“”მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის “”

January 29, 2020 Uncategorized  No comments

“მზეკაბანს ” დღეს კიდევ ერთი ძალიან კარგი სტუმარი ჰყავდა
გრძელდება პროექტი “”მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის “”. სკოლამ უმასპინძლა 2012 წლის კურსდამთავრებულს თამარ მახვილაძეს, რომელიც ამჟამად შპს გეოპროვიჟენის სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის მენეჯერია.
“მზეკაბანში” თამარი (კლასელებისთვის “გენიოსა”) მისი დაარსების დღიდანვე სწავლობდა.ერთნაირი მონდომებითა და სიყვარულით ეუფლებოდა ყველა საგანს. მოსწავლეობის პერიოდში იყო მრავალი პროექტისა და კონკურსის გამარჯვებული, მან რეკორდული მაჩვენებლით ორჯერ მოიგო ტელეპროექტი “ეტალონი”, ასევე გახლდათ 2012 წლის ინტელექტუალური კონკურსის “რა? სად ? როდის ?” ვიცეჩემპიონი გუნდის კაპიტანი . სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ თამარმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და 100 პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და გამოყენებით მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც 2016 წელს დაამთავრა წითელ დიპლომზე და მიიღო გამოყენებითი ბიოლოგიის ბაკალავრის ხარისხი.აქ არ დასრულებულა მისი სწავლა -განათლების “აღმასვლა”. იმავე 2016 წელს მან სწავლა განაგრძო უნგრეთის დებრეცენის უნივერსიტეტის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე , მოიპოვა უნგრეთის მთავრობის სრული დაფინანსება და აღნიშნული უნივერსიტეტი წარმატებულად დაამთავრა 2018 წელს და მიიღო მაგისტრის ხარისხი..იმავე წლის ზაფხულიდან მუშაობა დაიწყო შპს “გეოპროვიჟენში”, პარალელურად, იგი ლექციებს კითხულობს თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში .
შეხვედრა გაიმართა მოსწავლე – ახალგაზრდობის დარბაზში.თამარმა ძალიან საინტერესო და ამავდროულად პრაქტიკულ საკითხზე გააკეთა პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ V- XII კლასის მოსწავლეები, მშობლები და თამარის პედაგოგები, ასევე- მოძღვარი , არქიმანდრიტი ქრისტეფორე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, “მზეკაბანის ” დიდი გულშემატკივარი და ქომაგი ბატონი მანუჩარ ფანჩულიძე.
შეხვედრამ, ტრადიციულად, თბილ გარემოში ჩაიარა…თამარმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი გახლდათ მშობლიურ სკოლასა და პედაგოგებთან შეხვედრა, რადგან მისი წარმატების ლომის წილი სწორედ “მზეკაბანმა” განაპირობა. მან ბავშვებს წარმატებები უსურვა და მოუწოდა “მიიღონ “ყველაფერი, რასაც ეს სკოლა აძლევს მის აღსაზრდელებს და თან იმასაც გაუსვა ხაზი, თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში…შეხვედრის ბოლოს თამარს სამახსოვრო საკუთარი ხელით შესრულებული პორტრეტი გადასცა XII კლასის მოსწავლემ თინათინ ჩუბინიძემ….პროექტი კი გრძელდება.

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

5 + 4 =