პროექტი ,,წიგნის მოყვარული“

November 10, 2022 Uncategorized  No comments

სტუმრად “მზეკაბანში”
პროექტის ” წიგნის მოყვარული” ფარგლებში
საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა დღეს შეხვედრა მესამე-მეოთხე კლასელებისათვის პროექტის ,,წიგნის მოყვარული“ ფარგლებში.ბავშვებს მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის პედაგოგი ნათია გამყრელიძე სტუმრობდა, რომელმაც თერჯოლის მკვიდრის, ახალგაზრდა მწერალ გელუკა ბუიღლიშვილის წიგნიდან ,,საჭორეთიდან მოფრენილი ფურცლები“ ზღაპრები წაუკითხა პატარებს და მწერალზე ბევრი ესაუბრა. საჭორეთის ბინადართა სახალისო ისტორიებმა პატარა მსმენელებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. სინიორა ენატანიას, ფრანჩესკო ტრაბახას, დომენიკო ჩაქუჩასა თუ მწერალ პაოლოს ცხოვრებასა და საქმიანობას ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ და თავიანთ აზრებს თავისუფლად გამოხატავდნენ. ამის შემდეგ ბავშვებმა სპექტაკლიდან ,,საჭორეთი და საჭორეთლები“ (რომელიც 2012 წელს დაიდგა) დასკვნითი სცენა ნახეს. დასასრულს სტუმარმა მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას ამ შესაძლებლობისა და ასეთ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულობისათვის. პატარა მსმენელები კი აქტიურობისათვის სამახსოვრო საჩუქრებით გაახარა, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გელუკას წიგნი გადასცა.
ბავშვებმა სტუმრისგან ძალიან საინტერესო დავალებაც მიიღეს: წაიკითხონ დანარჩენი ზღაპრები ნაჩუქარი წიგნიდან და შეავსონ სათანადო ანკეტები, რომლებიც სპეციალურად მათთვის იყო შედგენილი. მადლობა ქალბატონ ნათიას საოცარი დღის ჩუქებისთვის.

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

+ 77 = 81