გალაკტიონ ტაბიძის ლირიკის იდუმალი მუსიკა

March 13, 2018 Uncategorized  No comments

XII კლასში პრეზენტაცია თემაზე :
“გალაკტიონ ტაბიძის ლირიკის იდუმალი მუსიკა”
მოსწავლეებმა – ლილე გოდუაძემ,ბაქარ დიაკონიძემ, ავთანდილ კუბლაშვილმა,ზაზა მორჩაძემ, ანა რობაქიძემ,ტარიელ ფაჩულიძემ და ანა წიქარიშვილმა -საათ-ნახევრის განმავლობაში ძალიან ლამაზ, იდუმალებით მოცულ და ამავდროულად რომანტიკულ სამყაროში გადაიყვანეს აუდიტორია … პრეზენტატორები ეცადნენ, ჩაწვდომოდნენ პოეტის სულის მშვენიერებას, მისი ლექსების მუსიკალობასა და მიღებული განცდა შეძლებისდაგვარად მიეტანათ მსმენელამდე.
პრეზენტაციებს ფონად გასდევდა გალაკქტიონის ლექსებზე შექმნილი სიმღერების მუსიკა; სლაიდ-შოუმ კიდევ უფრო სანახაობრივი და შთამბეჭდავი გახადა თითოეული მოსწავლის გამოსვლა …მოსმენილ იქნა თავად პოეტის მიერ წაკითხული “მთაწმინდის მთვარის “აუდიო- ჩანაწერი, თითქოს დიდი მგოსნის სული აქვე ტრიალებდა….

 

 

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

39 + = 49