პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი

April 12, 2024 Uncategorized  No comments

პროფესიული განათლება არის სახელობო განათლება, რომელიც ადამიანს ვაჭრობის, ხელოსნობისა თუ ტექნიკური ტიპის, ასევე სხვადასხვა სფეროში დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად ამზადებს.
პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მიღება შესაძლებელია საშუალო, საშუალოს შემდგომ და უმაღლეს სასწავლებლებში. იგი ამზადებს განათლებულ და მოქნილ მუშახელს, რომელსაც უმაღლეს განათლებასთან შედარებით, უფრო კარგად შეუძლია შრომითი ბაზრის არსებულ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებთან გამკლავება. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ შრომით ბაზარზე უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, რაც ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.
სტუდენტებისა და მშობლებისთვის უმაღლესი განათლება უფრო მიმზიდველი არჩევანია, ვიდრე პროფესიული, რადგან საზოგადოების ერთ ნაწილს პროფესიული კოლეჯები წარუმატებელი მოსწავლეების თავშესაფრად წარმოუდგენია, რაც ბავშვების თვალსაწიერში პროფესიული განათლების მნიშვნელობას აკნინებს. პროფსასწავლებლები პრაგმატული ადამიანებისთვის არსებობს, რომელთაც სურთ სწავლა მოკლე დროში დაასრულონ და დასაქმდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიული განათლება უმაღლეს განათლებას უნდა დაუპირისპირდეს. პროფესიულ განათლებას თავისი ადგილი აქვს და არ არის გამორიცხული, რომ უმაღლეს განათლებაში ადამიანი პროფესიული განათლების გავლით მივიდეს, ჯერ პრაქტიკულ პროფესიას დაეუფლოს და შემდგომ, სურვილის მიხედვით, აკადემიური მიმართულებით, უმაღლესში ჩააბაროს ან პირიქით, ჯერ უმაღლესი განათლება მიიღოს და შემდეგ დაეუფლოს ახალ პროფესიას.
სწორედ ამ მიზნით ,რომ მოსწავლეებს ეს ყველაფერი თავის თვალით ენახათ და დარწმუნებულიყვნენ პროფესიული განათლების საჭიროებაში, კერძო სკოლა „მზეკაბანი-2007“-ის მეცხრეკლასელები ( დამრიგებელი თეა სამხარაძე) ესტუმრნენ ქ.ზესტაფონში არსებულ სამშენებლო კოლეჯს „ კონსტეუქტორი-2“.
მოსწავლეებს შესანიშნავი მასპინძლობა გაუწია კოლეჯის ადმინისტრაციამ . მათ წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია პროფორიენტაციის კუთხით, დეტალურად მოგვაწოდეს ინფორმაცია არსებული ფაკულტეტებისა და სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ. მოსწავლეებს გაესაუბრნენ მოქმედი სტუდენტები , გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და მიაწოდეს რჩევები .
მეცხრეკლასელებმა დაათვალიერეს კოლეჯის ბიბლიოთეკა, მოსასვენებელი და მიმდინარე პრაქტიკული სამუშაოების ოთახები. მათ ასევე დაათვალიერეს სტუდენტების ნამუშევრები და აუდიტორიები.
ჩვენი მოსწავლეები კმაყოფილი დაბრუნდნენ შინ და მომდევნო გაკვეთილზე აუცილებლად გაუზიარებენ ერთმანეთს დღევანდელ შთაბეჭდილებებს.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა რუსულ ენაში ნასწავლი თემის საფუძველზე „ ყველა პროფესია საჭირო და მნიშვნელოვანია“.პედაგოგი დარეჯან ჭანტურიძე.
IX კლასის დამრიგებელი თეა სამხარაძე
+8
ყველა რეაქცია:

21Aza Memanishvili, Maia Gogberashvili და 19 სხვა პიროვნება

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

− 2 = 2