ლიტერატურულ – მუსიკალურ – ქორეოგრაფიული კომპოზიცია

June 3, 2022 Uncategorized  No comments

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს მეექვსეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” ლიტერატურულ – -მუსიკალურ – ქორეოგრაფიული კომპოზიცია, რომელსაც , უპირველესად , შენეცნებითი და ამავდროულად , სანახაობრივი დატვირთვა ჰქონდა.
საღამო გაიხსნა კომპიზიტორ რევაზ ლაღიძის უკვდავი სიმღერით – ” ჩემო კარგო ქვეყანა”, რომელმაც მონაწილეებსა და მაყურებლებშიც ამაღლებული განწყობა შექმნა.
ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა პატარებმა შესანიშნავი პრეზენტაციებით წარმოადგინეს საქართველოს ყველა კუთხე. ლექსების მხატვრულად კითხვაშიც გაეჯიბრნენ ერთმანეთს და შთამბეჭდავი სლაიდშოუთი გაალამაზეს თავიანთი გამოსვლა.
საღამოს ესწრებოდნენ მეექვსე კლასის პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მშობლები. მოსწავლეებსა და დამსწრე აუდიტორიას შორის ძალიან თბილი ურთიერთობა დამყარდა, რაც განპირობებული გახლდათ ღონისძიების ფორმატით. მაყურებელი აქტიურად პასუხობდა მოსწავლეთა მიერ დასმულ კითხვებს, რომლებიც საქართველოს კუთხეებს ეხებოდა. მშობელთა შორის გახლდნენ სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის ” წარმომადგენლები” . მათ ისაუბრეს ამა თუ იმ კუთხისათვის დამახასიათებელ ტრადიციებსა და თავისებურებებზე.
გარემო გახლდათ საზეიმო. უმთავრესი რესურსი – “საქართველოს რუკა” – თავად მოსწავლეებმა დახატეს კლასის ხელმძღვანელის – ქეთევან ზარნაძის დახმარებით. პედაგოგმა ღონისძიების ყველა მონაწილეს სამახსოვროდ გადასცა ცნობილ კლასიკოსთა მხატვრული ნაწარმოებები.
გვჯერა, რომ ეს თაობა აუცილებლად იცხოვრებს ერთიან, აყვავებულ და გაბრწყინებულ საქართველოში!
მადლობა ქეთევან მასწავლებელს ასეთი საინტერესო საღამოსათვის!

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

− 1 = 3