” მადლობა თავისუფლებისთვის!”

April 12, 2024 Uncategorized  No comments

8 აპრილს ამ თემაზე მეხუთეკლასელ “მზეკაბანელებს” ( ხელმძღვანელი დარეჯან ჭანტურიძე) ჰქონდათ პრეზენტაცია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ ასაკში გააზრება ამ ისტორიული გამარჯვებისა, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს სათანადო ინფორმაცია და წარდგნენ თანაკლასელების წინაშე, თითოეულმა მათგანმა თავისებურად ახსნა სამშობლოს სიყვარული და მისი დამოუკიდებლობის არსი.
აღნიშნული აქტივობა მეორე დღეს დაგვირგვინდა რაიონულ ღონისძიებაში მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
დაე, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ეცხოვროს ჩვენს მომავალ თაობას!

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

43 − = 41