“იავნანამ რა ჰქმნა?!”

June 3, 2022 Uncategorized  No comments

უპირატესობა ერთსულოვნად მოთხობას მიანიჭეს!
იაკობ გოგებაშვილის “იავნანამ რა ჰქმნა?!” ყველა მოსწავლის უსაყვარლესი ნაწარმოებია. პედაგოგს მისი სწავლებისას ბევრი საინტერესო აქტივობის გამოყენება შეუძლია და შეგირდებიც ” სხვანაირად” არიან მოტივირებულნი , როცა პატარა ქეთოს თავგადასავალს ეცნობიან ხოლმე…
მეხუთეკლასელმა ” მზეკაბანელებმა” ( ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან კირკიტაძე) ნაწარმოების შესწავლის შემდეგ ნახეს ამავე სახელწოდების ფილმი. შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოიყენა რეჟისორმა მოთხრობიდან ; რა არის ფილმში დამატებული; რომელი პერსონაჟი გახლდათ როლით ზუსტად შერჩეული; რომელმა ეპიზოდმა დატოვა ფილმიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და ბოლოს , რა უფრო მოეწონათ – მოთხრობა თუ კინოფილმი?
პატარებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა “ბატონების” ეპიზოდმა და მასთან დაკავშირებულმა რიტუალებმა…აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა ლეკების როლზე შერჩეული მსახიობები მიიჩნიეს ყველაზე შესაფერისად….ფილმში მოელოდნენ დაღესტანში განვითარებულ მოვლენებს….. თითოეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ მოთხრობა გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე იმავე სათაურის ფილმი, თუმცა კარგი იყო, რომ შედარების საშუალება მიეცათ და და სხვა კუთხიდან დაინახეს მათთვის საყვარელი ნაწარმოები. წარმატებები ქეთევან მასწავლებელსა და მის შეგირდებს!
 

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

41 − = 32