და ხვალინდელი საქართველოს მეპატრონენი არიან.