მასტერკლასი ისტორიაში გიორგი ბუცხრიკიძისგან!

October 7, 2022 Uncategorized  No comments

დღეს, 7 ოქტომბერს, “მზეკაბანს” ესტუმრა 2015 წლის წარმატებული კურსდამთავრებული, ისტორიის დოქტორანტი – გიორგი ბუცხრიკიძე, რომელმაც ძალიან საინტერესო ლექცია წაიკითხა თემაზე : “1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა კავშირში”. ეს იყო მეტად საინტერესო შეხვედრა. საათ- -ნახევრის განმავლობაში აუდიტორია მონუსხული უსმენდა მომხსენებელს, რომელმაც ამომწურავად უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს . გიორგის შესახებ ახლანდელ ” მზეკაბანელებს” ( მოსწავლეებს) ბევრი რამ ჰქონდათ მოსმენილი, მაგრამ , როგორც თავად აღნიშნეს, საკუთარი თვალით ნანახი მაინც სულ სხვაა…. შეხვედრა დასრულდა იმ პირობით, რომ თავისი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, გიორგი შეძლებს მშობლიურ სკოლაში სტუმრობას და ამჯერად მასპინძელთა მიერ შერჩეულ თემებზე წაუკითხავს ლექციას ისტორიით დაინტერესებულ მოსწავლეებს.
პროექტი ” მზეკაბანის ” კურსდამთავრებულები ” მზეკაბანისათვის” გრძელდება.

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

93 − 86 =