მასტერკლასი როლანდ ხოჯანაშვილისგან

February 28, 2023 Uncategorized  No comments

“მზეკაბანელ” მოსწავლეებთან ქართულსა და გეოგრაფიაში.
დღეს კერძო სკოლა “მზეკაბანში” სტუმრად გახლდათ ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ბატონი როლანდ ხოჯანაშვილი, რომელმაც მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელებთან იმუშავა საგამოცდო წერითი დავალების სტრუქტურაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რადგან პროცესში თავად მოსწავლეები იყვნენ აქტიურად ჩართულები და მათ გამოცდილი მოძღვრის გულის მოგება ნამდვილად მოახერხეს.
მერვეკლასელებთან კი სტუმარმა ჩაატარა გაკვეთილი გეოგრაფიაში. ახალი მასალა გახლდათ – “ბაიკალის” ტბა. ორმოცდახუთი წუთი ისე გავიდა, არც მასპინძლებს შეუმჩნევიათ და არც სტუმარს ეტყობოდა დაღლა, თუმცა სამუშაო არ იყო მცირე მოცულობისა და მარტივი.
სასიამოვნო მოსასმენი იყო მოსწავლეთა უკუკავშირი, რომელსაც ნამდვილად არ აკლდა სიწრფელე და აღფრთოვანება.
მადლიერების ნიშნად , სტუმარს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები მოსწავლეთა ავტოგრაფებით, სკოლის ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი – “მზეკაბანის” სიყვარულისა და ერთგულებისათვის. ქალბატონმა მანანა წერეთელმა სტუმარს უსახსოვრა წიგნი საკუთარი ლექსით.
კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო დღე მიითვალა სასკოლო ცხოვრების ისტორიამ.

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

+ 3 = 9