” მასტერკლასი” ტარიელ ფანჩულიძისგან

October 3, 2022 Uncategorized  No comments

გრძელდება პროექტი ” მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები ” მზეკაბანისათვის”. დღეს სკოლას ესტუმრა ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ტარიელ ფანჩულიძე.
იგი შეხვდა მათემატიკით დაინტერესებულ უფროსკლასელ მოსწავლეებს და ჩაატარა გაკვეთილი თემაზე ” კომპლექსური რიცხვები” , რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელებში.
ტარიელი ზურაბ კუპატაძის შეგირდი გახლდათ. თერჯოლაში დღესაც ბევრს ემახსოვრება მისი საუკეთესო შედეგები ეროვნულ გამოცდებზე. დღევანდელი მისი სტუმრობა ერთგვარი ” ანგარიშიც ჩაბარება ” გახლდათ მშობლიური სკოლისა და ზურაბ მასწავლებლის წინაშე.
ტარიელმა თავისი ცხოვრების ყველა ეტაპი ჯერჯერობით წარმატებულად გაიარა! წინ კიდევ უფრო საინტერესო წლები ელიდება! ეჭვიც არ გვეპარება, რომ იგი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს და თავის სათქმელს იტყვის განათლების სფეროში!

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

4 + 1 =