სტუმრად მშობლიურ სკოლაში

November 9, 2022 Uncategorized  No comments

მშფოთვარე და დაძაბულმა ყოფამ სამყაროს სიმშვიდე დაუკარგა და ადამიანების ცხოვრება ნორმალური კალაპოტიდან ამოაგდო. ბევრს გაუჭირდა საკუთარი ემოციების მართვა, რის გამოც შედეგი ნამდვილად არაა სახარბიელო. ირგვლივ თითქოს ყველაფერმა ფერადოვნება დაკარგა, გაქრა გულიანი ღიმილი და სიხარულით გაცისკროვნებული სახეები. ამ დროს ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან .ამიტომაც მათ განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ სკოლაში ყოველთვის სასურველი სტუმარი გახლავთ “მზეკაბანის ” კურსდამთავრებული, ფსიქოლოგი ანა ქოჩიაშვილი, რომელიც შეხვდა მოსწავლეებს და ძალზე აქტუალურ და მათთვის საინტერესო თემაზე წარმოადგინა პრეზენტაცია – “ემოცია და მისი გავლენა ადამიანებზე”.
შეხვედრამ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. სტუმარმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის დადგეს საყვარელი სკოლის გვერდით!
მადლობა ანას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც!
მეტი

ცხოვრების ჯანსაღი წესი ” მზეკაბანელთა” უმნიშვნელოვანესი საზრუნავი.

November 4, 2022 Uncategorized  No comments

ეს საკითხი ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება პრიორიტეტული კლასის ხელმძღვანელთა სამუშაო გეგმაში. ამ თემას მიეძღვნა დღეს პროექტის პრეზენტაცია მერვე და მეშვიდეკლასელ
” მზეკაბანელებთან” ( დამრიგებლები – ქეთევან ზარნაძე და ხათუნა კლდიაშვილი)
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ; ისაუბრეს მავნე ჩვევებზე, მათ შორის, თამბაქოს უარყოფით მხარეებზე; ნახეს დოკუმენტური ფილმი – “პროფესორ ჟდანოვის სიმართლე თამბაქოს შესახებ” და შემდგომ იმსჯელეს მასში დასმული პრობლემის შესახებ.
არც ერთი შეკითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი.
საბოლოოდ, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი უნდა გახდეს მათი ყოველდღიურობა, ისევ მათი კეთილდღეობისათვის.
წარმატებული და ჯანსაღი მომავალი ვუსურვოთ ახალგაზრდებს!
მეტი

კომპლექსური დავალება უცხო ენის გაკვეთილზე

November 3, 2022 Uncategorized  No comments

მუდამ კრეატიული დარეჯან მასწავლებელი და მისი მეცხრეკლასელი შეგირდები
“მზეკანი-2007-“ის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში (თემა ” მოგზაურობა და შთაბეჭდილებები “)უცხო ენის გაკვეთილზე შექმნეს ტურისტებისათვის ბუკლეტები, რომლებშიც შეიტანეს ინფორმაცია საქართველოს ღირშესანიშნავი და ისტორიული ადგილების შესახებ .მოსწავლეებმა თემასთან მიმართებაში გამოავლინეს როგორც შემოქმედებითი,ისე ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენების უნარი. ბუკლეტების შექმნის შემდეგ მათ კლასის წინაშე წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები. ( მასწავლებელი დ.ჭანტურიძე).
მეტი

October 31, 2022 Uncategorized  No comments

კომპლექსური დავალება ფიზიკაში. VIII კლასი. ,,ენერგია. ენერგიის გარდაქმნა”.

მეტი

October 29, 2022 Uncategorized  No comments

ვულოცავთ მეთეთმეტეკლასელ მოსწავლეს – ვახო პატარიძეს – ინტელექტუალურ პროექტ – ეტალონში მესამე საპრიზო ადგილის დაკავებას!!

მეტი

არა ბულინგს!

October 29, 2022 Uncategorized  No comments

ამ თემაზე ჩატარდა პრეზენტაცია მეხუთე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. ( პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე)
დიდი ხნის განმავლობაში ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ძირითადად ძალადობის უკვე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებით შემოიფარგლებოდა. დღეს, მეცნიერული კვლევების სარწმუნო მონაცემებზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღკვეთა შესაძლებელია მანამ, სანამ ის მოხდება.მეხუთეკლასელმა “მზეკაბანელებმა”შეისწავლეს არჩილ სულაკაურის მოთხრობა “ბიჭი და ძაღლი”,სადაც მძაფრად იგრძნობა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგი.მოსწავლეებმა წარმოადგინეს თვალსაჩინო პრეზენტაციები “არა ბულინგს!”, “როგორ დავაღწიოთ თავი ძალადობას” პატარებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს უფროსი მეგობრის,მეთერთმეტეკლასელი მარიამ პერანიძის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია ბულინგის თემაზე. გაიმართა დისკუსია,რომელშიც კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
მეტი

კომპლექსური დავალება – “მოსახლეობის ინტერნეტიზაცია”

October 28, 2022 Uncategorized  No comments

კომპლექსური დავალების – “მოსახლეობის ინტერნეტიზაცის” ( მათემატიკისა და ბუნებისნცოდნეობის ინტეგრირებით, პედაგოგები ინგა გაბრიჭიძე და ნორა ჩუბინიძე) პრეზენტაცია მეხუთე კლასში.
ამ დავალების შესასრულებლად კლასი თითქმის მთელი თვე მუშაობდა, რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
დავალების პირობა იყო , რომ მოეძებნათ ინფორმაცია მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყნის შესახებ. კომპლექსური დავალება ითვალისწინებდა მრავალნიშნა ნატურალური რიცხვების ჩაწერასა და წაკითხვას, ასევე ამ მრავალნიშნა რიცხვების შედარებას, დალაგებას, დამრგვალებას მითითებულ თანრიგამდე და მოქმედებების შესრულებას. ( შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა)
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და სლაიდების საშუალებით წარმოადგინეს მოკლე ცნობები მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყნის შესახებ -მათი მდებარეობის, კულტურის, ეროვნული სიმბოლოების ( გერბი, დროშა) ვალუტის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციების შესახებ.
პრეზენტაციამ წარმატებულად ჩაიარა ძალიან ლამაზ და საინტერესო გარემოში.
წარმატებები ქალბატონ ნორასა და ინგას თავიანთ შეგირდებთან ერთად!
მეტი

კომპლექსური დავალება – “თეატრი ჩვენს ცხოვრებაში”

October 28, 2022 Uncategorized  No comments

კომპლექსური დავალების – “თეატრი ჩვენს ცხოვრებაში” – შემაჯამებელი საფეხური მეოთხეკლასელ ” მზეკაბანელებთან. ( საგანი – მე და საზოგადოება. პედაგოგი – ელენე კუტივაძე)
ორ კვირაზე მეტია, მეოთხეკლასელები აქტიურად იყვნენ ჩართულები ზემოაღნიშნული დავალების ყველა საფეხურზე. ამ ხნის განმავლობაში ისინი ეტაპობრივად გაეცნენ თეატრის ისტორიას; თუ როგორ იდგმებოდა წარსულში სასცენო წარმოდგენები, ასევე მათ შეისწავლეს თეატრში მოქცევის წესები, ნახეს რამდენიმე სპექტაკლი თანატოლების მონაწილეობით. (“კონკია”, ” დედობილი”). ამის შემდგომ შეარჩიეს ყველა ბავშვისათვის საყვარელი ზღაპარი – ” წითელქუდა” , რომლის მიხედვითაც უნდა დაედგათ თოჯინების სპექტაკლი.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს დეკორაციები, დაამზადეს პერსონაჟები და მოირგეს მათი როლები. დანარჩენს ფოტო მასალა გადმოგცემთ.
მეტი

ჭადრაკის წრის მეცადინეობაზე ( ხელმძღვანელი მერი ჩაფიჩაძე)

October 27, 2022 Uncategorized  No comments

მეტი

პირველკლასელთა ლიტერატურული კომპოზიცია – ” აი ია – აი მთელი სამყარო”.

October 27, 2022 Uncategorized  No comments

ძალიან ლამაზ და მიმზიდველ გარემოში აღნიშნეს პირველკლასელმა “მზეკაბანელებმა” იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მუსიკალურ – -ლიტერატურული კომპოზიციით – ” აი ია – აი მთელი სამყარო”. ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსი სიმღერა და პატარა წარმოდგენა. დარწმუნებული ვართ, ეს დღე არასოდეს წაიშლება მათი მეხსიერებიდან. მადლობა ასეთი ლამაზი სანახაობისათვის ქალბატონებს – გულთამზე კუბლაშვილსა და ლია ნიკოლაძეს, მეხუთეკლასელ მოსწავლეებს : ბარბარე შალამბერიძეს, ნინი აბჟანდაძეს, ელენე გურულსა და თეკლა ტოფაძეს. , ასევე პირველკლასელთა მშობლებს ჩართულობისა და გვერდით დგომისათვის.

 

მეტი