ყველაზე ფერადი, მხიარული, ბარაქიანი…

November 19, 2022 Uncategorized  No comments

18 ნოემბერს, განსაკუთრებული ჟრიამული ისმოდა სკოლის სააქტო დარბაზიდან. ლამაზად გაფორმებული გარემო თვალსა და გულს იზიდავდა. პირველკლასელებმა ( ხელმძღვანელი ლია ნიკოლაძე) ბუნების გაკვეთილზე შეაჯამეს თემა – ” შემოდგომა” ( ხილი და ბოსტნეული. პედაგოგი ნორა ჩუბინიძე) მუსიკასთან ( პედაგოგი გულთამზე კუბლაშვილი) ინტეგრირებით.
გაკვეთილი მიმდინარეობდა საინტერესოდ : სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობა ენაცვლებოდა ერთმანეთს. პატარებმა თეორიული ცოდნა კარგად გამოიყენეს და “კეთებით სწავლების” უპირატესობა თვალნათლივ დაგვანახეს : არც ჭყინტი ტარო დაუტოვებიათ გაურჩეველი და “დაუბინავებელი” და არც ყველასათვის საყვარელი ბატიბუტი მოუმზადებელი.
მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში უცხო არ გახლავთ “მზეკაბანისათვის”, ეს ტრადიცია არც დღეს დარღვეულა : ყოჩაღმა დედიკოებმა პატარების დახმარებით იქვე მოამზადეს ცოცხალი სალათები და ხილის ასორტი, რომლებიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუში გახლდათ.
მოსწავლეებმა მინიპრეზენტაციაც წარმოადგინეს – ” მე ჩემ შესახებ” და დამსწრე აუდიტორიას მომავლის გეგმებიც გაგვაცნეს . კლასის დევიზიც გაგვიმხილეს -” ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის” და პირობა დადეს, რომ ამით იცხოვრებენ მთელი 12 წელიწადი.
პატარებმა ნახეს ანიმაციური ფილმ- ზღაპარი ” თალგამი “და შემდეგ თავადაც გაითამაშეს პატარა სცენა ზღაპრიდან. დარწმუნდნენ, რომ ძალა მართლაც ერთობაშია.
მხიარულ ჟოზესთან ერთად შესრულებულმა სიმღერამ ” – წელიწადის დროები” მაჟორული ტონალობა კიდევ მეტად ასწია დარბაზში.
ასე მხიარულად  და “გემრიელად “გააცილეს ბარაქიანი შემოდგომა პირველკლასელებმა.

 

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

+ 70 = 71