ილია ჭავჭავაძის იუბილე და ” ქართული ბანკირის” დღე

November 8, 2024 Uncategorized  No comments

ძალიან ლამაზად, საინტერესოდ, განსხვავებული რაკუსით აღინიშნა ილია ჭავჭავაძის იუბილე და ” ქართული ბანკირის” დღე შპს “მზეკაბანი 2007-ში”. მეთერთმეტეკლასელმა პრეზენტატორებმა ” ერის მამა” იმ კუთხით წარმოუდგინეს აუდიტორიას, რომელიც ბევრისთვის ნამდვილად არაა ცნობილი “ილია ჭავჭავაძე და საქართველოს სათავადაზნაურო ბანკი” . რთულია, სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია, რომელიც დარბაზში მსმენელად მოსულ საზოგადოებას დაეუფლა.  ყველა პრეზენტატორის გამოსვლა იყო საუკეთესო – ( ნინი ჯანელიძე, ლიზი ტოფაძე, თეკლა არაბიძე, ნინი ლილუაშვილი , თეკლა ჭანტურიძე და თავად ქალბატონი მანანა წერეთელი) . შრომა ყოველთვის ფასდება და კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა გადავუხადო მადლობა დღევანდელი საღამოს სულისჩამდგმელებს ,განსაკუთრებით, ქალბატონ მანანას! უფლის წყალობაა ,როცა სკოლაში ასეთი შეუფასებელი განძი გყავს !
ღონისძიებას ესწრებოდნენ – საქართველოს საბანკო ასოციაციის დიპლომირებული ” საპატიო ბანკირი”, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე – ბატონი რევაზ რობაქიძე და საქართველოს ბანკის თერჯოლის ფილიალის მენეჯერი – ქალბატონი სოფო მაკარიძე . უნდა აღინიშნოს, რომ ილია ჭავჭავაძის იუბილეს ამ კუთხით აღნიშვნა ბატონი რევაზის ინიციატივა გახლდათ და ვფიქრობთ, განხორციელდა კარგად. მან სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა სათანადო ლიტერატურა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე, ქალბატონი სოფო კი მოსწავლეებისათვის საინტერესო და აქტუალური პრეზენტაციით გვესტუმრა
სტუმრებს გადაეცათ სერტიფიკატები, როგორც ” საპატიო მზეკაბანელებს” და დღევანდელი დღის სამახსოვრო მისალოცი (თემატური) ბარათები
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რა “დიდი ილია გვყავს” და ყველა სფეროში როგორ გვჭირდება მისი მსგავსი გმირი დღეს!
ეს შეიძლება იყოს ხელოვნების ნიმუში, რომელიც არის 1 ადამიანი და განათებაშეიძლება იყოს 1 person გამოსახულებაშეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს 7 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

62 − 54 =