კოლეგების წარმატებული პრაქტიკის გაზიარება

April 12, 2024 Uncategorized  No comments

” წარმატების რეალური საიდუმლო ენთუზიაზმია.” უოლტერ კრაისლერის ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არასდროს შეგვპარვია “მზეკაბანელებს”.🥰👌
” წარმატება ხანგრძლივია, თუ იცი, რატომ ხარ წარმატებული.” ❤️
სწორედ ენთუზიაზმი, პროფესიონალიზმი და საქმის უსაზღვრო სიყვარული აძლევს ბიძგს კოლექტივს, განვითარდეს და ყოველთვის იყოს ” მოწინავეთა რიგებში”.
კათედრების წევრების დღევანდელი შეკრებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა , გავეცნოთ და შემდგომ მუშაობის დროს გამოვიყენოთ ქართველი თუ უცხოელი კოლეგების წარმატებული პრაქტიკა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით ჩატარებულ კონფერენციაში მონაწილეობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი – მაია გოგბერაშვილი, რომელმაც “მზეკაბანელ” კოლეგებთან გააკეთა პრეზენტაცია თემაზე – “დანიური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში და მიღწეული. შედეგების გაზირება” მუშაობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა მასწავლებელი. ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა საპრეზენტაციო თემასთან დაკავშირებით, აღინიშნა,რომ ” მზეკაბანელებს” დიდი გამოცდილება აქვთ ინტერაქტიური მეთოდებით სწავლებისა,მაგრამ ეს არ უშლით ხელს, გაეცნონ სიახლეებს.
პედაგოგებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მაისის ბოლოს სკოლაში მოეწყოს მოსწავლეთა მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების დიდი გამოფენა, რომელშიც მთელი სკოლა აქტიურად იქნება ჩართული.
ჭირვეულმა მარტმა ვერც განწყობა შეცვალა და მუშაობის სურვილიც ვერ გაანელა. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომლებსაც აუცილებლად ” შევეჭიდებით”

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

− 1 = 1