“”მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის””

January 29, 2020 Uncategorized  No comments

პროექტი “”მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის”” გრძელდება
პროექტის ფარგლებში სკოლას ეწვია 2013 წლის კურსდამთავრებული თამარ კუჭავა, რომელმაც გააკეთა პრეზენტაცია თემაზე “გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გმ სურსათი”.
ორიოდ სიტყვით თამარის შესახებ:
თამარი “მზეკაბანში” მეცხრე კლასიდან სწავლობდა და როგორც თავად აღნიშნა, ყველაფერი კარგი და წარმატებული, რაც მის ცხოვრებაში მომხდარა, უშუალოდ უკავშირდება მშობლიურ სკოლას, სადაც მისი მეორე დიდი ოჯახია..დღეს კი იოლი არ იყო მისთვის აქ შემობიჯება, რადგან პირველად არ დახვდებოდა მისი დიდი გულშემატკივარი და ქომაგი – ნინელი მასწავლებელი.
თამარმა სკოლა 2013 წელს დაამთავრა ოქროს მედალზე და იმავე წელს 100 პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე და 2017 წელს მიიღო გამოყენებითი ბიომეცნიერების ბაკალავრის ხარისხი. 2017-2019 წლებში სწავლობდა იმავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, ხოლო მისი წარმატებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხა დოქტურანტურაში და არის პირველი კურსის სტუდენტი. პარალელურად მუშაობს ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგად მოსამზადებელ ცენტრში და ამავდროულად მუშაობს სადისერტაციო თემაზე(მცენარეთა ბიომრავალფეროვნება)
თამარს სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი უამრავი კურსი და ტრენინგი. 2018 წელს მან სტაჟირება გაიარა კლინიკა “ოპტიმალმედში”.იგი ასევე მონაწილეობდა სამეცნიერო- საგრანტო პროექტებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის თანაავტორი.
შეხვედრას ესწრებოდნენ თამარის ყოფილი პედაგოგები, ბიოლოგიით დაინტერესებული მზეკაბანელები, ასევე ბიოლოგიის მასწავლებლები თერჯოლის პირველი და მეორე, სოფელ გოგნის, ზედა ალისუბნის, ჩხარის საჯარო სკოლებიდან, ასევე თამარის ახლობელი და გულშემატკივარი ადამიანები.
თამარმა აღნიშნა , რომ უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა სწორედ ასეთი ახლობელი და საყვარელი ადამიანების წინაშე გამოსვლისას. მან უპასუხა შეკითხვებს და მოუსმინა ყოფილი პედაგოგების-ქალბატონების- მანანა წერეთლისა და ნორა ჩუბინიძის შეფასებებს აღნიშნულ პრეზენტაციასთან დაკავშირებით.
შეხვედრის ბოლოს, ტრადიციისამებრ, სტუმარს საკუთარი ხელით დახატული პორტრეტი გადასცა თინათინ ჩუბინიძემ.
პროექტი “”მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის “” კი გრძელდება .

 

 

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

52 − = 46