დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით, დაიგეგმა რამდენიმე ღონისძიება: ღია გაკვეთილები, მშობელთა ჩართულობით სხვადასხვა აქტივობა, მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების გამოფენა.
მეთერთმეტეკლასელმა “მზეკაბანელებმა” ( პედაგოგი აზა მემანიშვილი) ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე საპრეზენტაციო თემებით სრულად წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული მემკვიდრეობა. აუდიტორიაში 2 საათის განმავლობაში “მთის სურნელი” ტრიალებდა, კაი ყმების ომახიანი შეძახილი “ისმოდა”, სიყვარული “ბატონობდა”, თავისუფლების წყურვილი “ჩქეფდა”,სამშობლოს ისტორიული წარსული “ხმიანობდა”… ანიმაციამ, სლაიდშოუმ და სასიამოვნო კლასიკური მუსიკის ფონმა საოცარი განწყობა შექმნა მსმენელებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *