” ჩვენ ვსწავლობთ უკონფლიქტო ცხოვრებას”

June 3, 2023 Uncategorized  No comments

მესამე კლასში მე და საზოგადოების გაკვეთილი – ” ჩვენ ვსწავლობთ უკონფლიქტო ცხოვრებას” ( პედაგოგი ელენე კუტივაძე) ჩაატარეს მერვეკლასელმა მოსწავლეებმა – ანასტასია ქოჩიაშვილმა და მარიამ კირკიტაძემ. გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა, გოგონებმა წინასწარ გაამზადეს სხვადასხვა რესურსი, ფორმატებზე მათ პატარებს დააწერინეს, რასთან ასოცირდებოდა მათთვის სიტყვა ” კონფლიქტი” და “ძალადობა”. შემდეგი აქტივობა გახლდათ დისკუსია, მესამეკლასელებმა იმსჯელეს, იყვნენ თუ არა თავად კონფლიქტურები. შემდეგ კი სხვადასხვა ფერის ფურცელზე დაახასიათეს კონფლიქტური და უკონფლიქტო ადამიანი.
ბოლოს კი გამოთქვეს სურვილი, იყვნენ უკონფლიქტონი, რადგან თითოეულ მათგანს მოსწონს მშვიდი ცხოვრება.
მეტი

კონკურსი -“ვინ უფრო მეტი სიტყვა იცის?”

June 3, 2023 Uncategorized  No comments

VI კლასში რომელსაც ბევრი რამ აინტერესებს და სიახლეები მოსწონს. 26 აპრილს ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და უცხო სიტყვების დამახსოვრების მიზნით, ჩატარდა კონკურსი -“ვინ უფრო მეტი სიტყვა იცის?”. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფურად, თითოეული მათგანი გრძნობდა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ჯგუფის მიმართ .ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთს და ღირსეულ კონკურენციას უწევდნენ ე.წ. “მოწინააღმდეგე”გუნდებს.ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი კლასის ჩართულობა და საკუთარი ჯგუფის წარმატებაზე ზრუნვა. (საგანი _რუსული ენა ,პედაგოგი-დარეჯან ჭანტურიძე)

მეტი

მსოფლიოს ცნობილი ღირსშესანიშნეობანი

May 5, 2023 Uncategorized  No comments

ამ თემაზე მუშაობდნენ მეათეკლასელი “მზეკაბანელები” ინგლისური ენის გაკვეთილზე ( პედაგოგი ნანა სვანიძე)
ყველა გამომსვლელმა წარმოადგინა თითო ღირსშესანიშნაობა, გააკეთა პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე და შემდეგ ყველაფერი ეს წარმოადგინეს პლაკატის სახით. წარმატებები ახალგაზრდებო! საქართველოს ნამდვილად სჭირდება ერუდირებული, მიზანდასახული, შრომისმოყვარე თაობა, რამეთუ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ!
მეტი

„ ბედნიერება“

May 5, 2023 Uncategorized  No comments

ალბათ, ხშირად დაფიქრებულხართ, თუ როგორია ბედნიერება ,როგორ გამოიყურება ,რა ფერისაა ან რაში მდგომარეობს მისი არსი? დღეს, მზეკაბანელი VI კლასელები შეეცადნენ ,ესაუბრათ ბედნიერების შესახებ. ამის საფუძველი კი გახდა ჩვენი სკოლის სტუმრის , რუსული ენის მასწავლებლის , სოფელ სიქთარვის მკვიდრის, ქალბატონ ნატალია კვატაიას მიერ დაწერილი ზღაპარი- „ ბედნიერება“. მის მონათხრობში ზღაპარი მზესავით მბრწყინავი და სამოთხესავით მშვიდია. მეექვსე კლასის მოსწავლეები დიდი ყურადღებითა და ინტერესით უსმენდნენ სანდომიან ქალბატონს ,რომელმაც მოუთხრო მათ ბედნიერების მოპოვების გზების შესახებ . შეხვედრა ჩატარდა სკოლის ლამაზ ბიბლიოთეკაში როგორც უცხოურ ,ისე მშობლიურ ენებზე . მოსწავლეეებმა გაიხსენეს რუსულ ენაში ნასწავლი ზღაპრებიც და მათი პერსონაჟებიც. ბავშვებმა გაგვანდეს, რომ მათთვის ბედნიერება ოჯახისა და მეგობრების კარგად ყოფნას ნიშნავს. სასიხარულოა,რომ ამ ასაკში ისინი ასე მსჯელობენ და სწორად ესმით ბედნიერების არსი !
მომავალში დაიგეგმა ხელნაკეთი წიგნის დამზადება ამ ზღაპრის მიხედვით ,რომლის ილუსტრატორებიც და კალიგრაფისტებიც თავად ბავშვები იქნებიან.
დიდი მადლობა მეექვსე კლასს, ქალბატონ ნატალია კვატაიასა და დარინა მასწავლებელს საინტერესო დღისთვის.
მეტი

მე და საზოგადოების გაკვეთილი – ” ჩვენ ვსწავლობთ უკონფლიქტო ცხოვრებას”

May 5, 2023 Uncategorized  No comments

მესამე კლასში მე და საზოგადოების გაკვეთილი – ” ჩვენ ვსწავლობთ უკონფლიქტო ცხოვრებას” ( პედაგოგი ელენე კუტივაძე) ჩაატარეს მერვეკლასელმა მოსწავლეებმა – ანასტასია ქოჩიაშვილმა და მარიამ კირკიტაძემ. გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა, გოგონებმა წინასწარ გაამზადეს სხვადასხვა რესურსი, ფორმატებზე მათ პატარებს დააწერინეს, რასთან ასოცირდებოდა მათთვის სიტყვა ” კონფლიქტი” და “ძალადობა”. შემდეგი აქტივობა გახლდათ დისკუსია, მესამეკლასელებმა იმსჯელეს, იყვნენ თუ არა თავად კონფლიქტურები. შემდეგ კი სხვადასხვა ფერის ფურცელზე დაახასიათეს კონფლიქტური და უკონფლიქტო ადამიანი.
ბოლოს კი გამოთქვეს სურვილი, იყვნენ უკონფლიქტონი, რადგან თითოეულ მათგანს მოსწონს მშვიდი ცხოვრება.
მეტი

“ვინ უფრო მეტი სიტყვა იცის?”

May 5, 2023 Uncategorized  No comments

VI კლასში რომელსაც ბევრი რამ აინტერესებს და სიახლეები მოსწონს. 26 აპრილს ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და უცხო სიტყვების დამახსოვრების მიზნით, ჩატარდა კონკურსი -“ვინ უფრო მეტი სიტყვა იცის?”. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფურად, თითოეული მათგანი გრძნობდა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ჯგუფის მიმართ .ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთს და ღირსეულ კონკურენციას უწევდნენ ე.წ. “მოწინააღმდეგე”გუნდებს.ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი კლასის ჩართულობა და საკუთარი ჯგუფის წარმატებაზე ზრუნვა. (საგანი _რუსული ენა, პედაგოგი-დარეჯან ჭანტურიძე)

მეტი

კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ფიზიკაში

May 5, 2023 Uncategorized  No comments

კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ფიზიკაში (პედაგოგი ნინო გვენეტაძე)
” ბარომეტრით წნევის გაზომვა”
მოსწავლეებმა დაამზადეს ბარომეტრი და გაზომეს წნევა.
წარმატებები ნინო მასწავლებელს და მეშვიდეკლასელ ” მზეკაბანელებს!”
მეტი

” მოდი, ვიმეგობროთ”

May 5, 2023 Uncategorized  No comments

2023 წლის 21 აპრილს “მზეკაბანი -2007″-ის მეექვსე კლასში ზეპირი მეტყველების განვითარების მიზნით გათამაშდა როლური სიტუაცია ” მოდი,ვიმეგობროთ”. განხორციელებული აქტივობა სრულად პასუხობდა შესწავლილ თემას ” ქვეყნები და ეროვნებები “.მოსწავლეებმა განასახიერეს ინგლისელი , იტალიელი, ტაილანდელი, უკრაინელი ,ინდოელი და სხვა ეროვნების თანატოლები, რომლებიც საუბრობდნენ სამიზნე ენაზე.
საგანი-რუსული ენა
პედაგოგი -დარეჯან ჭანტურიძე
მეტი

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

May 5, 2023 Uncategorized  No comments

19 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მესამე კლასში ( ქართული ენის პედაგოგი თამთა თოხაძე ) ჩატარდა ბევრი საინტერესო აქტივობით დატვირთული გაკვეთილი – ” ო, ენავ ჩემო”.
პატარებმა მოისმინეს ინფორმაცია ქართული ენის ისტორიასთან დაკავშირებით ,. თუ რატომაა 14 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღი ერისათვის, ნახეს ვიდეორგოლი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ონლაინ იმოგზაურეს დიდი იაკობის სახლ- მუზეუმში, ლექსებითა და სიმღერებით მოეფერნენ ქართულ ენას.
შექმნეს სათანადო ნახატები და აღნიშნეს, რომ ქართული ენის უკვდავებისათვის საჭიროა მისი დაცვა ბარბარიზმებისაგან.
მადლობა თამთა მასწავლებელს და წარმატებები , მესამეკლასელებო!
მეტი

„ ჯანმრთელობა და აფთიაქი“

May 5, 2023 Uncategorized  No comments

2023 წლის 19 აპრილს „მზეკაბანი-2007“-ის მერვე კლასში თემის – „ ჯანმრთელობა და აფთიაქი“ -ფარგლებში მოეწყო ინფორმაციული სახის შეხვედრა სოფელ ღვანკითის გამოცდილ ექთანსა და ფარმაცევტთან – თინა მჭედლიძესთან ,რომელმაც მოსწავლეებს გააცნო აფთიაქის დანიშნულება , წამლების სასარგებლო თვისებებები და მისცა მათ გარკვეული სახის რჩევები .მოსწავლეებმა წინასწარ მოამზადეს მათთვის საინტერესო კითხვები და სტუმართან წარმართეს დიალოგი როგორც მშობლიურ, ისე სამიზნე ენაზე. კლასმა დასმულ კითხვებზე მიიღო ამომწურავი პასუხები ,შეხვედრის ბოლოს კი მერვე კლასის მოსწავლემ ბექა შუღლაძემ და ქალბატონმა თინამ გაითამაშეს სიტუაცია- აფთიაქში. მერვე კლასის მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ შეხვედრით ,გაუჩნდათ დამატებითი შეკითხვები , რამაც უფრო თვალსაჩინო გახადა აქტივობის შედეგი. დიდი მადლობა ქალბატონ თინას და მერვე კლასის მოსწავლეებს საინტერესო შეხვედრისათვის. ( საგანი: რუსული ენა ,პედაგოგი:დარეჯან ჭანტურიძე).

მეტი