მასტერშეფის კონკურსი ” მზეკაბანში”

April 13, 2021 Uncategorized  No comments

ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმებისა და შიგადაშიგ თოვლის შემდეგ მზემ თავისი ბრწყინვალებით გამოანათა და მეხუთეკლასელ მზეკაბანელებსა და მათ მშობლებს საზეიმო განწყობა ნამდვილად შეუქმნა….ამ დღისთვის პატარები ( კლასის ხელმძღვანელი ინგა ჯალიაშვილი) საგულდაგულოდ მოემზადნენ….
წელიწადში ყველა დღე დედისააო, ასე ბრძანეს კონკურსის მონაწილეებმა, მაგრამ მარტის თვე მართლაც თავიდან ბოლომდე ქალბატონებს ეკუთვნისო…ამიტომ დღევანდელი კონკურსიც დედიკოებს მიუძღვნეს.
მხოლოდ ორი მათგანის დედამ ობიექტური მიზეზის გამო ვერ შესძლო მონაწილეობის მიღება, მაგრამ მამებმა შესანიშნავად გაართვეს თავი საკონკურსო პირობებს და დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი მზარეულები არიან.
კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური . ქალბატონებმა – ხათუნა კლდიაშვილმა, დარინა ჭანტურიძემ და რენადა აბჟანდაძემ – მართლაც შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მისიას….ქალბატონმა ხათუნამ საბოლოო გადაწყვეტილება საკუთარი ლექსით გააჟღერა – როგორც მოსალიდნელი იყო, გაიმარჯვა მეგობრობამ. კონკურსის მონაწილე მშობლებსა და მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები….
საღამო ამით არ დასრულებულა: უამრავი ლამაზი აქტივობით მშობლებმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთურთს რამდენიმე სასიამოვნო საათი აჩუქეს! დიდი მადლობა საღამოს ინიციატორსა და სულის ჩამდგმელს ქალბატონ ინგა ჯალიაშვილს, მოსწავლეთა მშობლებს მხარდაჭერისა და კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის.

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

94 − 91 =