კურსდამთავრებულთა წარმატებები

November 24, 2018 Uncategorized  No comments

მზეკაბანის” კურსდამთავრებულ ტარიელ ფანჩულიძეს, რომელიც ამავდროულად გახლავთ ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარის- ბატონ ელგუჯა გოცირიძის სტიპენდიანტი- ვულოცავ კიდევ ერთ დიდ წარმატებას. 2018 წლის ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი ქულებისათვის მაგთიკომმა იგი, სხვა 10 წარმატებულ პირველკურსელთან ერთად, სტიპენდიით დააჯილდოვა.
მაგთიკომმა არც წელს დაარღვია ტრადიცია და, გასული წლების მსგავსად, ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე თერთმეტი პირველკურსელი სტუდენტი 1-წლიანი სტიპენდიით დააჯილდოვა.

მაგთის ახალი სტიპენდიატები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ:
დევი ონიანი, ნანა როგავა, ლუკა ღამბაშიძე, ზურაბ ვაშალომიძე, ანა-მარია ჯავახიშვილი, ლუკა ლორთქიფანიძე, ანა ციმაკურიძე, სტეფანე გურგენიძე, ელიზაბეტ კელაურიძე, საბა ცერცვაძე და ტარიელ ფანჩულიძე

მაგთიკომის მიერ გამოცემულ წიგნებთან და სხვა საჩუქრებთან ერთად, სტიპენდიატებს ინტერნეტპაკეტებიც გადაეცათ.

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

38 − = 28