ეროვნული სასწალვო ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება

November 24, 2018 Uncategorized  No comments

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც მოპოვებული გამარჯვებებისთვის სხვადასხვა პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
I, II, III ადგილებზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან შესაბამისად – 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით.

ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილე სკოლებიდან 36 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა 29 სკოლა.
საბედნიეროდ გამარჯვებულთა შორის არიან :
XIIკლასელი დაიანა სახეჩიძე-ბიოლოგიის სექცია-ადგილი-დაჯილდოვდა დიპლომითა და 700ლარიანი ვაუჩერით.
ირაკლი ჩაფიჩაძე-გეოგრაფიის სექცია-ოქროს მედალოსანი,100% გრანტის მფლობელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი-დაჯილდოვდა სიგელითა და 50ლარიანი ვაუჩერით.

ოლიმპიადის ბიოლოგიის სეციაში მიღებული წარმატებისათვის სკოლა დაჯილდოვდა მადლობის სიგელით. ეს სკოლის მე-5წარმატებული მონაწილეობაა ეროვნულსასწავლო ოლიმპიადაში.
ვულოცავთ ,,მზეკაბანს” ამ აღიარებას.ვულოცავთ დაიანასა და ირაკლის ამ წარმატებას.ვულოცავთ პედაგოგებს ნორა ჩუბინიძესა და ნინო დოლაკიძეს.

 

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

62 − = 53