Category Uncategorized

მათემატიკის წრე ,, ნორჩი მათემატიკოსი,,

April 3, 2019 Uncategorized  No comments

წრის მიზანი: მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდეს  მათემატიკური ტერმინების, გეომეტრიული ფიგურების, რიცხვების , მოქმედების ნიშნების  აღქმისა და პრაქტიკაში გამოყენების საწყისი  უნარ – ჩვევები.

საწრეო მუშაობის განრიგი:   

თარიღი

 

თემა აქტივობები რესურსები
1 7.02.2019 ამოვიცნოთ, დავასახელოთ  და გავაფორმოთ რიცხვები გაეცნობიან წრეობრივი მუშაობის წესებს.

გაიხსენებენ რიცხვებს, გამოსახავენ და გააფორმებენ მარცვლეულით და

პლასტილინით.

 

 

ფურცელი

ფანქარი

ლეპტოპი

დაფა

ცარცი

მარცვლეული

პლასტილინი

2 14.02.2019 გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით დავხატოთ „სახლი, მანქანა და ხე“ გაიხსენებენ გეომეტრიულ ფიგურებს, დაასახელებენ ფიგურების ნაწილებს, მასწავლებლის ნიმუშის და ინსტრუქციის შემდეგ შექმნიან ნახატებს. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

დაფა, ფერადი ფანქრები,

საშლელი,სათლელი

ცარცი,

 

3 21.02.2019 რიცხვების და ასოების მიმდევრობა დავალაგოთ ზრდადობის  მიხედვით და წავიკითხოთ მიღებული სიტყვები მოსწავლეები გაეცნობიან ჯგუფებად მუშაობის  წესებს,  დაურიგდებათ ბარათები , რიცხვების და ასოების მიმდევრობას დაალაგებენ  ზრდადობის  მიხედვით და წაიკითხავენ  მიღებულ სიტყვებს  

ფურცელი, სამუშაო ბარათები

უბრალო ფანქარი

დაფა, ფერადი ფანქრები,

საშლელი,სათლელი

ცარცი,

 

4 28.02.2019 დავეხმაროთ ბაჭიას მაგალითების ამოხსნაში მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილი იმუშავებს მეგობრულად და წარადგენენ  ნამუშევარს. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

კალამი

საშლელი,სათლელი

ცარცი.

 

5 7.03.2019 დავეხმაროთ ბაჭიას ამოცანის პირობის გაგებაში და  ამოხსნაში მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილი გაეცნობა ამოცანის პირობას ,  იმუშავებენ და წარადგენენ ამოცანის მოკლე ამონახსენს. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

კალამი

საშლელი,სათლელი

ცარცი, დაფა

 

6 21.03.2019 სახალისო ამოცანები მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილი გაეცნობა ამოცანის პირობას ,  იმუშავებენ და წარადგენენ ამოცანის მოკლე ამონახსენს. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

კალამი

საშლელი,სათლელი

ცარცი, დაფა

 

7 28.03.2019 იპოვე შეცდომები და გაასწორე მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილის ურიგდება სამუშაო  ბარათები, რომელზეც  ამოხსნილია  მაგალითები,  მოსწავლეებს ევალებათ  შეცდომების აღმოჩენა და გასწორება. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

კალამი

საშლელი,სათლელი

ცარცი, დაფა

 

8 4.05.2019 ვინ იქნება პირველი მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილი გაეცნობა ამოცანის პირობას ,  იმუშავებენ და წარადგენენ ამოცანის მოკლე ამონახსენს. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

კალამი, ცარცი, დაფა

 

9 11.04.2019 რატომ  და სად  გვჭირდება მათემატიკა მოწვეული გვყავს  ორი მშობელი, რომელთა პროფესია  მათემატიკასთან  მჭიდრო კავშირშია, გააკეთებენ მოკლე პრეზენტაციას, უპასუხებენ მოსწავლეთა შეკითხვებს და  ბავშვების აზრსაც მოისმენენ. ფურცელი,

უბრალო ფანქარი

დაფა

ცარცი

 

10 18.04.2019 ვიანგარიშოთ ფულით მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს  ქართული ფულის წარმოშობის ისტორიას,  წყვილებს ურიგდებათ სამუშაო ბარათები და განსაზღვრული რაოდენობის თანხა, ევალებათ  თანხის  სწორად  განაწილება, რათა ჩამონათვალში მოცემული ნივთების შეძენა შეძლონ. ფურცელი, ქაღალდის  ფული, უბრალო ფანქარი,

კალამი, დაფა, ცარცი

 

11 25.04.2019 ჩამალული ცირები და ფიგურები მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილის ურიგდება სამუშაო  ბარათები, რომელზეც  მოცემულია  ჩამალული ფიგურები და ციფრები,  მოსწავლეებს ევალებათ  მათი აღმოჩენა და რაოდენობის დათვლა. სამუშაო ფურცელი,

უბრალო ფანქარი

კალამი

საშლელი,სათლელი

ცარცი, დაფა

 

12 2.05.2019 რამდენი კვირაა თვეში, წელიწადში მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ,  კალენდრის და სეზონის ხის გამოყენებით ეცნობიან წელიწადის დროებს და კვირეების რაოდენობას. კალენდარი,

სეზონების ხე,

ცარცი, დაფა

 

13 16.05.2019 სიგრძის საზომი ერთეულები, გავიგოთ ჩვენი სიმაღლე მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება, სიგრძის საზომ ერთეულებზე, გაზომავენ რამდენიმე საგანს, ასევე დაადგენენ საკუთარ  სიმაღლეს და დაწერენ დაკვირვების ფურცელზე.

ბოლოს კი ისაუბრებენ  წრეობრივი მუშაობის  ირგვლივ.

სახაზავი, კალამი, რვეული, წიგნი, კედლის სახაზავი, აღრიცხვის ფურცელი,

კალამი, ცარცი, დაფა

 

მეტი

ბუნებისმეტყველების წრე ,, გარემოს ქომაგი,, (პროგრამა)

April 3, 2019 Uncategorized  No comments

წრის მიზანი: მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდეს  დაკვირვების, კლასიფიცირების, შედარების, გაზომვის და თანამშრომლობის საწყისი  უნარ – ჩვევები.

საწრეო მუშაობის განრიგი:   

თარიღი

 

თემა აქტივობები რესურსები
1 8.02.2019 პირადი ნივთები და ვირუსის თავიდან აცილების  გზები მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს წრეობრივი მუშაობის პროგრამას და წესებს.მინი ლექციის სახით ისაუბრებს  ვირუსების გავრცელების  საფრთხეზე და მათი თავიდან აცილების  გზებზე. სამუშაო ბარათების გამოყენებით დაასახელებენ პირად ნივთებს და გამოთქვამენ საკუთარ აზრს  თემის შესახებ. სამუშაო ბარათები

დაფა

ცარცი

 

 

2 15,02.2019 ვიზრუნოთ გარემოს სისუფთავეზე მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება გარემოს სისუფთავის მნიშვნელობაზე, შემდეგ ჩავლენ სკოლის ეზოში  და მონაწილეობას მიიღებენ ეზოს დასუფთავებაში. სკოლაში დაბრუნებულები აუცილებლად დაიბანენ ხელებს საპნით. ხელთათმანები

საპონი, წყალი

 

3 22.02.2019 კვირის დღეები თვალსაჩინოების გამოყენებით გაეცნობიან კვირის დრეებს, ითამაშებენ  დიდაქტიკურ თამაშს ,,რა დღეა დღეს „ ეცდებიან კვირის დღეების დამახსოვრებას.

 

თვალსაჩინოება, დაფა, ცარცი
4 1.03.2019 წელიწადის დროები პროექტორის გამოყენებით ნახულობენ ფოტომასალას  წელიწადის დროებზე , ასახელებენ თავიანთ საყვარელ სეზონს, საუბრობენ   რატომ  უყვართ ესა თუ ის დრო,ბოლოს კი ხატავენ  საყვარელ სეზონს. კომპიუტერი,პროექტორი, უბრალო და ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები,საშლელი,

სათლელი

5 15.03.2019 მარცვლეულის დათესვა, ეტაპობრივი დაკვირვება მცენარის აღმონაცენზე მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება მცენარის აღმოცენებისა და ზრდა -განვითარებისათვის საჭირო პირობებზე, შემდეგ თესავენ მარცვლეულს, დროდადრო რწყავენ და აკვირდებიან აღმონაცენს, ეტაპობრივად ზომავენ სიმაღლესაც. სახურავიანი კონტეინერი, ბამბა, წყალი, მზესუმზირის და ლობიოს მარცვლები,

სახაზავი , დაფა, ცარცი

6 22.03.2019 რითი იკვებება ცხოველები მოსწავლეები მოისმენენ მასწავლებლის მინი ლექციას, ცხოველების  თანაცხოვრების  წესებზე და კვების შესახებ. ცხოველებს დააჯგუფებენ, მცენარისმჭამელ, ხორცისმჭამელ დ ნაირმჭამელ ცხოველებად. დაფა, ცარცი,

სამუშაო ბარათები,

კალამი, ფანქარი

 

7 29.03.2019 ია, მცენარის ნაწილები მოსწავლეები დააკვირდებიან იას სურათზე , ასევე საკუთარი თვალით აღწერენ ნამდვილ იას, მასწავლებლის დახმარებით  გაიხსენებენ  მცენარის ნაწილებს, დაასახელებენ და გააფერადებენ მცენარეს შესაბამის ფერად. იის სურათი , ბუნებრივი ია, დაფა, ცარცი, სამუშაო ბარათები, ფერადი ფანქრები, საშლელი, სათლელი.
8 5.04.2019 სჭირდება , თუ არა მცენარეს ჰაერი?! მასწავლებელი ბავშვებს გაახსენებს მცენარის ზრდა განვითარებისათვის საჭირო პირობებს,

შემდეგ ორი მცენარის ტოტს მოათავსებენ  ორ  წყლიან ჭურჭელში, ერთს დავახურავთ გერმეტულ ქილას , მეორეს დავდგამთ ჰაერზე და დავაკვირდებით რამდენიმე დღე. ამ ცდაზე დაკვირვებით გააცნობიერებენ მცენარისათვის ჰაერის მნიშვნელობას.

დაფა , ცარცი,  მცენარის ტოტი, ქილა, ორი წყლიანი ჭუეჭელი
9 12.04.2019 სჭირდება თუ არა მცენარეს წყალი, როგორ შეიწოვს მცენარე მას. გაახსენებს მცენარის ზრდა განვითარებისათვის საჭირო პირობებს, შემდეგ მცენარის ტოტს მოვათავსებთ   წყლიან ჭურჭელში,რომელშიც ფერადი წყალია , ოთხი საათის შემდეგ გადავჭრით მცენარის ღეროს, დავაკვირდებიან და მიხვდებიან როგორ შეიწოვა მცენარემ წყალი. დაფა , ცარცი,  მცენარის ტოტი, ქილა, ორი წყლიანი ჭუეჭელი
10 19.04.2019 როგორ ხმას გამოსცემენ და ამ შინაურ ცხოველთა ნაშიერს რას ეძახიან? მოსწავლეები მოისმენენ ცხოველთა ხმებს, მოსმენის შემდეგ გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და ხმით გამოიცნობენ ცხოველებს, შემდეგ დაასახელებენ მათ ნაშიერს. დაფა , ცარცი,  კომპიუტერი,

პროექტორი

11 3.05.2019 ხილი და ბოსტნეული , ჯანსაღი საკვები მოსწავლეები ნახავენ თვალსაჩინოებას ხილის და ბოსტნეულის სურათებით, ისაუბრებენ , იმსჯელებენ ამ საკვების მნიშვნელობაზე. დაფა , ცარცი,  თვალსაჩინოება ხილის და ბოსტნეულის სურათებით
12 10.05.2019 პროდუქტების დახარისხება მასწავლებელი ესაუბრებათ პროდუქტების შენახვის წესებსა და შენახვის ვადებზე, მოსწავლეები იმუშავებენ ბარათებზე ,  პროდუქტებს გაანაწილებენ მაცივარსა და კარადაში. დაფა , ცარცი,  სამუშაო ბარათები, კალამი, ფანქარი
13 17.05.2019 წელიწადის თორმეტი თვე მასწავლებელი წაუკითხავთ ლექსს ,,წელიწადის თორმეტი თვე,,  ნახავენ სლაიდს და ისაუბრებენ თემის ირგვლივ. დაფა , ცარცი,  კომპიუტერი, პროექტორი
მეტი

ერთი საინტერესო გაკვეთილი

April 3, 2019 Uncategorized  No comments

მზეკაბანში“ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით ხორციელდება პროექტი ,,ერთი საინტერესო გაკვეთილი“.
პროექტის ფარგლებში VIII კლაში ჩატარდა გაკვეთილი ისტორიაში
პედაგოგები: დიანა თურქაძე და ანა კაჭკაჭიშვილი-XII კლასის მოსწავლეები.

მეტი

ერთი საინტერესო გაკვეთილი

April 3, 2019 Uncategorized  No comments

,,მზეკაბანში“ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით ხორციელდება პროექტი ,,ერთი საინტერესო გაკვეთილი“.
პროექტის ფარგლებში VI კლაში ჩატარდა გაკვეთილი მათემატიკაში.
პედაგოგები ანი მაჭავარიანი,ქრისტინე დოლაკიძე,გიორგი ჩაფიჩაძე-IX კლასის მოსწავლეები.
კონსულტანტი პედაგოგი მაია ბარათაშვილი.

მეტი

ერთი საინტერესო გაკვეთილი

April 3, 2019 Uncategorized  No comments

,,მზეკაბანში“ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით ხორციელდება პროექტი ,,ერთი საინტერესო გაკვეთილი“.
პროექტის ფარგლებში VIII კლაში ჩატარდა გაკვეთილი მათემატიკაში.
პედაგოგები : ნინი გოგიაშვილი და მარიამ აბესაძე- IXკლასის მოსწავლეები.
კონსულტანტი პედაგოგი მაია ბარათაშვილი

მეტი

April 3, 2019 Uncategorized  No comments

XII კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში- „გალაკტიონ ტაბიძის ლექსისი მუსიკა“. პედაგოგი აზა მემანიშვილი. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს მათთვის საყვარელი ლექსები დიდი პოეტის ლირიკული საგანძურიდან და ამავდროულად გააკეთეს პრეზენტაცია ზემოაღნიშნულ თემაზე.
ყველა პრეზენტატორის გამოსვლას ალამაზებდა „სლაიდშოუ“, შესაბამისი მუსიკის თანხლებით.
ლანა ზარნაძემ და ანა გოგავამ საკუთარი ნახატებითაც გაალამაზეს გამოსვლა.
ეს იყო ყოველდღიურ მიწიერ რეალობას მოწყვეტილი დაუვვიწყარი 90 წუთი, რომელიც , ალბათ,არასოდეს დაავიწყდებათ არც გამომსვლელებსა და არც აუდიტორიაში მყოფ დამსწრე საზოგადოებას.

მეტი

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს..

April 3, 2019 Uncategorized  No comments

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდორმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ამ დღეს IX კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ(პედაგოგი თეა სამხარაძე)პროექტით ,,გამიცანი”

მეტი

,,ერთი საინტერესო გაკვეთილი“ (V კლასი)

March 20, 2019 Uncategorized  No comments

მზეკაბანში“ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით ხორციელდება პროექტი ,,ერთი საინტერესო გაკვეთილი“.
პროექტის ფარგლებში V კლაში ჩატარდა გაკვეთილი საგანში ,,ჩვენი საქართველო”.
პედაგოგები ანი მაჭავარიანი,ქრისტინე დოლაკიძე,მარიამ დათიაშვილი-IX კლასის მოსწავლეები.
კონსულტანტი პედაგოგი ხათუნა დიდიძე.

 
მეტი

,,ერთი საინტერესო გაკვეთილი“ (VI კლასი)

March 20, 2019 Uncategorized  No comments

,,მზეკაბანში“ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით ხორციელდება პროექტი ,,ერთი საინტერესო გაკვეთილი“.
პროექტის ფარგლებში VI კლაში ჩატარდა გაკვეთილი საგანში ,,ჩვენი საქართველო”.
პედაგოგები :მარიამ აბესაძე,ნინი გოგიაშვილი, გიორგი ხუჯაძე-X კლასის მოსწავლეები.
კონსულტანტი პედაგოგი ხათუნა დიდიძე.

 

 
მეტი

,,ერთი საინტერესო გაკვეთილი“ (IV კლასი)

March 20, 2019 Uncategorized  No comments

,,მზეკაბანში“ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით ხორციელდება პროექტი ,,ერთი საინტერესო გაკვეთილი“.
პროექტის ფარგლებში IV კლასში ჩატარდა გაკვეთილი მათემატიკაში.
პედაგოგები მარიამ მაკარიძე ,მარიამ გეწაძე და მარიამ პერანიძე-VII კლასის მოსწავლეები.
კონსულტანტი პედაგოგი ინგა გაბრიჭიძე

 

მეტი