მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია “მზეკაბანში”

July 14, 2022 Uncategorized  No comments

სასწავლო წელი დასრულდა,მაგრამ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფუსფუსი არ წყდება “მზეკაბანში”.
დღეს ჩატარდა კონფერენცია განხორციელებული STEM-ის პროექტებთან დაკავშირებით.მონაწილეობდნენ VII-VIII და X კლასის მოსწავლეები.( თეა დოლაკიძე -კლუბ “ჩხირკედელას” ხელმძღვანელი,ფიზიკის მასწავლებელი,თეა სამხარაძე-ბიოლოგიის პედაგოგი, ინგა გაბრიჭიძე-მათემატიკის მასწავლებლი)
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი პროექტები და საკუთარი ხელით დამზადებული ნაკეთობებისა და სლაიდშოუს დახმარებით აუდიტორიას გააცნეს ყველა ის ეტაპი ,რომელიც წინ უძღოდა კონფერენციას.
პატარა „ჩხირკედელებმა“ წარმოადგინეს „შუქნიშანი“ -პრეზენტატორი ლევან კირკიტაძე, „ხელის ავტომატური დისპენსერი“ წარადგინა ანასტასია ქოჩიაშვილმა, „ხაზზე მავალი რობოტის“ შესახებ ისაუბრეს ივა კვახაჯელიძემ და ბექა შუღლაძემ. „სახლის ელექტრო განათება“ ბარბარე მაჭარაშვილმა წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. „ელექტრონული წრედი ფურცელზე“ ნიკოლოზ კლდიაშვილმა გაგვაცნო,ხოლო „ელეტრონულ სარწყავ სისტემაზე“ ისაუბრა ლიკა გურულმა (ყველანი VII კლასელები არიან პედაგოგი თეა დოლაკიძე)
ძალიან საინტერესო გახლდათ „ნორჩი არქიტექტორების“ მიერ წარმოდგენილი დასასვენებელი ხის კოტეჯის მაკეტი შიგა და გარე განათებით, ინტერიერითა და კეთილმოწყობილი ეზოთი. პრეზენტატორები X კლასის მოსწავლეები ანა კუბლაშვილი და ნინი მაჭარაშვილი,მათემატიკის პედაგოგი ინგა გაბრიჭიძე. „ნორჩი არქიტექტორები” დაგვპირდნენ,რომ სინამდვილეშიც განახორციელებენ აღნიშნულ პროექტს,სადაც მათ ყოფილ პედაგოგებსაც მოგვეცემა დასვენების საშუალება.
„სუნთქვა“- ასეთი გახლდათ VIII კლასელი მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტი.( ბიოლოგიის პედაგოგი თეა სამხარაძე) საკუთარი ხელით შექმნილი თვალსაჩინოებით, სრულიად მარტივი კონსტრუქციით მოსწავლეებმა გვაჩვენეს ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისას,რა მოუდის ფილტვებს,ბრონქებსა და პლევრის ღრუს.
კონფერენციის მონაწილეებს ღონისძიების ბოლოს გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები სკოლის დირექციისაგან. თვის ბოლოს ყველა პროექტი მონაწილეობას მიიღებს STEM –ის რესპუბლიკურ კონფერენციაში.

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

84 − 77 =