„არლეკინის ჯადოსნურმა ღამემ“ გაიმარჯვა

January 29, 2020 Uncategorized  No comments

“მზეკაბანი 2007” წლის საუკეთესო მუსიკალური სპექტაკლის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.
დამთავრდა სასკოლო თეატრალური ფესტივალი
“N-ოვაცია”-2019, რომლის საზეიმო დახურვა 22 დეკემბერს გაიმართა ქუთაისის ლ.მესხიშვილის თეატრში. წელს ფესტივალს 10 წლის იუბილე ჰქონდა და მან საერთაშორისო სტატუსი შეიძინა, რადგან კონკურსში მონაწილეობდა ქ. რიზეს ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის თეატრალური დასი. მათ წარმოადგინეს ნოდარ დუმბაძის „ მე, ბებია,ილიკო და ილარიონი“ქართულ ენაზე. ამ ფაქტმა სიამაყის გრძნობით აღგვავსო საზეიმო საღამოს მონაწილენი.
ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ,ქუთაისის, წყალტუბოს საჯარო სკოლები, ქ.ქუთაისის კადეტთა სკოლა, „ბავშვთა სოფლის“ თეატრალური კოლექტივი, თერჯოლის რაიონს წარმოადგენდა კერძო სკოლა „მზეკაბანი-2007“ მუსიკალური სპექტაკლით – „არლეკინის ჯადოსნური ღამე“.
დაჯილდოების ცერემონიალი მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ. საღამო მიჰყავდათ მსახიობ თეკლა მარჯანიშვილსა და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეს. ეს უკანასკნელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეც გახლდათ.
უნდა აღინიშნოს , რომ ფესტივალი ძალზე ორგანიზებული იყო, გახსნის დღიდან დაჯილდოების ჩათვლით, ამისთვის კი დიდი მადლობა ფესტივალის სულისჩამდგმელებს- მარინა და თორნიკე მარჯანიშვილებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, „მზეკაბანი“ ფესტივალიდან ხელცარიელი არ წამოსულა.
• „არლეკინის ჯადოსნურმა ღამემ“ გაიმარჯვა ნომინაციაში წლის საუკეთესო მიუზიკლი.
• საუკეთესო რეჟისურისათვის დაჯილდოვდა სპექტაკლის მთავარი ფიგურა- ნატა ცხადაძე
• ჟიურის წევრის – მაია დათუნაშვილის- რჩეული მსახიობი გოგონა გახდა ლელიოს როლის შემსრულებელი ნუცა ნოზაძე.
• საუკეთესო ქორეოგრაფიისათვის დაჯილდოვდა დეო ნაბახტეველი.
• ნომინაციაში „ორგანიზატორების რჩეული პედაგოგი“ მონაწილე კოლექტივებიდან დიპლომითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა სულ 4 წარმომადგენელი, მათ შორის „მზეკაბანის“ ხარისხის მართვის მენეჯერი აზა მემანიშვილი.
ასეთი ამაღლებული და საზეიმო განწყობით ვაცილებთ 2019 წელს.
დაე, მას გაყოლოდეს ქვეყნის ყველა ტკივილი და უბედურება …
ვისურვოთ, რომ 2020 წელი ბედნიერების, სიხარულის, მშვიდობის, კეთილდღეობისა და ქვეყნის გამთლიანების მომტანი ყოფილიყოს!

 

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

99 − 90 =