” კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”

February 28, 2023 Uncategorized  No comments

დღეს სკოლაში საოცრად თბილი გარემო და ამაღლებული განწყობა გახლდათ. პროექტის “მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები “მზეკაბანისათვის” ფარგლებში მოსწავლეებთან შესახვედრად სტუმრად მოვიდა 2011 წლის წარჩინებული კურსდამთავრებული – ბონდო მახვილაძე.
სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ მან წარმატებით ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის სპეციალობაზე და შემდგომ რამდენიმე წელი მუშაობდა პედაგოგად თბილისის ერთ- ერთ კერძო სკოლაში, პარალელურად – მომზადების ცენტრში. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მალევე მიხვდა, რომ მისი” ადგილი’ ” სხვა სფეროში იყო …..დროც არ დაუკარგავს და სამხედრო სამსახურს მიაშურა.უკვე 4 წელია სენაკში საქვეითო ათეულის მეთაურია…
” მზეკაბანში” გატარებული წლები ( თუ მამად გახდომას არ გავითვალისწინებთ) საუკეთესო პერიოდია მისი ცხოვრებისა.
სტუმარმა ძალიან ბევრი მომენტი გაიხსენა მოსწავლეობიდან და აღნიშნა, რომ თუკი რამისთვის მიუღწევია, ამაში ლომის წილი სწორედ ” მზეკაბანს” მიუძღვის .
მან უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს, ” მოეფერა” და მადლიერება გამოხატა ყოფილი პედაგოგებოს მიმართ და პირობა დადო, რომ მომავალში სამივე შვილთან ერთად ესტუმრება “მზეკაბანს”.
შეხვედრის ბოლოს მას სიმბოლურად გადაეცა საჩუქარი – გურამ დოჩანაშვილის “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მეთორმეტეკლასელთა და ლიტერატურის ყოფილი პედაგოგის ავტოგრაფებით, ასევე სერტიფიკატი ” მზეკაბანის ” სიყვარულისა და ერთგულებისათვის.
წიგნსა და ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანთან შეხვედრით დაიხურა საჯარო კითხვის საერთაშორისო კვირეული “მზეკაბანში”.

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

9 + 1 =