” ვეფხისტყაოსნის” დრო ,,მზეკაბანში”

July 2, 2024 Uncategorized  No comments

დღეს მეათეკლასელებმა ( პედაგოგი და კლასის ხელმძღვანელი მ. წერეთელი) საოცარი წარმოდგენა შემოგვთავაზეს, რომლითაც დაიხურა ლიტერატურული კვირეული სკოლაში.
არაა ადვილი , რუსთაველის გენიალური პოემა გადაიტანო სცენაზე, მაგრამ თუ ამ საქმეს მანანა წერეთელი მოჰკიდებს ხელს, მერე შეუძლებელი არაფერია ეს იყო სიყვარულის, სიბრძნის, სილამაზის, ვაჟკაცობის, მეგობრობის, ნიჭიერების ნამდვილი ზეიმი.
ნინი ლილუაშვილის მიერ მხატვრულად წაკითხულმა პროლოგმა გვაგრძნობინა, რომ წინ საოცარი სამყაროს კარი იღებოდა და უკვე ჩვენც მისი ნაწილი ვიყავით
მომხიბვლელი თეკლა არაბიძე მართლაც ” თინათინობდა”… საოცარი ხმის ტემბრითა და შესრულებით მან სწრაფად დაიპყრო მაყურებლის გული
თინათინს შესანიშნავი პარტნიორობა გაუწიეს ნიკა სარდანაძემ ( ავთანდილი) და ბესო ფანჩულიძემ ( როსტევანი)
ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ ლიზი ტოფაძესა ( ნესტან – დარეჯანი) და ნიკოლოზ სოფრომაძეს ( ტარიელი).  ხუმრობა როდია მსოფლიოში ნომერ პირველი ლიტერატურულ ნაწარმოების მთავარი გმირების როლის შესრულება?! მათი დებიუტი ნამდვილად შედგა
რთული მისია ჰქონდა დაკისრებული თეკლა ჭანტურიძეს, რომელმაც “ვეფხისტყაოსანში ” გაფანტულ აფორიზმებს თავი მოუყარა და სრული სტროფებით წარმოგვიდგინა ” სიბრძნის ეს საოცარი სიმფონია”.
ნამდვილი რაინდი გახლდათ დღეს მულღანზანზარელი ფრიდონი – ბექა თარგალაძე, რომელმაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
ასმათის როლი შესანიშნავად მოირგო ლიზი ბუიძემ – მისი ხმა და გარეგნობა ზედგამოჭრილი გახლდათ ამ პერსონაჟის წარმოსაჩენად
დარბაზში მსხდომნი დამეთანხმებიან, რომ ფატმანმა ( ნინი ჯანელიძე) მართლა “მოგვაჯადოვა. ” ასეთი გარდასახვა, რაც ჩვენ დღეს სპექტაკლზე ვიხილეთ, მხოლოდ დიდ მსახიობებს შეუძლიათ მორცხვი, ნაზი , სიფრიფანა გოგონას ნაცვლად ჩვენ წინაშე წარსდგა საოცრად არტისტული, გაბედული, მაცდური, “რაღაცნაირად დახვეწილი” და არა ვაჭარის ცოლი – ფატმანი  ჩვენ გვახსოვს ორი წლის წინ ლიზი ნეფარიძის მიერ შესრულებული ეს როლი – განსხვავებული, მაგრამ ორივე დიდებული! ბრავო გოგონებო!
ეს დღე შედგა, რომელსაც მღელვარებით ელოდა კლასის ათივე მოსწავლე და პედაგოგიც მადლობა თქვენ ამ დიდი სიამოვნებისათვის, ჩემო ძვირფასებო! მომავალ შეხვედრამდე, ქალბატონო მანანა!
მადლობა მშობლებო, რომ ყოველთვის აქტიურად ხართ ჩართული ” მზეკაბანის” სასკოლო ცხოვრებაში და მხარს გვიჭერთ! თქვენი გაბრწყინებული თვალების ხილვა ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს რომ შევეჭიდოთ!
შეიძლება იყოს 9 people გამოსახულება
შეიძლება იყოს 3 people გამოსახულება
შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ფლეიტა and ტაძარი გამოსახულება
შეიძლება იყოს 2 ადამიანი and ფიცარნაგი გამოსახულება
შეიძლება იყოს 2 ადამიანი, განათება, ქორწილი and ფიცარნაგი გამოსახულება
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტაძარი გამოსახულება

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

3 + 5 =