” მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისთვის”.

February 28, 2023 Uncategorized  No comments

დღეს, 24 თებერვალს, პროექტის ფარგლებში სკოლას ეწვია 2019 წლის წარმატებული კურსდამთავრებული ნინო სირბილაძე,რომელიც ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტის ( დაწყებითი განათლების სპეციალობა). მეოთხე კურსის წარმატებული სტუდენტი გახლავთ. ნინო წლებია, სახელმწიფო სტიპენდიანტია, ხოლო 2022 წლიდან პარალელურად იღებს პატარკაციშვილი- -გუდავაძის ფონდის სტიპენდიას.
ნინომ მშობლიური სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისათვის წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაცია თემაზე “დაწყებითი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის ეფექტური აქტივობები და გაკვეთილის დიფერენცირება”.
შეხვედრა წარიმართა საინტერესოდ. “მზეკაბანელებს” სიამაყის გრძნობა დაეუფლათ, როცა ყოფილი შეგირდის ასეთი წარმატებული გამოსვლა მოისმინეს.პედაგოგიური. პრაქტიკის ფარგლებში ნინო გაკვეთილის ჩასატარებლად კვლავ ესტუმრება მშობლიურ სკოლას. დარწმუნებული ვართ, რომ მისი სახით მასწავლებელთა მრავალრიცხოვან არმიას ერთი კარგი მოძღვარი შეემატება.
ნინოს სკოლის ადმინისტრაციისგან სამახსოვროდ გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.
მეტი

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

February 28, 2023 Uncategorized  No comments

გეოგრაფიაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნით ტურში გადასვლას ვულოცავთ მე- 11 კლასის მოსწავლეს – ვახო პატარიძეს.
არაა იოლი რესპუბლიკის მასშტაბით მეშვიდე ადგილზე გასვლა.! წარმატებები მომავალშიც!
ეროვ
მეტი

მასტერკლასი როლანდ ხოჯანაშვილისგან

February 28, 2023 Uncategorized  No comments

“მზეკაბანელ” მოსწავლეებთან ქართულსა და გეოგრაფიაში.
დღეს კერძო სკოლა “მზეკაბანში” სტუმრად გახლდათ ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ბატონი როლანდ ხოჯანაშვილი, რომელმაც მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელებთან იმუშავა საგამოცდო წერითი დავალების სტრუქტურაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რადგან პროცესში თავად მოსწავლეები იყვნენ აქტიურად ჩართულები და მათ გამოცდილი მოძღვრის გულის მოგება ნამდვილად მოახერხეს.
მერვეკლასელებთან კი სტუმარმა ჩაატარა გაკვეთილი გეოგრაფიაში. ახალი მასალა გახლდათ – “ბაიკალის” ტბა. ორმოცდახუთი წუთი ისე გავიდა, არც მასპინძლებს შეუმჩნევიათ და არც სტუმარს ეტყობოდა დაღლა, თუმცა სამუშაო არ იყო მცირე მოცულობისა და მარტივი.
სასიამოვნო მოსასმენი იყო მოსწავლეთა უკუკავშირი, რომელსაც ნამდვილად არ აკლდა სიწრფელე და აღფრთოვანება.
მადლიერების ნიშნად , სტუმარს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები მოსწავლეთა ავტოგრაფებით, სკოლის ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი – “მზეკაბანის” სიყვარულისა და ერთგულებისათვის. ქალბატონმა მანანა წერეთელმა სტუმარს უსახსოვრა წიგნი საკუთარი ლექსით.
კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო დღე მიითვალა სასკოლო ცხოვრების ისტორიამ.
მეტი

” კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”

February 28, 2023 Uncategorized  No comments

დღეს სკოლაში საოცრად თბილი გარემო და ამაღლებული განწყობა გახლდათ. პროექტის “მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის” ფარგლებში მოსწავლეებთან შესახვედრად სტუმრად მოვიდა 2011 წლის წარჩინებული კურსდამთავრებული – ბონდო მახვილაძე.
სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ მან წარმატებით ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის სპეციალობაზე და შემდგომ რამდენიმე წელი მუშაობდა პედაგოგად თბილისის ერთ- ერთ კერძო სკოლაში, პარალელურად – მომზადების ცენტრში. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მალევე მიხვდა, რომ მისი” ადგილი’ ” სხვა სფეროში იყო …..დროც არ დაუკარგავს და სამხედრო სამსახურს მიაშურა.უკვე 4 წელია სენაკში საქვეითო ათეულის მეთაურია…
” მზეკაბანში” გატარებული წლები ( თუ მამად გახდომას არ გავითვალისწინებთ) საუკეთესო პერიოდია მისი ცხოვრებისა.
სტუმარმა ძალიან ბევრი მომენტი გაიხსენა მოსწავლეობიდან და აღნიშნა, რომ თუკი რამისთვის მიუღწევია, ამაში ლომის წილი სწორედ ” მზეკაბანს” მიუძღვის .
მან უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს, ” მოეფერა” და მადლიერება გამოხატა ყოფილი პედაგოგებოს მიმართ და პირობა დადო, რომ მომავალში სამივე შვილთან ერთად ესტუმრება “მზეკაბანს”.
შეხვედრის ბოლოს მას სიმბოლურად გადაეცა საჩუქარი – გურამ დოჩანაშვილის “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მეთორმეტეკლასელთა და ლიტერატურის ყოფილი პედაგოგის ავტოგრაფებით, ასევე სერტიფიკატი ” მზეკაბანის ” სიყვარულისა და ერთგულებისათვის.
წიგნსა და ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანთან შეხვედრით დაიხურა საჯარო კითხვის საერთაშორისო კვირეული “მზეკაბანში”.
მეტი

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

February 28, 2023 Uncategorized  No comments

წიგნის საჯარო კითხვის კვირეული გრძელდება.
წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ლამაზად დაიწყო დილა მესამეკლასელი “მზეკაბანელებისათვის”. მათ დღეს პროექტის ფარგლებში მოწვეული ჰყავდათ თანაკლასელ თომა გურგენიძის დედა, ქალბატონი ჯუნა გიგიაძე, რომელმაც ძალიან ლამაზი სიურპრიზი გაუკეთა შვილის თანაკლასელებს.
ჩაი და ” სახლური” გარემო დაახვედრა პატარა მკითხველებს სკოლის ბიბლიოთეკაში.
საჯარო კითხვა საოცრად თბილ სიტუაციაში წარიმართა.მოსწავლეებმა იმსჯელეს წაკითხული მოთხრობების მთავარ სათქმელზე.
ხელოვნების გაკვეთილზე კი შექმნეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობების ილუსტრაციები. ( პედაგოგი ანა სახელაშვილი)
მადლობა ქალბატონ ჯუნას, რომელიც ყოველთვის აქტიურადაა ჩართული “მზეკაბანის” სასკოლო ცხოვრებაში.
მეტი

გრძელდება პროექტი “მზეკაბანის” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის”

December 2, 2022 Uncategorized  No comments

2 დეკემბერს, მშობლიურ სკოლას ესტუმრა კავკასიის უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების IV კურსის წარმატებული სტუდენტი ლანა ზარნაძე. ლანამ 2019 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და გრანტით ჩაირიცხა უნივერსიტეტში. ნიჭიერებამ, შრომისმოყვარეობამ და მიზანდასახულობამ თავისი “სიტყვა თქვა” და წარმატებაც მოიტანა…… ლანას უყვარს საქმე , რომელსაც ემსახურება და ეს ყოველივე საუკეთესოდ გამოსდის. მან “მზეკაბანელი” უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე – ” საინფორმაციო ტექნოლოგიები ყოველდღიური აუცილებლობა”. აუდიტორია ერთი საათის განმავლობაში გულდასმით უსმენდა პრეზენტატორს, რომელმაც შეხვედრის ბოლოს ამომწურავად უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს.
ბედნიერებაა, როცა შენგან ხნულში ჩაგდებული მარცვალი ნაყოფიერ ნიადაგში ხვდება და შემდეგ სასიკეთოდ მრავლდება.
ეს განცდა დაეუფლებოდა ყველა პედაგოგს, რომლებიც დარბაზში ლანას უსმენდნენ! დარწმუნებულები ვართ, რომ მას წინ ბევრი წარმატებული დღე ელოდება! ” მზეკაბანი ” კი ყოველთვის დარჩება
მისი ნაბიჯების მეთვალყურედ!
მეტი

თვითმმართველობის დარბაზის წევრის არჩევნები

November 19, 2022 Uncategorized  No comments

18 ნოემბერს კერძო სკოლა “მზეკაბანში” თერჯოლის მოსწავლე- -ახალგაზრდობის სახლის თვითმმართველობის დარბაზის წევრის არჩევნები ჩატარდა. ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა მეათეკლასელმა ნიკა გურულმა. სკოლის თვითმმართველობა და დირექცია წარმატებებს უსურვებს რაიონის მოსწავლეთა დარბაზს, ველოდებით საინტერესო პროექტებსა და ინიციატივას!

 

მეტი

ყველაზე ფერადი, მხიარული, ბარაქიანი…

November 19, 2022 Uncategorized  No comments

18 ნოემბერს, განსაკუთრებული ჟრიამული ისმოდა სკოლის სააქტო დარბაზიდან. ლამაზად გაფორმებული გარემო თვალსა და გულს იზიდავდა. პირველკლასელებმა ( ხელმძღვანელი ლია ნიკოლაძე) ბუნების გაკვეთილზე შეაჯამეს თემა – ” შემოდგომა” ( ხილი და ბოსტნეული. პედაგოგი ნორა ჩუბინიძე) მუსიკასთან ( პედაგოგი გულთამზე კუბლაშვილი) ინტეგრირებით.
გაკვეთილი მიმდინარეობდა საინტერესოდ : სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობა ენაცვლებოდა ერთმანეთს. პატარებმა თეორიული ცოდნა კარგად გამოიყენეს და “კეთებით სწავლების” უპირატესობა თვალნათლივ დაგვანახეს : არც ჭყინტი ტარო დაუტოვებიათ გაურჩეველი და “დაუბინავებელი” და არც ყველასათვის საყვარელი ბატიბუტი მოუმზადებელი.
მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში უცხო არ გახლავთ “მზეკაბანისათვის”, ეს ტრადიცია არც დღეს დარღვეულა : ყოჩაღმა დედიკოებმა პატარების დახმარებით იქვე მოამზადეს ცოცხალი სალათები და ხილის ასორტი, რომლებიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუში გახლდათ.
მოსწავლეებმა მინიპრეზენტაციაც წარმოადგინეს – ” მე ჩემ შესახებ” და დამსწრე აუდიტორიას მომავლის გეგმებიც გაგვაცნეს . კლასის დევიზიც გაგვიმხილეს -” ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის” და პირობა დადეს, რომ ამით იცხოვრებენ მთელი 12 წელიწადი.
პატარებმა ნახეს ანიმაციური ფილმ- ზღაპარი ” თალგამი “და შემდეგ თავადაც გაითამაშეს პატარა სცენა ზღაპრიდან. დარწმუნდნენ, რომ ძალა მართლაც ერთობაშია.
მხიარულ ჟოზესთან ერთად შესრულებულმა სიმღერამ ” – წელიწადის დროები” მაჟორული ტონალობა კიდევ მეტად ასწია დარბაზში.
ასე მხიარულად  და “გემრიელად “გააცილეს ბარაქიანი შემოდგომა პირველკლასელებმა.

 

მეტი

პროექტი ,,წიგნის მოყვარული“

November 10, 2022 Uncategorized  No comments

სტუმრად “მზეკაბანში”
პროექტის ” წიგნის მოყვარული” ფარგლებში
საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა დღეს შეხვედრა მესამე-მეოთხე კლასელებისათვის პროექტის ,,წიგნის მოყვარული“ ფარგლებში.ბავშვებს მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის პედაგოგი ნათია გამყრელიძე სტუმრობდა, რომელმაც თერჯოლის მკვიდრის, ახალგაზრდა მწერალ გელუკა ბუიღლიშვილის წიგნიდან ,,საჭორეთიდან მოფრენილი ფურცლები“ ზღაპრები წაუკითხა პატარებს და მწერალზე ბევრი ესაუბრა. საჭორეთის ბინადართა სახალისო ისტორიებმა პატარა მსმენელებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. სინიორა ენატანიას, ფრანჩესკო ტრაბახას, დომენიკო ჩაქუჩასა თუ მწერალ პაოლოს ცხოვრებასა და საქმიანობას ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ და თავიანთ აზრებს თავისუფლად გამოხატავდნენ. ამის შემდეგ ბავშვებმა სპექტაკლიდან ,,საჭორეთი და საჭორეთლები“ (რომელიც 2012 წელს დაიდგა) დასკვნითი სცენა ნახეს. დასასრულს სტუმარმა მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას ამ შესაძლებლობისა და ასეთ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულობისათვის. პატარა მსმენელები კი აქტიურობისათვის სამახსოვრო საჩუქრებით გაახარა, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გელუკას წიგნი გადასცა.
ბავშვებმა სტუმრისგან ძალიან საინტერესო დავალებაც მიიღეს: წაიკითხონ დანარჩენი ზღაპრები ნაჩუქარი წიგნიდან და შეავსონ სათანადო ანკეტები, რომლებიც სპეციალურად მათთვის იყო შედგენილი. მადლობა ქალბატონ ნათიას საოცარი დღის ჩუქებისთვის.
მეტი

დისკუსია თემაზე – ” უნდა ამოეღო თუ არა იუნესკოს ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან?”.

November 9, 2022 Uncategorized  No comments

დღეს, 9 ნოემბერს, მეთერთმეტეკლასელ ” მზეკაბანელებთან” გაიმართა დისკუსია თემაზე – ” უნდა ამოეღო თუ არა იუნესკოს ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან?”.
( გეოგრაფიის პედაგოგი ნორა ჩუბინიძე).
გაკვეთილი იყო პრობლემაზე ორიენტირებული, აქტივობებით დატვირთული.
, რომელმაც აჩვენა , რომ მოსწავლეებმა მიზანს მიაღწიეს. მათ წინარე ცოდნა დაუკავშირეს განსახილველ თემას და იმსჯელეს იმ ფუნქციებზე, რაც იუნესკოს აკისრია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში. დისკუსიის შედეგად აზრი ორად გაიყო. მოსწავლეთა ნაწილი დაეთანხმა მიღებულ გადაწყვეტილებას, ნაწილმა კი ბაგრატის ტაძრის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება გააპროტესტა და თავიანთი მოსაზრებები არგუმენტირებულად დაასაბუთა.
მიუხედავად ფასილიტატორის მცდელობისა, ერთიანი აზრის შეჯერება ვერ მოხერხდა, თუმცა გაკვეთილი ძალიან კარგი გამოვიდა.
მეტი