პოეზიის საღამო

July 2, 2024 Uncategorized  No comments

ტრადიციული პოეზიის საღამო სასწავლო წლის ბოლოს მეცხრეკლასელი “მზეკაბანელებისაგან” – პედაგოგი მანანა წერეთელი, სიყვარული ნამდვილად ” ატრიალებს” დედამიწას.

 

 

 

მეტი

” დედამიწა ჩვენი სახლია”

July 2, 2024 Uncategorized  No comments

15 ივნისი…. ულამაზესი დღე მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის.  პროექტის ” დედამიწა ჩვენი სახლია” – დასკვნითი საღამო ღვანკითის საჯარო სკოლასთან ერთად ჩინეთში “ვამოგზაურეთ” ჩვენი სტუმრები. უხვად იყო სინათლე, სილამაზე, სიყვარული და ღიმილი მადლობა რესურსცენტრს ამ მრავლისტევადი და საინტერესო პროექტისთვის! მადლობა მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისათვის.

შეიძლება იყოს 6 people გამოსახულება

შეიძლება იყოს 6 people გამოსახულება

შეიძლება იყოს 5 people გამოსახულება

შეიძლება იყოს 9 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

შეიძლება იყოს 7 people გამოსახულება

შეიძლება იყოს 5 people გამოსახულება

მეტი

” ჩემი საყვარელი ცხოველი”

July 2, 2024 Uncategorized  No comments

მეხუთეკლასელი “მზეკაბანელებისთვის” პრეზენტაცია ერთ- ერთი საყვარელი სასწავლო აქტივობაა. ” ჩემი საყვარელი ცხოველი” – ასეთი გახლდათ თემა, რომელიც მათ 12 ივნისს ინგლისურის გაკვეთილზე წარმოადგინეს ( პედაგოგი სალომე ისაკაძე)
აღსანიშნავია, რომ ასეთი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ზეპირი მეტყველებისა და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას.
მეტი

კომპლექსური დავალება ბიოლოგიაში

July 2, 2024 Uncategorized  No comments

მეშვიდეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” წარადგინეს კომპლექსური დავალება ბიოლოგიაში თემაზე – ” ხერხემლიანი ცხოველები” (პედაგოგი მანანა აბრამიშვილი).
დავალებაზე მუშაობდნენ ჯგუფურად, თითოეულმა ჯგუფმა პრეზენტაცია გააკეთა სხვადასხვა თემაზე : 1. კლასი თევზები. 2 კლასი ამფიბიები.3. კლასი ქვეწარმავლები. 4. კლასი ფრინველები.
მოსწავლეემა საკმაოდ დიდი მასალა მოაგროვეს, დაამზადეს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები. პრეზენტაციის დროს წარმოაჩინეს ხერხემლიანი ცხოველების სტრუქტურა – ფუნქცია , სასიცოცხლო თვისებები, მათი შეგუება სხვადასხვა საარსებო გარემოსთან, ყურადღება გაამახვილეს მათ დაცვასა მნიშვნელობაზე.
მოსწავლეების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ფრინველების სუნქვის თავისებურებამ, ასევე თევზებისა და ქვეწარმავლების სისხლის მიმოქცევამ.
მეტი

პროგრამა Erasmus + და მზეკაბანელი მონაწილეები

July 2, 2024 Uncategorized  No comments

საბა კვახაჯელიძე და ნიკა გურული სულ ახლახან დაბრუნდნენ ერევნიდან. 11. 05 – 18.05. 2024 წ. პროგრამა Erasmus + YE Digital Media Literacy Lab ფარგლებში გერმანელ, იტალიელ და სომეხ თანატოლებთან ერთად საქართველოს 8 კაციანი დელეგაციის წევრები იყვნენ. ეს იყო პროექტებით, კულტურული ღონისძიებებით, ექსკურსიებითა და ძალზე საინტერესო აქტივობებით დატვირთული ერთი კვირა.  ჩვენი ბიჭები თავიდანვე ყველაფერში აქტიურად იყვნენ ჩართულები. როგორც ამბობენ, ძალიან გამოადგათ სკოლაში მიღებული უნარ- -ჩვევები პრეზენტაციებისა და კულტურული ღონისძიებების დროს ყველა აქტივობა, ბუნებრივია, ინგლისურ ენაზე იყო დაგეგმილი, მაგრამ არც ამ კუთხით შექმნიათ რაიმე დაბრკოლება. ცოდნაც დააგროვეს, საუკეთესო გამოცდილება მიიღეს და მომავლის გეგმები. დასახეს მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ და ამაზე თავის დროზე მოგახსენებთ წარმატებები ბიჭებო, სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ! სწორედ, თქვენმა თაობამ უნდა იცხოვროს და მართოს ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, დემოკრატიული – ” ევროპული საქართველო”
მეტი

მზეკაბანის გუნდი ჭადრაკის რაიონული ტურნირის გამარჯვებულია

April 29, 2024 Uncategorized  No comments

ჭადრაკის რაიონული ტურნირის გამარჯვებული გუნდი👏👏
1. ანდრია ჭანტურიძე
2. გაბრიელ ისაკაძე
3. გაბრიელ სუთიძე.
4. ლუკა საყვარელიძე
წარმატებები პატარებო , მომავალშიც!

 

მეტი

“დედამიწის დაცვის დღე”

April 29, 2024 Uncategorized  No comments

მზეკაბანელი მეხუთეკლასელები შეუერთდნენ “დედამიწის დაცვის დღეს”. მათ ნახეს ანიმაციური ფილმები “განადგურებული დედამიწა” და “დედამიწის დაცვის წესები” მოსწავლეებმა უპასუხეს მასწავლებლის შეკითხვებს ,გაიაზრეს დღევანდელი დღის მნიშვნელობა.
ბოლოს, მომღერალ გია ნიკოლაძის სიმღერის ( “დედამიწა”) ფონზე შექმნეს საკუთარი კლასის ხე “დედამიწა და ჩვენ “. კლასის დამრიგებელი დარეჯან ჭანტურიძე
მეტი

დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

April 29, 2024 Uncategorized  No comments

მეხუთე კლასში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება , რომელშიც მონაწილეობდნენ კლასის დამრიგებელი დარეჯან ჭანტურიძე, ქართული ენის პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე და პირველი კლასის მოსწავლეები თამთა მასწავლებელთან ერთად.
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, ლექსები და გამონათქვამები ქართული ენის შესახებ, დახატეს , ლამაზი კალიგრაფიით დაწერეს ასობგერები და “გამოაცხვეს” ანბანი.
პირველკლასელებმა გაგვაცნეს ბარბარიზმები და კონკურსში გამოიწვიეს მეხუთე კლასის მოსწავლეები.ღონისძიებამ ძალიან ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა .
 
მეტი

დედა ყოველთვის ერთი და განუმეორებელია

April 29, 2024 Uncategorized  No comments

2024 წლის 4 აპრილს
სწორედ დედები იყვნენ “მზეკაბანელი” მეხუთეკლასელების ყურადღების ცენტრში.
შვილებმა მიუძღვნეს ლექსები და სიმღერები. ასევე მისწერეს სამადლობელი წერილები, წარმოსახვით დახატეს ძალიან მცირე დროში, შესთავაზეს ვიქტორინა დედის დღესთან დაკავშირებით, თავადაც ისაუბრეს დედიკოების ღვაწლზე. მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული მთელი საღამო. მშობლები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ნომინაციების დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით.
მეხუთე კლასის დამრიგებელი დარეჯან ჭანტურიძე.
 
მეტი

” მადლობა თავისუფლებისთვის!”

April 29, 2024 Uncategorized  No comments

8 აპრილს ამ თემაზე მეხუთეკლასელ “მზეკაბანელებს” ( ხელმძღვანელი დარეჯან ჭანტურიძე) ჰქონდათ პრეზენტაცია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა. 🌷🌷🌷🌷ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ ასაკში გააზრება ამ ისტორიული გამარჯვებისა, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.🙏🙏🙏🙏🙏.
მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს სათანადო ინფორმაცია და წარდგნენ თანაკლასელების წინაშე, თითოეულმა მათგანმა თავისებურად ახსნა სამშობლოს სიყვარული და მისი დამოუკიდებლობის არსი🇬🇪🇬🇪
აღნიშნული აქტივობა მეორე დღეს დაგვირგვინდა რაიონულ ღონისძიებაში მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.🙏🙏🙏
დაე, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ეცხოვროს ჩვენს მომავალ თაობას!

მეტი